ვაშლიჯვარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვაშლიჯვარი, თბილისის ერთ-ერთი უბანი, ვაკე-საბურთალოს რაიონში; ყოფილი სოფელი.
ვაშლიჯვარი განლაგებულია თბილისის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით თრიალეთის ქედის ერთ-ერთი განშტოების კალთაზე, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე საბურთალოს და სოფელ დიღომს შორის, ჩრდილოეთიდან დიღმისწყალი საზღვრავს, აღმოსავლეთიდან საქართველოს სამხედრო გზამდე ვრცელდება, დასავლეთიდან მას ემეზობლა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები. უბნის ტერასულ დაგეგმარებაზე დიდი გავლენა იქონია ღრმა ხევებით დასერილმა ქანობიანმა რელიეფმა.
თბილისს შეერწყა 1972 წ. დაგეგმარდა და გაშენდა 1980-იან და 1990-იან წლებში. სოფელი ვაშლიჯვარი, რომელმაც სახელი მისცა თბილისის ახალ უბანს, დასახლების აღმოსავლეთ ნაწილში მოექცა.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
|
||||||||||||||||||||||
სტატიის