ვეძისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეძისი — უბანი თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საბურთალოს რაიონში. ადრე ვეძისი ქალაქისპირა სოფელი იყო, მდებარეობდა თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, მტკვრის მარჯვენა მხარეს და ეკავა ახლანდელი კანდელაკის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელი წარმოშობილია ქართული სიტყვიდან „ვეძა“, რომელიც არის მომჟაო წყარო ბუნებით; მჟავე წყარო, მლაშე წყალი“ (საბა): ვეძისს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან „საგაბაშვილო“ ემიჯნებოდა, დასავლეთით და ჩრდილოეთით - ნახშირგორისა და დიღმის (დიღმელთა) მამულები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვეძისის შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი. დოკუმენტების მიხედვით, იგი VIII ს. 20-იან წლებში სახასო სოფელი ყოფილა. 1723 წელს, თბილისის დაკავების შემდეგ. კახეთის მეფეს კონსტანტინე II-ს იგი ციციშვილისთვის უბოძებია. ვეძისში, როგორც ჩანს ძირითადად მევენახეობას მისდევდნენ. 1733 წლის დოკუმენტი გვაუწყებს, რომ ვეძელები თურქების სასარგებლოდ იხდიან „კულუხს“ (ღვინის გადასახადს). ვეძისში, ციციშვილების გარდა, ყმა-გლეხებს ფლობდნენ თარხნიშვილები, სოლოღაშვილები, თუმანიშვილები. ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში იყო ორი სოფელი - ქვემო ვეძისი და ზემო ვეძისი. ქალაქის ტერიტორიას შემოუერთდა XX ს. 40-50-იან წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977 წ.