ბაგები (თბილისი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგები, საცხოვრებელი უბანი თბილისში (ვაკე-საბურთალოს რაიონი), ვაკის განაპირას, წყნეთის გზატკეცილის გასწვრივ; ყოფილი სოფელი.

ბაგების ტერიტორიაზე ადრე ბაღ-ბოსტნები და ფარეხები ჰქონდათ წყნეთელ გლეხებს. სავარაუდოდ აქედან მოდის ამ ადგილის სახელწოდებაც („ბაგა“ დაბმული საქონლისათვის განკუთვნილ საკვების ჩასაყრელს ნიშნავს). თანამედროვე განაშენიანება 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო (მთავარი არქიტექტორი ბ. მამინაიშვილი).

ბაგები წარმოადგენს სამ ტერასაზე განლაგებულ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ კომპლექსს. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, ბაგებში აშენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მაღლივი კორპუსები, რომლებიც ხიდით უკავშირდება მდ. ვერის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სასწავლო კორპუსებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 19. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები