ვარდისუბანი (თბილისი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდისუბანი, ვერის უბნის ნაწილი, ახლანდელი მელიქიშვილის ქუჩასა და ე.წ. „სემიონოვკის“ დასახლებას შორის. XIX საუკუნეში ამ უბანში მდებარე ერთ-ერთ ქუჩასაც ვარდისუბნისა ერქვა (1947 წ. მიენიჭა ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი), სადაც ამავე დასახლების სოფელი იყო. სახელწოდება სავარაუდოდ ადრე ამ ტერიტორიაზე გაშენებულ ასკილის ქუჩებს უკავშირდება. ქალაქური განაშენიანება ვარდისუბანში 1880-იან წლებში გაჩნდა.

ვარდისუბანი ასევე ერქვა ავლაბრის ნაწილსაც, რომელსაც მოგვიანებით ძაღლის უბანი შერქმევია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 37-38. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები