მანეთონი
მანეთონი (ბერძ. Μανέθων) – ეგვიპტელი ქურუმი, ცხოვრობდა ძვ. წ. IV-III საუკუნეებში. პტოლემაიოსების დინასტიის დროს. წერდა ბერძნულად, თუმცა, როგორც ეგვიპტის ყველაზე განათლებული ფენის წარმომადგენელმა, ეტყობა კარგა დიცოდა ეგვიპტური ენა და დამწერლობა. თანამედროვე ეგვიპტოლოგიის წინაშე მანეთონის დამსახურების ყველაზე ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის მიერ შემუშავებული ეგვიპტის ფარაონთა დინასტიებად დაყოფის პრინციპი (მანეთონმა ეგვიპტის ფარაონები მენესიდან ალექსანდრე მაკედონელამდე 30 დინასტიად დაყო, ხოლო მენესამდელი პერიოდი შეავსო „ღმერთებისა“ და „ნახევრად ღმერთების“ ლეგენდარული დინასტიებით) თითქმის უცვლელად გამოიყენება თანამედროვე მეცნიერებაში. მისი ნაშრომი ფრაგმენტების სახითაა მოღწეული ებრაელი მეცნიერის იოსების (ჩვ.წ. I საუკუნე) და ქრისტიანი ავტორების სექსტუს იულიუს აფრიკანუსისა (ჩვ.წ. III ს.) და ეუსებიუსის (ჩვ. წ. IV ს.) შრომებში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ძველი აღმოსავლეთის ისტორია, (გიორგი მელიქიშვილის რედაქციით), თბ., „მეცნიერება“, 1988, გვ. 121–122
სტატიის