დიღმის მასივი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დიღმის მასივი, უბანი თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ველზე. უბანი დაყოფილია 6 კვარტალად. დიღმის მასივის ცენტრალური მაგისტრალია გრიგოლ რობაქიძის გამზირი. ასევე მდებარეობს ბორის პაიჭაძის, ევგენი მიქელაძის, სანდრო ახმეტელის, ჩალაძის და ბელიაშვილის ქუჩები.
უბანში მდებარეობს 5 საჯარო სკოლა (№№ 130, 134, 140, 147, 169), დინამოს საფეხბურთო კლუბი, საფეხბურთო სკოლა ავაზა, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის მთავარი სამმართველო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, მეფე დავით აღმაშენებლის, წმინდა ნინოსა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლები.
|
||||||||||||||||||||||
სტატიის