ათეშგა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათეშგა, 2007 წ.
ათეშგა, 2009 წ.

ათეშგა, ცეცხლის საგზებელი, კლდისუბანში (გომის ქ. N3) მდებარეობს. ნაგებობაში მოხვედრა გომის I ჩიხიდან, საცხოვრებელი სახლის ეზოდან არის შესაძლებელი.

სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე ამ ადგილას უძველესი დროიდან მდგარა.

დღემდე შემორჩენილი ნაგებობა, სავარაუდოდ, XVII ს-ში გადაეხურა ცეცხლის ტაძარს. იგი აგურის კუბურ მოცულობას წარმოადგენს[1]. ფასადები თაღოვანი და შეისრულთაღოვანი ნიშებით იყო დანაწევრებული (მათი ფრაგმენტები აღმოსავლეთითა და დასავლეთით არის შემორჩენილი)[2]. ინტერიერის ოთხსავე კედელზე შეისრულთაღოვანი ნიშებია. შენობა გუმბათით იყო გადახურული. გუმბათზე გადასვლა ტრომპების მეშვეობით ხორციელდებოდა, რომელთაგან ორია მოღწეული.

2007-2009 წწ. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა მისასვლელ კიბეს, შიგნიდან გაიწმინდა, გაითხარა და მცირე რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელ ნაწილს. მთელი შენობა, ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით გადაიხურა დროებითი სახურავით.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. გეგმა. ანაზომი. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. წაკითხვის თარიღი: 2009-06-12.
  2. ფასადები. ანაზომი. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. წაკითხვის თარიღი: 2009-06-12.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გურამ ყიფიანი, ძველი თბილისის ზოროასტრული ტაძარი; [რედ. რამინ რამიშვილი] ; თბილ. ი. ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტი, ICOMOS საქართველო - თბ., 2009 - 68გვ. : ილ. ; 28სმ. - რეზ. ინგლ. - ილ.: გვ. 26-65 - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 978-9941-0-103-7
  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები