იმჰოტეპი
იმჰოტეპი – ჩვ. წ.-მდე XXVIII საუკუნის ეგვიპტელი ხუროთმოძღვარი. მან შექმნა ფარაონ ჯოსერის სამარხის კომპლექსი, რომელიც აღმართულია საკარაში — ძველი მემფისის ისტორიულ ნეკროპოლში. იყო წარჩინებული მოხელე — ყველა სამშენებლო სამუშაოს ხელმძღვანელი და ჯოსერის სამეფო კარის არქიტექტორი. იმჰოტეპს ეკუთვნის საკარაში საფეხუროვანი პირამიდის მშენებლობის იდეა. მანვე შეადგინა პროექტი და მშენებლობასაც თავად ხელმძღვანელობდა (ჩვ. წ.-მდე 2630 წ.). აკლდამის გარშემო განლაგებული იყო 10 მ სიმაღლის გალავნით შემოზღუდული სასაფლაოებისა და ტაძრების მთელი კომპლექსი, სადაც დაკრძალვის ცერემონიალები ტარდებოდა. იმჀოტეპი დოკუმენტებში იხსენიება, როგორც განთქმული ბრძენი, სწავლული, ასტრონომი და გამოჩენილი მედიკოსი, რომელსაც ბერძნების მკურნალობის ღვთაება ასკლეპიოსთან აიგივებდნენ. იმჀოტეპს - ხუროთმოძღვარს, ინჟინერს, მწერალს, კანცელარისტს - ნიჭიერებამ და წარმატებებმა თანამემამულეებს შორის დიდება მოუხვეჭა: იგი მცირე ღვთაებათა რანგში აიყვანეს და მის პატივსაცემად გარდაცვალებიდან ასწლეულების შემდეგაც ტაძრებს აგებდნენ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/imhotep.shtml
- http://www.nbufront.org/html/MastersMuseums/JHClarke/HistoricalPersonalities/hp2.html
- http://touregypt.net/featurestories/imhotep.htm
ადრეული და უძველესი სამეფოს ფარაონები: ნარმერი · ჰორ აჰა · მენესი · ხასეხემუი · ჯოსერი · სნოფრუ · ხეოფსი · ხაფრა · მიკერინი · პეპი II
ფარაონები შუა სამეფო: მენტუხოტეპ II · ამენემჰეტ I · სენუსერტ III · ამენემჰეტ III · ნეფრუსებეკი
XVIII დინასტიის ფარაონები ახალი სამეფო: იაჰმეს I · თუტმოს I · ჰატშეფსუტი · თუტმოს II · ამენხოტეპ III · ამენჰოტეპ IV (ეხნატონი) · ხორემხები · ტუტანხამონი
XIX და XX დინასტიის ფარაონები ახალი სამეფო: რამზეს I · სეტი I · რამზეს II · მერნეპტახი · რამზეს III
გვიანდელი პერიოდის მმართველები: შეშონკ I · პიანხი · ტახარკა · პსამეტიხ I · ნეხო II · ამასის II · პტოლომეუს I · კლეოპატრა VII
დედოფლები: ტეტიშერი · იახოტეპი · იახმოს-ნეფერტარი · ტია · ნეფერტიტი · ანხესენამონი · ნეფერტარი
კულტურის და მეცნიერების მოღვაწეები: იმჰოტეპი · ხემიუნი · ინენი · სენენმუტი · თუტმოს უმცროსი · მანეფონი · გორაპოლონი
მხედართმთავრები და ვეზირები: იახმოსი, ებანის ძე · რეხმირი · ამენემხები · ამენხოტეპი, ხაპუს ძე · პოტინი
სტატიის