ზღვისუბანი
ზღვისუბანი, უბანი თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, თბილისის წყალსაცავის მიდამოებში.
სახელწოდება XX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა თბილისის წყალსაცავის („თბილისის ზღვა“) შექმნასთან დაკავშირებით, როცა „ზღვას“ უშუალოდ მოადგა ქალაქის განაშენიანებაც. ზღვისუბანი მოიცავს ლოტკინის გორის დასახლებას და ავჭალის მიმდებარე ტერიტორიას. საბჭოთა პერიოდში დღევანდელი უბნის ტერიტორიაზე აშენდა თბილისის ელმავალსაშენი ქარხანა, რომლის სახელწოდების შემოკლების მიხედვით უბანსაც თემქას უწოდებდნენ. 1999 წ. თემქის დასახლებას ზღვისუბანი ეწოდა.
ზღვისუბნის მშენებლობა დაიწყო XX ს. 60-იან წლებში. დაგეგმარდა 1971 და 1988 წლებში. შედგება ოთხი მიკრორაიონისაგან: I მიკრორაიონი მოიცავს IV, IX, X, Xა კვარტლებს, III მიკრორაიონი — I, II III, IV, V კვარტლებს, XI მიკრორაიონი — I, II, III კვარტლებს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 43, 47. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- თბილისის ენციკლოპედია: ქუჩები, გამზირები, მოედნები. თბილისის მერიის ვებ-პორტალი
|
||||||||||||||||||||||