გარი ნევილი
|
|
||
| პირადი მონაცემები | ||
| სრული სახელი | გარი ალექსანდრე ნევილი | |
| დაბ. თარიღი | 18 თებერვალი, 1975 | |
| დაბ. ადგილი | ბარი, გარეთიანებული სამეფო | |
| სიმაღლე | 180 სმ. | |
| პოზიცია | მარჯვენა მცველი | |
გარი ალექსანდრე ნევილი (Gary Neville) (დ. 18 თებერვალი, 1975, ბარი, გაერთიანებული სამეფო ) არის ინგლისელი ფეხბურთელი. ნევილი არის მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი და მარჯვენა მცელი. ნევილმა თავისი კარიერა დაიწყო ოლდ ტრაფორდზე (მანჩესტერ იუნაიტედის სტადიონი) და ახლაც იქ თამაშობს. ნევილის დებიუტი ინგლისის ნაკრებში შედგა 1995 წელს.
სექციების სია |
[რედაქტირება] მანჩესტერ იუნაიტედი
გარი ნევილი მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 1991 წელს ჩაირიცხა. 1992 წელს, კი სადებიუტო თამაში ჩაატარა მოსკოვის ტორპედოსთან. 1994 წლიდან იგი გახდა მანჩესტერ იუნაიტედის რეგულარული მოთამაშე მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2004 წელს მან ხელი მოაწერა ოთხ წლიან კონტრაქტს და გააგრძელა მანჩესტერთან ერთად თამაში.
2005 წლის დეკემბერში, როი კინის გუნდიდან წასვლის შემდეგ იგი გახდა მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი.
გარი ნევილს მანჩესტერთად ერთად აქვს მოგებული: 7 პრემიერ ლიგა, 3 ასოციაციის თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი.
ნევილმა გაიტანა შვიდი გოლი 568 თამაშში. იგი არის მეხუთე მანჩესტერის მოთამაშეებს შორის, ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
[რედაქტირება] ეროვნული კარიერა
გარის პირველი თამაში ინგლისის ნაკრებში შედგა 1995 წელს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ.
ნევილს რამდენიმე რეკორდი აქვს დამყარებული:
- 2002 წელს იგი შემოვიდა შეცვლაზე და ჩაატარა 51 მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე, რის შედეგად რეკორდი მოუხსნა ფილ ნილსს.
- ნევილმა მის ძმასსთან ერთად მოხსნა რეკორდი, ძმება ერთად ყველაზე მეტი მატჩი ითამაშეს. 142 ჩატარებული შეხვედრის შედეგად მათ რეკორდი მოუხსნეს ჯეკ და სერ ბობი ჩარლტონს.
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
გარის ჰყავს ცოლი ემა ჰალდფილდი. გარი და ემა დაქორწინდნენ 2007 წლის 16 ივნისს. მათ ჰყავთ შვილი მოლი რომელიც დაიბადა 2009 წლის 11 იანვარს.
[რედაქტირება] წიგნები
მინდორ გარეთ ტომი (2007), გარი ნევილი: მოთხრობა ლეგენდაზე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Oldfield, Tom (2007). Gary Neville: The Story of a Legend. John Blake. ISBN 978-1-84454-388-5.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||
სტატიის