ახალი სამეფო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალი ეგვიპტური სამეფო – ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთ–ერთი ეტაპია, რომელიც გრძელდებოდა ძვ. წ. 1570-1080 წლებში. იგი მოიცავს XVIII-XX დინასტიებს.

[რედაქტირება] იაჰმესი

ფარაონი იაჰმეს I (ძვ.წ. 15701576 წწ.), მენესისა და მენტუხეტეპის მსგავსად, აღიარებულია ახალი ერის ფუძემდებლად ეგვიპტის ისტორიაში. მან ჰიქსოსები ქვეყნიდან განდევნა, სდია შარუჰენამდე (სამხრეთ პალესტინა), რომელიც მათ მთავარ ბაზას წარმოადგენდა. ამის შემდეგ მან წესრიგი დაამყარა ქვემო ნუბიაში, რომელიც ეგვიპტის კონტროლიდან გამოვიდა, ხოლო შემდეგ თანდათან სამხრეთით წაიწია. ნუბიის მმართველად ფარაონმა დანიშნა თავისი უფროსი ვაჟი, ისიც იაჰმესი და მას უბოძა ტიტული „ფარაონის ვაჟი, სამხრეთის ქვეყნების ზედამხედველი“. ამით მან დააარსა ახალი რგოლი ფარაონის ადმინისტრაციულ აპარატში, რომელმაც იარსება ახალი სამეფოს მთელი პერიოდის მანძილზე.

[რედაქტირება] ამონხეტეპ I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე