მშვიდობის ხიდი (თბილისი)
მშვიდობის ხიდი - საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს. ხიდი აიგო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ქ. თბილისის მერიის დაკვეთით 2009-2010 წლებში. ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს[1]. ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი (შსს ახალი შენობის და პრეზიდენტის სასახლის ავტორი), ხოლო განათების დიზაინერი - ფრანგი ფილიპ მარტინო (ასევე შსს ახალი შენობის, პრეზიდენტის სასახლის და ტელეანძის განათების ავტორი[2]).
ხიდის კონსტრუქციას წარმოადგენს ლითონის (ფოლადის) ბადურა კარკასი, ხოლო შემავსებელს - მინის პანელები, რომლებიც ერთობლიობაში 150 კვ.მ ფართობის მქონე ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადისავე სვეტს, ხოლო ბილიკი ჩამოკიდულია კარკასზე ბაგირებით. ბილიკი მდინარის თავზე 5 მ-მდე სიგანისაა, ბოლოებისკენ კი 2 მ-მდე. საერთო სიგრძეა 156 მ. ხიდზე ასვლა შესაძლებელია, როგორც ერეკლე II ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ სანაპირო ხეივნებიდან კიბეების მეშვეობით. ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა[3]. არქიტექტურული თვალსაზრისით ხიდი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს, რაც ძველი თბილისის მოცემულ ტერიტორაზე, გარკვეულ წილად სიახლეა.
ხიდი მოიაზრება რიყის ერთიანი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. ოფიციალური ინფომარიიცთ სართო ღირებულებამ (რიყის პროექტის გარეშე) შეადგინა 12.5 მლნ ლარი, რომელიც გამოყო ქალაქის ბიუჯეტმა. მშენებლობას აწარმოებდა იტალიური კომპანია „პერმა სტელიზა“[3].
უცნობია ხიდის სახელი ვისი იდეა იყო, თუმცა ავტორმა სახელი ასე ახსნა:
|
„ხიდი თავისთავად არის გაერთიანების სიმბოლო - სხვადასხვა პოზიციების თანხვედრის, განსხვავებული ნაპირების დაახლოების. ის საუკეთესო მეტაფორაა მშვიდობისთვის.“
|
|
|
(მიკელე დე ლუკი, პროექტის ავტორი - არიტექტორი, დიზაინერი[4])
|
სექციების სია |
[რედაქტირება] კრიტიკა
ხიდმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც ურბანისტულ-არქიტექტურული კუთხით, პროფესიული წრეებიდან[5][2][6][7], ისე საპროექტო-სამშენებლო პროცესის გამჭვირვალობის და საზოგადოების მონაწილეობის კუთხით, სხვადასხვა პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან[8][9][10][7]. იყო შენიშვნები და პრეტენზიები ხიდის მასშტაბთან და პროპორციებთან, ასევე მის ზედმეტად ექსპრესიულ დიზაინთან დაკავშირებით[2][7], თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ის მისაღებია.
[რედაქტირება] საინტერესო ცნობები
- მშვიდობის ხიდი მე-11 ხიდია, თბილისის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე აგებულთაგან[11].
- ხიდი დამზადდა ასაწყობ ნაწილებად[12], შედუღების წესით აეწყო ადგილზე (რიყეზე) და შემდეგ აწყობილი ხიდი სპეციალური ბორანის მეშვეობით გაიდო მდინარეზე, რასაც სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა[13][14].
- საინფორმაციო პორტალ „ამბები.ge”-ს ონლაინ გამოკითხვით, სადაც 6046 ადამიანმა დააფიქსირა აზრი, 48.1%-ს ხიდი არ მოწონს, ხოლო 45.5%-ს მოსწონს (დანარჩენებს გაუჭირდა პასუხის გაცემა)[15].
[რედაქტირება] ლიტერატურა
- (2010) „მშვიდობის ხიდი“ (ქართული, ინგლისური) (pdf). „სტილი“ (№35). ISSN 1987-5355.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ “შუშის საფეხმავლო ხიდი დღეიდან ექსპულატაციაში შევა“, ნიუსი, საინფორმაციო პორტალი „ექსპრესნიუსი”, 06/05/2010. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ეკა ლომიძე. “"ამაზე გრძელი, ამაზე დიდი... ჯერ არ მინახავს მე მტკვარზე ხიდი!"“, სტატია, გაზეთი კვირის პალიტრა, 17-05-2010. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ 3.0 3.1 “"მშვიდობის ხიდის" მშენებლობა 12 მლნ 500 ათასი ლარი დაჯდა“, საინფორმაციო სააგენტო „პირWელი News“, 12.05.2010. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ თეა ადეიშვილი. „ნაწილი II: პრეზიდენტის საყვარელი არქიტექტორი„, რეპორტაჟი, რუსთავი 2, 18 ივლისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2010.
