ქაშვეთის ეკლესია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქაშვეთი.
ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი
Kashveti.jpg

ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი

ქაშვეთის ეკლესია მდებარეობა საქართველო

Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′52″ ჩ. გ. 44°47′57″ ა. გ. / 41.69778° ჩ. გ. 44.79917° ა. გ. / 41.69778; 44.79917
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა ქ. თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ლ-პ. ბილიფელდი, ე.ლ. ანდრეოლეტი, ძმები აღლაძეები
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 1910
დეტალები

ქაშვეთი — ტაძარი თბილისში. აგებულია 1904-1910 ძველი ეკლესიის ადგილზე. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა.

XIX საუკუნის მიწურულს ისიც დაზიანდა. ქაშვეთის მაშინდელმა წინამძღვარმა, მარკოზ ტყემალაძემ და ტაძრის მესვეურებმა ახალი შენობის აგება გადაწყვიტეს. პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ლ. ბილფელდმა, რომელმაც ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ფასადის მდიდრული ჩუქურთმა ნეოფიტე აგლაძეს ეკუთვნის. თუმცა ტაძარში უხვადაა ძველი ქართული ხელოვნებისათვის უცხო ეკლექტიკური ხასიათის ელემენტები, მაგრამ მას ბევრი ღირსებაც აქვს. ქაშვეთი კარგად არის შეხამებული ადგილმდებარეობასთან და თავისი სილუეტით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში. 1947 წელს ქაშვეთის ტაძარი ლადო გუდიაშვილმა მოხატა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ბერიძე, ვ. "ქაშვეთი". ქსე, ტ. 10, თბილისი, 1986. გვ. 495.