მშრალი ხიდი
მშრალი ხიდი (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდი) 1849-51 წლებშია აგებული. ხიდის პროექტის ავტორი და მთავარი მშენებელი ჯოვანი სკუდიერია. მისი დაღუპვის შემდეგ კი მშენებლობა ინჟინერმა ბლიკსმა დაასრულა. თლილი ქვით ამოყვანილი[1] ხიდის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას "მშრალი ხიდი" დაერქვა.
მშრალი ხიდი განუყოფელია მტკვრის მარჯვენა ნაპირის მიმდებარე განაშენიანებისგან. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ხიდის თავში, ერთმანეთის პირდაპირ მდგომი ორი ნაგებობა - ყოფილი სასტუმროები "გრანდ-ოტელი" და "ლონდონი". კლასიცისტური ელემენტების მქონე შენობები ხის და რკინის აივნებით არის შემკული. საყურადღებოა სასტუმრო "ლონდონის" მთავარი ფოიეს სივრცითი გადაწყვეტა და არქიტექტურული მორთულობა.
1848-53 წლებში აშენდა ჯ. სკუდიერის მიერვე დაწყებული ხიდი (ყოფილი მიხეილის დიდი ხიდი), რომელიც მშრალი ხიდის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენდა. დღეს არსებული ხიდი 1962 წელს აიგო (ინჟ. გ. ქარცივაძე; არქ. შ. ყავლაშვილი, გ. მელქაძე).
სექციების სია |
[რედაქტირება] საინტერესო ცნობები
- მშრალი ხიდი ცნობილია თავისი "საბროკერო ბირჟით"[2], ძველმანების ბაზრობითა[3] და სურათების გამოფენა–გაყიდვით;
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] ლიტერატურა
- "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- მშრალი ხიდი - Panoramio
აბანოთუბანი • ათეშგა • აღმაშენებლის გამზირი • აპოლო (კინოთეატრი) • ბოტანიკური ბაღი • გუდიაშვილის მოედანი • დიდი სინაგოგა • თბილისის მეჩეთი • დიდუბის ეკლესია • ვაკის პარკი • თაბორი • თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია • იმელი • ლურჯი მონასტერი • მეტეხი • ნარიყალა • ნორაშენი • ფუნიკულიორი • მარჯანიშვილის თეატრი • მეიდანი • მთაწმინდის პანთეონი • მუშტაიდის ბაღი • მშრალი ხიდი • რიყე • სიონის ტაძარი • ქაშვეთის ეკლესია • ქართლის დედა • ოპერის თეატრი • რუსთაველის თეატრი • რუსთაველის გამზირი • სამება • სურფნიშანი • როსტომ მეფის აბანო • ქარვასლები

