ლადო გუდიაშვილის მოედანი
ლადო გუდიაშვილის მოედანი — ისტორიული მოედანი თბილისში. მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედანის მახლობლად; ლერმონტოვის, ბ. ახოსპირელის, გ. აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა ქუჩების შესაყარზე.
XIX საუკუნეში ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის კავკასიური სამფლობელოების ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო მეფისნაცვლისა და ჯარის სარდლობის ადგილსამყოფელი. 1827 წ. აბას-აბადის მოედანი ეწოდა გენ. პასკევიჩის მიერ ირანის ამავე სახელწოდების ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად. აქ ერთ დროს რუსების ჯარის ჰაუპტვახტი იყო, სადაც ღამე გაუთევია პოეტ მიხეილ ლერმონტოვს. საბჭოთა პერიოდში მოედანი ალავერდოვის სახელს ატარებდა.
მოედანი გარემოცულია ისტორიული მნიშვნელობის შენობებით და მას სახელმწიფო იცავს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ბლოგი "გადაარჩინე გუდიაშვილი"
- გუდიაშვილის მოედნის მცირე ისტორია, ჟურნალი „ლიბერალი“
- გუდიაშვილის მოედანი-ინვესტორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ჟურნალი „ლიბერალი“
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 6. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1985
აბანოთუბანი • ათეშგა • აღმაშენებლის გამზირი • აპოლო (კინოთეატრი) • ბოტანიკური ბაღი • გუდიაშვილის მოედანი • დიდი სინაგოგა • თბილისის მეჩეთი • დიდუბის ეკლესია • ვაკის პარკი • თაბორი • თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია • იმელი • ლურჯი მონასტერი • მეტეხი • ნარიყალა • ნორაშენი • ფუნიკულიორი • მარჯანიშვილის თეატრი • მეიდანი • მთაწმინდის პანთეონი • მუშტაიდის ბაღი • მშრალი ხიდი • რიყე • სიონის ტაძარი • ქაშვეთის ეკლესია • ქართლის დედა • ოპერის თეატრი • რუსთაველის თეატრი • რუსთაველის გამზირი • სამება • სურფნიშანი • როსტომ მეფის აბანო • ქარვასლები