ვაზისუბანი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაზისუბანი.

ვაზისუბანი — ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი თბილისში. მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისის ზღვის სიახლოვეს, მარცხენანაპირეთში. ადმინისტრაციული თვალსაზრისით მოქცეულია ისანი-სამგორის რაიონში. ვაზისუბანში ფუნქციონირებს №157, №139, №163, №90, №92 და №172 საჯარო სკოლები. ასევე კერძო სკოლები „პოლუსი“ და „ალბიონი“ და ბაგა-ბაღები. აშენებულია გამჭვირვალე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი პოლიციის შენობა.[1] არის ვაზისუბნის წმინდა ცხრა ყრმა კოლაელთა ეკლესია. საუკუნეების წინ აქ თითქმის ყველა უბანში იყო გაშენებული ვაზი, აქედან უბანმა თავისი სახელი შეიძინა. ვაზისუბანში აშენდა ოლიმპიური ქალაქი თბილისი 2015, სადაც ჩატარდა 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა. აშენდა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგი“. აგრეთვე შენდება ბიზნესცენტრები, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები.[2] ვაზისუბანს ასევე აქვს მშენებარე მეტრო, რომლის მშენებლობა 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ დღემდე შეჩერებულია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვაზისუბნის დასახლებაში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-08-08.
  2. თბილისში ოლიმპიური ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-10-04.