დანიელ ალვესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელ ალვესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დანიელ ალვეს და სილვა[1]
დაბადების
თარიღი
6 მაისი, 1983 (1983-05-06) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ჟუაზეირუ, ბაია, ბრაზილია
სიმაღლე 172 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
უნამი
ნომერი 33
ახალგაზრდული კარიერა
1996–1998 ჟუაზეირუ
1998–2001 ბაია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2002 ბაია 25 (2)
2002–2008 სევილია 175 (11)
2008–2016 ბარსელონა 247 (14)
2016–2017 იუვენტუსი 19 (2)
2017–2019 პარი სენ-ჟერმენი 48 (2)
2019–2021 სან-პაულუ 76 (10)
2021–2022 ბარსელონა 14 (1)
2022– უნამი 12 (0)
ეროვნული ნაკრები
2003 ბრაზილია 20 7 (0)
2006– ბრაზილია 125 (8)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 სექტემბერი, 2022
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 დეკემბერი, 2022
დანი ალვესი ფიფა-ს კონფედერაციის თასით. რიო-დე-ჟანეირო, 2 ივლისი, 2013.
დანი ალვესი უეფა-ს სუპერთასით. თბილისი, 11 აგვისტო, 2015.

დანიელ ალვეს და სილვა (პორტ. Daniel Alves da Silva; დ. 6 მაისი, 1983, ჟუაზეირუ, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მცველი. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. სხვადასხვა დროს იცავდა სალვადორის „ბაიას“, სევილიის „სევილიას“, ბარსელონის „ბარსელონას“, ტურინის „იუვენტუსის“ და პარიზის „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას. ბაიას შტატის ჩემპიონი და ნორდესტაოს თასის ორგზის მფლობელი „ბაიას“ შემადგენლობაში. ესპანეთის თასის, ესპანეთის სუპერთასის, უეფა-ს თასის ორგზის და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი „სევილიას“ შემადგენლობაში. ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის ოთხგზის, ესპანეთის სუპერთასის ოთხგზის, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის სამგზის, უეფა-ს სუპერთასის სამგზის მფლობელი და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული „ბარსელონას“ შემადგენლობაში. იტალიის ჩემპიონი და იტალიის თასის მფლობელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი, საფრანგეთის თასის, საფრანგეთის ლიგის თასის და საფრანგეთის სუპერთასის ორგზის მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში. კოპა ამერიკის და ფიფა-ს კონფედერაციის თასის ორგზის მფლობელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი სპორტის ამ სახეობის არსებობის ისტორიაში.

დანი ალვესს აქვს ორმაგი — ესპანეთისა და ბრაზილიის მოქალაქეობა.[3]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიელ ალვესი დაიბადა ჟოაზეიროში, მამამისი ფერმერი იყო. პატარაობაში ის მის მეზობელ ბავშვებთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს. ალვესის მამასაც უყვარდა ფეხბურთი და წვრთვნიდა საკუთარ გუნდს, სადაც ალვესმაც დაიწყო თამაში ათი წლის ასაკში. თავდაპირველად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა იმის გამო, რომ მას ვერ გაჰქონდა ბევრი ბურთი მამამისმა ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაიყვანა, ის დღესაც ამ პოზიციაზე თამაშობს. ალვესი თავის ახალგაზრდობაში ფერმერად მუშაობდა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალვესმა პირველი მატჩი პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა ბრაზილიურ კლუბ „ბაიაში“, პირველ თამაშში მან მოახერხა ორი საგოლე გადაცემის გაკეთება, „პარანას“ წინააღმდეგ. ამის შემდეგ დიეგო ალვესმა დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი, რამაც განაპირობა 2002 წელს მისი იჯარით გადასვლა „სევილიაში“.

სევილია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002–2003 წლების სეზონის შემდეგ, ალვესი მიემგზავრება ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2003 წლის მსოფლიო ახალგაზრულ ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიის ახლაგაზრდული ნაკრების ტრიუმფით სრულდება, ალვესი კი ტურნირის რიგით მესამე საუკეთესო ფეხბურთელი ხდება, ამის შემდეგ „სევილიამ“ „ბაიადან“ გამოისყიდა ის და კონტრაქტიც გააფორმა მასთან.

2006 წლის ივნისში „სევილია“ დათანხმდა მის ტრანსფერს „ლივერპულში“, თუმცა ტრანსფერი ვერ განხორციელდა, „ლივერპულმა“ საბოლოოდ უარი თქვა ალვესში 8 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდაში. 2006 წლის დეკემბერში კი მან გაახანგრძლივა ტრანსფერი „სევილიასთან“ 2012 წლამდე. ალვესისთვის 2006–2007 წლების სეზონი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, ჩატარებულ 47 თამაშში მან 5 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ყველა მატჩი ითამაშა უეფას თასზე, სადაც სევილია ჩემპიონი გახდა. ამ სეზონის დასრულების შემდეგ ალვესი ხშირად აკეთებდა ინტერვიუებს იმის თაობაზე, რომ მას სურდა „სევილიას“ დატოვება და ლონდონში გადაბარგება, მასზე შეთავაზებას ლონდონის „ჩელსი“ აკეთებდა. „სევილიასგან“ „ჩელსიმ“ ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო, ამის შემდეგ ალვესსა და კლუბის პრეზიდენტს შორის ურთიერთობა დაიძაბა, საბოლოოდ კი ალვესმა ისევ დარჩენა ამჯობინა წასვლას და შემდეგი სეზონიც „სევილიაში“ გაატარა.[4]

ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 2 ივლისს ალვესი შეუერთდა „ბარსელონას“. მან სევილია დატოვა და დასძინა, რომ ამ გუნდში ის მოვიდა როგორც ბავშვი და ტოვებს მას როგორც კაცი, პრესკონფერენციის ბოლოს მან ცრემლები ვეღარ შეიკავა. მისი ტრანსფერი „ბარსელონას“ 23 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დაუჯდა და გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად გაყიდული მცველი, მან გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალვესის დებიუტი შედგა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაკოვის „ვისლას“ წინააღმდეგ 2008 წლის 13 აგვისტოს. ლა ლიგაში კი მისი დებიუტი შედგა 31 აგვისტოს გასვლით თამაშში „ნუმანსიას“ წინააღმდეგ. მან გამოტოვა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გაფრთხილებების გამო, საბოლოოდ მისმა გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვება ანგარიშთ 2–0 უემბლის სტადიონზე.

