ლურჯი მონასტერი
ლურჯი მონასტერი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში. აღმართულია მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ვერის პარკთან (ძველი გაბაანთხევი). აუშენებიათ XII საუკუნის მიწურულში უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას. ნაგებობაში გამოუყენებიათ ძველი ეკლესიის ცალკეული ნაწილები. სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში დაცული ვრცელი წარწერის თანახმად, ეკლესიის ამშენებელი ყოფილა „უღირსი ბასილი, ქართლისა მთავარეპისკოპოსყოფილი“, თამარ მეფის დროინდელი პოლიტიკური მოღვაწის, აბულასანის ძმა.
ლურჯი მონასტერი თავდაპირველად გუმბათოვანი ეკლესია იყო, უახლოვდებოდა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართლის სხვა ტაძრებს (ბეთანია, ქვათახევი). XVI ან XVII საუკუნეებში ძლიერ დაზიანებული ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს და შიდა სივრცეს ბაზილიკის იერი მიანიჭეს. 1873 წელს ეკლესია კვლავ აღადგინეს, დაადგეს ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უცხო ფორმის გუმბათი, ააშენეს ახალი კედლები და ფრონტონები (აგურისა), რომლებმაც არსებითად დაამახინჯეს ძეგლი. ამჟამად გეგმის, წარწერებისა და პერანგის ქვემო ნაწილის გარდა, გადარჩენილია აღმოსავლეთი შვერილი აფსიდის სარკმლის ჩუქურთმა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ბერიძე ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 314, თბ., 1983
- დაშნიანი გ., ვინ მისცა ხელოსნებს უფლება? თბ., 1958 17 მაისი. ლურჯი მონასტრის დაცვის შესახებ.
- დოლიძე ვ., თბილისის "ლურჯი მონასტერი" (XII ს. მიწურული). თბ.,1959.
- ზაქარიაშვილი ი., ლურჯი მონასტერი, ”საქართველოს ქალი”. 1976. N1. გვ.22.
აბანოთუბანი • ათეშგა • აღმაშენებლის გამზირი • აპოლო (კინოთეატრი) • ბოტანიკური ბაღი • გუდიაშვილის მოედანი • დიდი სინაგოგა • თბილისის მეჩეთი • დიდუბის ეკლესია • ვაკის პარკი • თაბორი • თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია • იმელი • ლურჯი მონასტერი • მეტეხი • ნარიყალა • ნორაშენი • ფუნიკულიორი • მარჯანიშვილის თეატრი • მეიდანი • მთაწმინდის პანთეონი • მუშტაიდის ბაღი • მშრალი ხიდი • რიყე • სიონის ტაძარი • ქაშვეთის ეკლესია • ქართლის დედა • ოპერის თეატრი • რუსთაველის თეატრი • რუსთაველის გამზირი • სამება • სურფნიშანი • როსტომ მეფის აბანო • ქარვასლები