ფრენკ ლემპარდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრენკ ლემპარდი
Frank Lampard
F-Lampard.jpg
ფრენკ ლემპარდი „ჩელსის“ რიგებში
პირადი მონაცემები
სრული სახელი Frank James Lampard
ფრენკ ჯეიმზ ლემპარდ
დაბადების
თარიღი
20 ივნისი, 1978 (1978-06-20) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
რომფორდი, ინგლისი
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ სიტი
ნომერი 18
ახალგაზრდული კარიერა
1994–1995 ვესტ ჰემ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–2001 ვესტ ჰემ იუნაიტედი 148 (24)
1995–1996 სუონსი სიტი (იჯარით) 9 (1)
2001–2014 ჩელსი 429 (147)
2014– ნიუ-იორკ სიტი 0 (0)
2014– მანჩესტერ სიტი (იჯარით) 27 (5)
ეროვნული ნაკრები
1997–2000 ინგლისი 21 წლ. 19 (9)
1998 ინგლისი B 1 (0)
1999–2014 ინგლისი 106 (29)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 1 ივნისი, 2014.

ფრენკ ჯეიმზ ლემპარდ უმცროსი (ინგლ. Frank James Lampard, Jr.; დ. 20 ივნისი, 1978) — ინგლისელი ფეხბურთელი, ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი. კარიერა დაიწყო „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ახალგაზრდული გუნდში, შემდეგ განათხოვრების წესით თამაშობდა „სუონსი სიტიში“, საიდანაც ისევ „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ დაბრუნდა, სადაც 2001 წლამდე, „ჩელსიში“ გადასვლამდე, ირიცხებოდა. 2014 წელს დატოვა „ჩელსი“ და „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა.

მამამისი ფრენკ ლემპარდ უფროსი, ყოფილი ფეხბურთელია და ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ აქვს მოგებული ვესტ ჰემთან ერთად. ფრენკი ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მას შეუძლია გოლების გატანა, დაცვაში შესანიშნავი თამაში, მოედნის ცენტრში თამაშის შესანიშნავად აწყობა და კარგი კომბინაციის წამოწყება.

კარიერა[რედაქტირება]

ვესტ ჰემ იუნაიდეტი[რედაქტირება]

1994 წელს ფრენკი შეუერთდა ვესტ ჰემის ახალგაზრდულ კლუბს, მაშინ მამამისი მწვრთნელის თანაშემწე იყო. 1995 წლის 1 ივლისს ფრენკმა კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

1995 წლის ოქტომბერში ის განათხოვრებული იქნა მეორე დივიზიონის გუნდ სუონსი სიტიში. 1995 წლის 7 ოქტომბერს შედგა ფრენკის დებიუტი ბრედფორდ სიტისთან შეხვედრაში, რომელიც სუონსიმ 2-0 მოიგო. სუონსის შემადგენლობაში ლემპარდმა 11 მატში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. დებიუტი ვესტ ჰემის შემადგენლობაში შედგა 1996]] წლის 31 იანვარს, ქოვენთრი სითისთან შეხვედრაში. 1997 წლის 15 მარტს ლემპარდმა ასტონ ვილასთან მატჩის დროს ფეხი მოიტეხა და სეზონის ბოლომდე არ უთამაშია. პირველი გოლი ვესტ ჰემის რიგებში მან შემდეგ სეზონში გაიტანა, ბარნსლისთან გასვლით თამაშზე.

ამ პერიოდში ლემპარდი მიიწვიეს ინგლისის 21–წლამდე ნაკრებში, მისი პირველი თამაში იყო 1997 წლის 13 ნოემბერს საბერძნეთის 21–წლამდე ნაკრების წინააღმდეგ.

1998-99 წლის სეზონი ლემპარდისთვს აღმავლობის სეზონი გამოდგა, ის ვესტ ჰემის უცვლელი მოთამაშე გახდა და არ გამოუტოვებია არც ერთი მატჩი. ამავე სეზონში შედგა მისი დებიუტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც, ეს მოხდა 1999 წლის 10 ოქტომბერს, სანდერლენდში, ბელგიასთან ამხანაგურ მატჩში.

ვესტ ჰემში 6 წლიანი მოღვაწეობისას ლემპარდმა 39 გოლი გაიტანა 187 თამაშში. გუნდიდან მამის და ბიძის, ჰარი რედნაპის, წასვლის შემდეგ ლემპარდმა გადაწყვიტა გუნდის დატოვება, მას შემოთავაზება ჰქონდა ასტონ ვილადან, თუმცა ის საბოლოოდ „ჩელსიში“ გადავიდა.