ალვესის რიგით მეორე სეზონში, „ბარსელონას“ შემადგენლობაში, მან და გუნდმა წარმატებით მოახერხეს ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაცვა, ასევე მოიგო 2009 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2010–2011 წლების სეზონში კი მოახერხეს ზედიზედ მესამედ დაუფლებოდნენ ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს.

2011 წლის 28 მაისს ალვესმა ითამაშა მისთვის პირველ ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალში და მოახერხა „მანჩესტერ იუნაიტედის“ 3–1 დამარცხება და ამით მეოთხედ დაეუფლა ამ ტიტულს.

2011–2012 წლების სეზონში „ბარსელონამ“ ალვესთან ერთად მოახერხა ესპანეთის საფეხბურთო თასის მოპოვება. ასევე კიდევ ერთხელ მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2012–2013 წლების სეზონში მისმა გუნდმა მოახერხა ბოლო ხუთი სეზონიდან მეოთხედ მოეპოვებინა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.

2015 წლის 6 ივნისს მეხუთედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ტიტული „იუვენტუსის“ 3–1 ძლევით ოლიმპიაშტადიონზე ბერლინში. ამ ტიტულით გუნდმა მეორედ შეასრულა ტრიპლეტი, პირველი 2009 წელს შეასრულა.

2015 წლის ივნისში ალვესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა 2017 წლის 30 ივნისამდე.

2016 წლის 27 ივნისს კონტრაქტი გააფორმა ტურინის „იუვენტუსთან“.[5]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანი ალვესი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, 23 მარტი, 2018.

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა ბაია
  • ბაიას შტატის ჩემპიონატი: 2001
  • ნორდესტაოს თასი (2): 2001, 2002
ესპანეთის დროშა სევილია
ესპანეთის დროშა ბარსელონა
იტალიის დროშა იუვენტუსი
საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა ბრაზილია

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „FIFA Club World Cup UAE 2009 presented by Toyota: List of Players“ (PDF). FIFA. 1 დეკემბერი, 2009. p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2019-06-29. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. „22 Dani Alves“. FC Barcelona. 4 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. 2014 FIFA World Cup Brazil: List of Players დაარქივებული 2017-08-06 საიტზე Wayback Machine. . FIFA. 11 June 2014. p. 6. fifadata.com დაარქივებული 2017-09-02 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  4. [1]
  5. „Dani Alves è bianconero“. juventus.com. 27 ივნისი, 2016. ციტირების თარიღი: 27 June 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. FIFA World Youth Championship UAE 2003 – Award. FIFA.com. Fédération Internationale de Football Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-14. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  7. Facts and figures: UEFA.com Team of the Year 2017. UEFA (11 იანვარი, 2018). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  8. ESM XI. RSSSF. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  9. FIFA FIFPro World XI 2009. Fédération Internationale de Football Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  10. FIFA FIFPro World XI 2011. Fédération Internationale de Football Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  11. FIFA FIFPro World XI 2012. Fédération Internationale de Football Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-30. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  12. FIFA FIFPro World XI 2013. Fédération Internationale de Football Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  13. FIFA FIFPro World XI 2015. Fédération Internationale de Football Association (11 იანვარი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-14. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  14. FIFA/FIFPro World XI 2015. Fédération Internationale de Football Association (9 იანვარი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-14. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  15. FIFA FIFPro World11. Fédération Internationale de Football Association (23 ოქტომბერი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-14. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  16. DE GEA, KANTE AND MBAPPE IN WORLD 11 (24 სექტემბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-11. ციტირების თარიღი: 2020-01-30.
  17. FIFA FIFPro World XI: the reserve teams. FIFPro World Players' Union (15 იანვარი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-14. ციტირების თარიღი: 2020-01-30.
  18. Rankings: How All 55 Male Players Finished (23 სექტემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-24. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  19. The 2014/15 Liga BBVA Ideal XI. LFP (15 ივნისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  20. Messi, Neymar Jr, Iniesta and Alves in France Football World XI of 2015. FC Barcelona.com (30 დეკემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  21. Buffon Named Best Player. Football Italia (27 ნოემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  22. The IFFHS Men World Team 2017. IFFHS.de (12 დეკემბერი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-13. ციტირების თარიღი: 2020-01-30.
  23. „Neymar élu joueur de Ligue 1, Le PSG rafle tout ou presque“. Sport24. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  24. Olmedo, Álvaro. (7 ივლისი, 2019) Dani Alves is named the best player of the 2019 Copa America. MARCA. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  25. El equipo ideal de la CONMEBOL Copa América Brasil 2019 es. CONMEBOL.com (9 ივლისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-10. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  26. Saffer, Paul. (18 მაისი 2016) Reyes's fifth win: top UEFA club cup winners. UEFA. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.
  27. UEFA.com. Messi, Alves among Super Cup record-breakers en. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020
  28. Dani Alves becomes first footballer in history to win 40 trophies. Fox Sports (7 ივლისი, 2019). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2020.