თბილისის მეჩეთი
თბილისის მეჩეთი, ჯუმა მეჩეთი — მეჩეთი თბილისში ნარიყალას ძირში, ახლანდელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოს მდებარეობს. ის ერთადერთი დღეისთვის შემორჩენილი მუსლიმანური სალოცავია ქალაქში.
[რედაქტირება] ისტორია
მუსლიმი მოსახლეობა თბილისში არაბების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ, VII საუკუნის II ნახევრიდან გაჩნდა. შუა საუკუნეების მანძილზე ქალაქში რამდენიმე მეჩეთი აიგო. მათ შორის უდიდესი იყო მტკვრის პირას, მეიდნის სამხრეთით მდგარი შიიტების მეჩეთი, რომელიც გადმოცემით ირანის შაჰმა ისმაილ I-მა ააშენა 1522-1524 წლებში. ის დაანგრიეს 1950 წელს მეტეხის ახალი ხიდის მშენებლობის დროს.
1723-35 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც იმხანად თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში სუნიტური მეჩეთი ააშენეს. 1740-იან წლებში ეს მეჩეთი სპარსელებმა დაანგრიეს. 1846-51 წლებში ის აღადგინეს არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს ეს შენობაც დაანგრიეს და მის ადგილას ახალი ააშენეს, რომელიც ამჟამად თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია. ის ემსახურება როგორც სუნიტური, ისე შიიტური მიმართულების მუსლიმებს.
აგურით ნაშენი მეჩეთი დამრეც ფერდობზე დგას. მის არქიტექტურაში შეწრყმულია ნეოგოთური და ისლამური ელემენტები. გრძივ კედლებზე შიესრულთაღოვანი სარკმლებია. კარიბჭეზე რვაწახნაგა მინარეთია აღმართული.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
- თბილისი.gov.ge
აბანოთუბანი • ათეშგა • აღმაშენებლის გამზირი • აპოლო (კინოთეატრი) • ბოტანიკური ბაღი • გუდიაშვილის მოედანი • დიდი სინაგოგა • თბილისის მეჩეთი • დიდუბის ეკლესია • ვაკის პარკი • თაბორი • თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია • იმელი • ლურჯი მონასტერი • მეტეხი • ნარიყალა • ნორაშენი • ფუნიკულიორი • მარჯანიშვილის თეატრი • მეიდანი • მთაწმინდის პანთეონი • მუშტაიდის ბაღი • მშრალი ხიდი • რიყე • სიონის ტაძარი • ქაშვეთის ეკლესია • ქართლის დედა • ოპერის თეატრი • რუსთაველის თეატრი • რუსთაველის გამზირი • სამება • სურფნიშანი • როსტომ მეფის აბანო • ქარვასლები