არსენალი (თბილისი)
არსენალი, უბანი თბილისში (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი), ჩუღურეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მთაზე („არსენალის მთა“), რკინიგზის გადაღმა.
უბანი წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1870 წ. სამხედრო არსენალის ღუნიბის მოედნიდან მტკვრის მარცხენა მხარეს, ჩუღურეთში გადატანის შემდეგ ამ უბანს „არსენალი“ ეწოდა. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. არსენალმა, როგორც სამხედრო დაწესებულებამ, XX საუკუნის 30-იან წწ.-მდე იარსება, თუმცა ტოპონიმი დღემდეა შემორჩენილი. საბჭოთა პერიოდში აქ სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული.
საბჭოთა კავშირის დაშლის (1991) შემდეგ არსენალის ტერიტორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. 2008 წ. მოხდა ტერიტორიის ნაწილის პრივატიზება. დაახლ. 78 ჰა შეიძინა „კალა კაპიტალის“ (დამფუძნებელი კახა კალაძე) შვილობილმა კომპანიამ „არსენალ დეველოპმენტი“, რომელიც გეგმავდა ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსის „არსენალი სიტის“ შექმნას.[1]
[რედაქტირება] წყაროები
- ↑ (ინგლისური) Kala Capital Buys Land To Develop Master-planned Community in Georgia's Capital. Arsenal Development. February 14, 2008
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 17. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985
|
||||||||||||||||||||||
სტატიის