პოლ სქოულზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ სქოულზი
Paul Scholes
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
P Scholes.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი პოლ სქოულზი[1]
დაბ. თარიღი 16 ნოემბერი, 1974 (37 წლის)[1]
დაბ. ადგილი    სელფორდი, დიდი მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო
სიმაღლე 1.71 სმ.
პოზიცია ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი 22
ახალგაზრდობის კლუბები
1991–1994 მანჩესტერ იუნაიტედი
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
1994–2011
2012–
მანჩესტერ იუნაიტედი 466 (102)
1 (1)   
ეროვნული ნაკრები
1993
1997–2004
ინგლისი U18
ინგლისი
3 (0)
66 (14)


* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

პოლ სქოულზი (ინგლ. Paul Scholes; დ. 16 ნოემბერი, 1974; სელფორდი, დიდი მანჩესტერი) — ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც მთელი საფეხბურთო კარიერა გატარებული აქვს პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“.

დაიბადა სელფორდში, მოგვიანებით წავიდა ლენგლიში, სადაც დადიოდა ფეხბურთზე და კრიკეტზე. ის „მანჩესტერში“ აღმოჩნდა 14 წლის ასაკში მას შემდეგ, რაც შენიშნა სკაუტმა მისი სკოლაში თამაშისას. მისი დებიუტი შედგა 1994-95 წლების სეზონში. მალე ის გახდა კლუბის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, მოიგო ოქროს ჰეთ-თრიქი კლუბთან ერთად 1998-99 წლების სეზონში, მოიგო ათი პრემიერ ლიგის, სამი ინგლისის თასის და ორი ჩემპიონთა ლიგის მედლები.

სქოულზი ინგლისის ნაკრებში 1997 წლიდან 2004 წლამდე. ნაკრებთან ერთად იასპარეზა 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, 2000 და 2004 წლების ევროპის ჩემპიონატებზე. კარიერის მანძილზე სქოულზს მიღებული აქვს 120 ყვითელი ბარათი და გაძევებული იყო მოედნიდან ათჯერ.[2][3]

სქოულზს „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებული აქვს 677 შეხვედრა, ამ მაჩვენებლით ის მეოთხე ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში. სქოულზმა დიდი ფეხბურთიდან წასვლა დაგეგმა 2011 წლის 31 მაისს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ ეთამაშა 2011-12 წლების სეზონის ბოლომდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Hugman, Barry J. (2005). The PFA Premier & Football League Players' Records 1946–2005. Queen Anne Press, გვ. 548. ISBN 1852916656. 
  2. http://soccernet.espn.go.com/columns/story/_/id/899461/ask-norman:-?cc=5739
  3. Poll, Graham. “Scholes must pass more and tackle less if he is to be remembered as a great.“, Daily Mail.