რიყე (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რიყე (მრავალმნიშვნელოვანი).
რიყის პარკი (2013 წ. სექტემბერი)

რიყე — ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის (ახლანდელი ისნის რაიონი). გვიანდელ შუა საუკუნეებში რიყედ იწოდებოდა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი (ადრინდელი ავლაბრის ჭალა), რომლის ნაწილი მოგვიანებით სოფელმა ჩუღურეთმა დაიკავა. XVII საუკუნეში რიყე საასპარეზო ადგილი იყო. აქ გადიოდა რუსეთში მიმავალი ავჭალის დიდი გზა (შემდგომში რიყის, ხეთაგუროვის, საბჭოს ქუჩები) მდინარე მტკვრის ადიდებისას რიყე იტბორებოდა. XIX საუკუნეში აქ იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები (მკალავები, ხარაზები, ჭონები, მღებავები). XX საუკუნის 70-იან წლებში ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით რიყის ძველი ნაგებობები აიღეს. 2011 წლის 23 ნოემბერს საქართველოში, თბილისში, რიყისპარკში რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა.[1][2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბილისი, 1977;
  • მისივე, ... და აღმოცენდა თბილისი, თბილისი, 1977;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]