მუხიანი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუხიანი.
მუხიანი
მეფე მირიანის და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესია

მუხიანი — უბანი თბილისში, გლდანის რაიონში. ამჟამინდელი მუხიანის ტერიტორია დაფარული იყო მუხის ხეებით. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი. 70-იან წლებში მუხის ტყე გაიჩეხა და დაიწყო ტერიტორიის განაშენიანება. თავდაპირველად ტერიტორიაზე განთავსდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სატანკო ნაწილი. შემდეგ გაჩნდა დასახლებაც. 80-იანი წლებიდან დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, შეიქმნა ახალი მიკრორაიონები. გაჩნდა ნ. დუმბაძის, ი. ნონეშვილის და ალ. გობრონიძის პროსპექტები. აშენდა რადიო ქარხანა. დასახლებაში მოქმედებს ბანკების ფილიალები, სავაჭრო დაწესებულებები და აშენდა მეფე მირიანის და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესია. მუხიანში ფუნქციონირებს სამი საჯარო სკოლა, ესენია: 175-ე, 174-ე და 181-ე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]