სუპერ-ბოული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუპერ-ბოულის თასი

სუპერ-ბოული (ინგლ. Super Bowl) — პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატი აშშ-ში. თამაში და მასთან დაკავშირებული ზეიმი-ღონისძიებანი შეადგენს ე. წ. „სუპერ-ბოულ სანდეის“ (აგრეთვე ცნობილი როგორც „სუპერ სანდეი“ - ინგლ. სუპერ კვირადღე), რომელიც წლების განმავლობაში თითქმის დე-ფაქტო ამერიკულ ეროვნულ დღესასწაულად იქცა.

თამაში დაიწყო 1967 წლის იანვარში როგორც აფლ-ეფლ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც ეფლ ჩემპიონი გუნდი ეთამაშა უფრო ახალგაზრდა მოპაექრე ამერიკის საფეხბურთო ლიგის (აფლ) გამარჯვებულს „მსოფლიო ჩემპიონი პროფესიონალურ ფეხბურთში“ წოდებისთვის. 1970 წელს ორივე ლიგის გაერთიანების შემდეგ სუპერ-ბოული გახდა ეფლ-ს ჩემპიონთა თამაში. მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება კვირა დღეს პლეიოფების შემდეგ, თავდაპირველად ადრე-იანვარში, შემდეგ გვიან იანვარში, ხოლო 2002 წლიდან კი თებერვლის პირველ კვირადღეს.