რონალდ კუმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რონალდ კუმანი

რონალდ კუმანი (ნიდერ. Ronald Koeman) (მეტსახელი "Tintin") (დ. 21 მარტი, 1963, ზაანდამი, ნიდერლანდი), ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი.

კარიერა[რედაქტირება]

კუმანმა პროფესიონალური კარიერა 1980 წელს "გრონინგენში" დაიწყო. შემდეგ ითამაშა "აიაქსში", "პსვ"-ში, "ბარსელონასა" და ბოლოს "ფეიენოორდში". ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კუმანმა მოიგო: 2 ჩემპიონთა თასი, 5 ჰოლანდიის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და ასევე ევროპის ჩემპიონატი, 1988 წელს.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კუმანი გუუს ჰიდინკის სამწვრთნელო შტაბში, რაიკაარდისა და ნეესკენსის გვერდით, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იგი "ბარსელონაში" მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დანიშნეს. 2000 წელს კი პირველად დაიწყო დამოუკიდებლად მუშაობა და არნემის "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი გახდა. მცირე ბიუჯეტის მქონე გუნდი კუმანმა უეფას თასზე გაყვანა.

2001 წელს კუმანი "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი გახდა. პირველივე სეზონში მისმა გუნდმა ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. მომდევნო წარმატებას "აიაქსმა" 2003/04 წლების სეზონში მიაღწია, მაგრამ უეფას თასზე "ოსერთან" დამარცხების შემდეგ კუმანი გუნდიდან წავიდა.

2005 წელს მან უკვე "ბენფიკა" ჩაიბარა. იმ სეზონში კუმანის გუნდმა პორტუგალიის სუპერთასი და ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო, ხოლო მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მომავალ გამარჯვებულ "ბარსელონასთან" დამარცხდა.

გარდა იმისა, რომ კუმანი ცენტრალური მცველი იყო, ჰოლანდიელმა სახელი გაითქვა თავისი ბომბარდირული თვისებებითაც. მას მცველებს შორის ყველაზე მეტი - 207 გოლი აქვს გატანილი. კუმანი ცნობილი იყო თავისი საჯარიმო დარტყმებით, საიდანაც ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 1992 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში მის მიერ დამატებით დროში გატანილმა საჯარიმომ "ბარსელონას" პირველად მოაგებინა ეს ტიტული. ამ გოლით იგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც უეფას ზედიზედ ორი სხვადასხვა ტურნირის ფინალში აქვს გატანილი.

ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში კუმანმა 1990 და 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატები ჩაატარა. სულ კი 78 მატჩში ეროვნული გუნდის სასარგებლოდ 14 გოლი გაიტანა.

კარიერა[რედაქტირება]

  • 1980-1983 გრონინგენი----89თ(33გ)
  • 1983-1986 აიაქსი-----------64თ(23გ)
  • 1986-1989 პსვ---------------98თ(51გ)
  • 1989-1995 ბარსელონა----191თ(67გ)
  • 1995-1997 ფეიენოორდი---61თ(19გ)
  • 1983-1994 ჰოლანდიის ნაკრები --- 78 თამაში, 14 გოლი