- ↑ “მშვიდობის ხიდი რიყეზე“, რუბრიკა „ორი აზრი“, ჟურნალი „ლიბერალი“, 3 ივნისი, 2010. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ “„ახლად აშენებული სახლები არაფრით განსხვავდება საბჭოთა პერიოდის შენობებისგან““, ინტერვიუ, საინფორმაციო სააგენტო „commersant.ge“, 7 მაისი 2010. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ 7.0 7.1 7.2 ნინო კვიტაშვილი. “პრეზიდენტის სასახლე მდარე გემოვნების ნიმუშია“, სტატია ყოველკვირეული გაზეთიდან „ყველა სიახლე“, საინფორმაციო პორტალი ამბები.ge, 2010-08-09. წაკითხვის თარიღი: 2010-09-06.
- ↑ “მშვიდობის ხიდი რიყეზე“, ახალი ამბები, „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი”, 2009-12-04. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ “ირაკლი ალასანია არქიტექტორთა კავშირის წევრებს შეხვედა“, რუბრიკა „ახალი ამბები და პოლიტიკა“, ვიდეო პორტალი „youtube“, 28 აპრილი, 2010. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ MaestroCTN. “ნიკა ივანიშვილი „მშვიდობის ხიდის“ მშენებლობას აპროტესტებს“, რუბრიკა „ახალი ამბები და პოლიტიკა“, ვიდეო პორტალი „youtube“, 10 აპრილი, 2010. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ თბილისი. wikimapia. წაკითხვის თარიღი: 2010-12-19.
- ↑ Dv0rsky (25.05.2010). ახალი ხიდი თბილისში - ჩამოსვლა & ტრანსპორტირება. ფოტორეპორტაჟი. ბლოგი blogroll.ge. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ “მიხეილ სააკაშვილი „მშვიდობის ხიდის” კონსტრუქციის მტკვარზე გადაკიდებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო“, პრეს-რელიზი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ “სააკაშვილი: „საქართველო თანამედროვე ცივილიზაციის ნაწილი ხდება”“, ნიუსი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”, 09.04.10. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
- ↑ “მოგწონთ თუ არა "მშვიდობის ხიდი"?“, გამოკითხვა, საინფორმაციო პორტალი „ამბები.ge”, ბოლო ხმა: 24/05/2010. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- მშვიდობის ხიდი, სამშენებლო პორტალი მშენებლობა.ინფო;
- მშვიდობის ხიდი და რიყე, პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია. ვიდეო პორტალი www.livegeorgia.ge;
- ახლად გახსნილ „მშვიდობის ხიდზე“ პირველი ღონისძიება ფოტოკონკურს „ქოლგის“ ფარგლებში გაიმართა. ფოტოგალერეა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, 09.05.2010.
- ხიდის განათება, ვიდეო პორტალი www.mayomo.com, (ინგლისური);
- მიკელე დე ლუკის პერსონალური ვებ საიტი, (ინგლისური);
- Sian Disson (Editorial Assistant) (2010-06-28). The Bridge of Peace, Tbilisi, Georgia (ინგლისური). სტატია-ნიუსი. არქიტექტურული პორტალი „World Architecture News.com“. ციტატა: „New bridge in Tbilisi, Georgia, connects the nation's history with the present day“ წაკითხვის თარიღი: 2010-09-06.;
- The Bridge of Peace in Tbilisi, Georgia (ინგლისური). სტატია-ნიუსი. პორტალი „Top Box Design“ (2010-08-12). წაკითხვის თარიღი: 2010-09-06.;
- The Bridge of Peace in Tbilisi, Georgia (ინგლისური). ბლოგი, სტატია-ნიუსი. პორტალი „Archibase Planet“ (2010-07-01). წაკითხვის თარიღი: 2010-09-06.;
- თემო ბარძიმაშვილი (2010-08-11). Tbilisi's Bridge of Peace Undulates in Glass and Steel (ინგლისური). ფოტო ესსე. ვებ საიტი „Eurasianett.org“. წაკითხვის თარიღი: 2010-09-06.