ჯონ ტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ტერი
J Terry.jpg
დაბადების თარიღი: 7 დეკემბერი, 1980
დაბადების ადგილი: ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე: 1.86სმ.
წონა: 90 კგ.
ამპლუა: მცველი
ქვეყანა: ინგლისი
თამაშების რაოდენობა ნაკრებში: 42
გოლების რაოდენობა ნაკრებში: 3
კლუბი: ჩელსი 1998—
ნომერი მაისურზე (კლუბი) 26
მიღწევები საკლუბო არენაზე: ინგლისის ასოციაციის თასი (ჩელსი, 2000, 2007)
ინგლისის პრემიერ ლიგა (ჩელსი, 2004-05, 2005-06)
ინგლისის ლიგის თასი (ჩელსი, 2005, 2007)
ინგლისის სუპერ თასი (ჩელსი, 2005)
წინა კლუბები: ნოტინგემ ფორესტი (განათხოვრებით) (2000)

ჯონ ჯორჯ ტერი (ინგლ. John George Terry) (დ. 7 დეკემბერი, 1980, ლონდონი), ინგლისელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ ჩელსის კაპიტანი და ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ტერი დაიბადა 1980 წლის 7 დეკემბერს, აღმოსავლეთ ლონდონის ერთ–ერთ უბანში, ბარკინგში. ჩელსიმდე ის თამაშობდა ს.კ. სერნაბში. 1998 წლამდე ის ჩელსის დუბლებში თამაშობდა, შემდეგ 2000 წლის მარტამდე ვესთ ჰემში, ხოლო შემდეგი ორი თვის განმავლობაში განათხოვრებული იყო ნოტინგემ ფორესტში.

ჯონ ტერი ჩელსიში 26 ნომრით თამაშობს.

2003/04 წლის სეზონში ჯონ ტერიმ თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა და მოტივრებულმა ფეხბურთელმა, ამიტომ მარსელ დესაის არ ყოფნისას მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ მას კაპიტნის სამკლაური გადასცა. ფრანგი ლეგიონერის წასვლის შემდეგ ტერიმ საბოლოოდ დაიკავა მისი ადგილი. 2004/05 წლის სეზონში ჩელსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ჟოზე მაურინიო, ამ სეზონში ტერიმ გაიტანა 8 გოლი და შედეგად დაასახელეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

ინგლისი ეროვნულ ნაკრებში ტერის დებიუტი შედგა 2003 წელს, სერბია – ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. ტერი თამაშობდა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე. პოლონეთის ნაკრებთან თამაშისას ჯონ ტერიმ პირველად მოირგო ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური. 2005 წელს ტერი დაასახელეს უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველად, მან 4 გოლი გაიტანა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი გოლი ბარსელონასთან.

თავისი კარიერის დასაწყისში ჯონ ტერი გარეული იყო ერთ ინციდენტში, რომელიც მოხდა დასავლეთ ლონდონში მდებარე ერთ–ერთ ღამის კლუბში. მას ბრალი ედებოდა თავდასხმაში და ხულიგნობაში, მაგრამ ეს ბრალდებები მოეხსნა. სწორედ ამიტომ ვერ მოხვდა იგი 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც შესაბამისად ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად უნდა ეასპარეზა.

დღესდღეობით ჯონი ერთ ერთი საუკეთსო ფეხბურთელია, იგი ძალიან უყვართ ჩელსის ფანებს და უდიდეს პატივს სცემენ მთელს ინგლისში, იგი ნამდვილი ჯენლტმენია როგორც მოედანზე ასევე ცხვრებაში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ტერი ამჟამად თავის ცოლთან, ტონი პულთან ერთად ცხოვრობს სურეიში, ისინი ივნისში ტყუპებს ელოდებიან. ჯონის უფროსი ძმა პოლიც პროფესიონალი ფეხბურთელია, ამჟამად ის უფრო დაბალი დონის კლუბში თამაშობს, კერძოდ კი იოევილ თაუნში.

2005 წლის დეკემბერში, ბრიტანულმა გაზეთმა სანმა, გამოაქვეყნა სტატია ჯონ ტერის აზარტულობის შესახებ, სადაც ეწერა რომ ტერი ყოველ კვირას 25 000 ფუნტს აგებს დოღზე თამაშისას.