ჩელსი[რედაქტირება]

2001 წლის 15 მაისს ფრენკ ლემპარდი ჩელსიში ჩაირიცხა, მასში 11 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. ამ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2001 წლის 26 ივლისს ლეიტონ ორიენტთან წინასასეზონო თამაშში, სადაც ფრენკმა გაიტანა პირველი გოლი ჩელსის რიგებში. ხოლო პრემიერ ლიგაში ჩელსის ფორმით ლემპარდი 2001 წლის 19 აგვისტოს გამოვიდა პირველად. ეს იყო თამაში ნიუკასლ იუნაიტედთან რომელიც 1-1 დასრულდა. მეოთხე თამაშში, ტოტენჰემ ჰოტსპურთან ლემპარდი მოედნიდან გააძევეს. ეს სეზონი ფრენკისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, მან მხოლოდ ერთი თამაში გამოტოვა და 7 გოლი გაიტანა.

„ჩელსიში“ ლემპარდმა კლუბის მაისურით სარეკორდო 147 გოლის გატანა შეძლო. 2014 წელს მან უარი უთხრა კლუბს კონტრაქტის 1 წლით გაგრძელებაზე და „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ლემპარდმა სანაკრებო კარიერა დაიწყო 1999 წლის 10ოქტომბერს ბელგიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც ინგლისმა 2-1 მოიგო. ნაკრებში მან 106 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. ლემპარდმა ნაკრები 2014 წლის მუნდიალის შემდეგ დატოვა.

ტიტულები[რედაქტირება]

საკლუბო ტიტულები[რედაქტირება]

ვესტ ჰემი[რედაქტირება]

უეფა-ს ინტერტოტოს თასი (1): 1999

19 წლამდელთა პრემიერ აკადემიის ლიგა (2): 1998-99, 1999-2000

ფეხბურთის ასოციაციის ახალგაზრდულთა თასი (1): 1999

სამხრეთ აღმოსავლეთის ქალაქების ლიგა (2): 1995-96, 1997-98

ჩელსი[რედაქტირება]

ინგლისის პრემიერ-ლიგა (3): 2004-05, 2005-06, 2009-10

ფეხბურთის ასოციაციის თასი (4): 2006–07, 2008–09, 2009–10, 2011–12

ინგლისის ლიგის თასი (2): 2004-05, 2006-07

ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი (2): 2005, 2009

უეფა-ს ევროპის ლიგა (1): 2012-13

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2011-12

ინდივიდუალური ტიტულები[რედაქტირება]

ფიფას წილს საუკეთესო ფეხბურთელი მეორე ადგილი (1): 2005

ოქროს ბურთი მეორე ადგილი (1): 2005

ჟურნალისების წლის საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში (1): 2005

ფანების წლის საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში (1): 2005

ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის (1): 2010

პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (2): 2004-05, 2005-06

პრემიერ ლიგის წლის გუნდი (5): 2004–05, 2005–06, 2006–07, 2008–09, 2009–10

ფიფას წლის გუნდი (1): 2005

უეფას წლის საუკეთესო ნახევარმცველი (1): 2008

წლის საუკეთესო ინგლისელი (2): 2004, 2005

მედიის აზრით წლის საუკეთესო გუნდი (3): 2004–05, 2005–06, 2009–10

ევროპის ჩემპიონატის ტურნირის გუნდი (1): 2004

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩის საუეკთესო ფეხბურთელი (1): 2008

ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2007

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (4): სექტემბერი 2003, აპრილი 2005, ოქტომბერი 2005, ოქტომბერი 2008

პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2001-10

ჩელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (3): 2004, 2005, 2009

ფეხბურთის ასოციაციის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი (3): 2006–07, 2008–09, 2009–10

ინგლისის ლიგის თასის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი (2): 2004-05, 2006-07

პრემიერ ლიგის სეზონში ასისტ ლიდერი (3): 2004–05: 16 assists, 2005–06: 10 assists, 2009–10: 17 assists

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ლემპარდის ოჯახი დიდი საფეხბურთო ტრადიციების მატარებელია, მისი ბიძა ჰარი რედნაპი ამჟამად პორთსმუთის მწვრთნელია, მისი ბიძაშვილი ჯიმი რედნაპი კი ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელია რომელსაც 17 თამაში აქვს ჩატარებული ეროვნული ნაკრების რიგებში და თამაშობდა ისეთ კლუბებში როგორიცაა საუთჰემპტონი, ტოტენჰემ ჰოტსპური, ლივერპული.

ლემპარდი ამჟამად დანიშნულია ელენ რივსზე, მათ ყავთ ქალიშვილი, სახელად ლუნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: