რომან ვაიდენფელერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომან ვაიდენფელერი
Roman Weidenfeller
Roman Weidenfeller 1.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი რომან ვაიდენფელერი[1]
დაბადების
თარიღი
6 აგვისტო, 1980 (1980-08-06) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
დიცი, დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია
სიმაღლე 188
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბორუსია დორტმუნდი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
1985–1996 შპორტფროინდე აისბახტელი
1996–1998 კაიზერსლაუტერნი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–2002 კაიზერსლაუტერნი II 74 (0)
1999–2002 კაიზერსლაუტერნი 6 (0)
2002–2005 ბორუსია დორტმუნდი II 13 (0)
2002– ბორუსია დორტმუნდი 300 (0)
ეროვნული ნაკრები
1997 გერმანია 17 წლ. 6 (0)
1999–2001 გერმანია 21 წლ. 3 (0)
2005 გერმანია B 1 (0)
2013– გერმანია 1 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 06:59, 31 იანვარი 2014 (UTC).

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
19:57, 19 ნოემბერი 2013 (UTC).

რომან ვაიდენფელერი (გერმ. Roman Weidenfeller; გერმანული წარმოთქმა: [ʁɔˈmaːn ˈvaɪ̯dənˌfɛlɐ]; დ. 6 აგვისტო, 1980) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „ბორუსია დორტმუნდის“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა ინგლისთან ამხანაგურ მატჩში.

კარიერა[რედაქტირება]

ახალგაზრდული კარიერა[რედაქტირება]

რომან ვაიდენფელერმა ფეხბურთის თამაში დაიწყო კლუბ „შპორტფროინდე აისბახტელში“. მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა 1997 წელს, 1997 წლის მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ.

კაიზერსლაუტერნი[რედაქტირება]

1998 წელს ვაიდენფელერი გადავიდა „კაიზერსლაუტერნში“, სადაც ორ სეზონში ითამაშა 40 მატჩში. შემდეგ გადაიყვანეს პირველ გუნდში, სადაც ორ სეზონში ითამაშა 6 მატჩში.

ბორუსია დორტმუნდი[რედაქტირება]

ვაიდენფელერი თამაშობს „ბორუსია დორტმუნდში“ 2010 წელს
ვაიდენფელერი 2010 წელს
ვაიდენფელერი 2012 წელს

ვაიდენფელერი 2002 წელს გადავიდა „ბორუსია დორტმუნდში“, როგორც თავისუფალი აგენტი,[2] როგორც იენს ლემანის პოტენციური შემცვლელი, რომელიც 2003 წელს გადავიდა ლონდონის „არსენალში“. „კაიზერსლაუტერნში“ ვაიდენფელერს არ ეძლეოდა თამაშის საშუალება, ის იყო ძირითადად გეორგ კოჩის შემცვლელი.[3] მისი დებიუტი დორტმუნდის კლუბში შედგა 2003 წლის 17 დეკემბერს მისი ყოფილი კლუბის, „კაიზერსლაუტერნის“ წინააღმდეგ 1-0 წაგებულ მატჩში.

2005 წელს ვაიდენფელერმა დაიზიანა მარცხენა ფეხის მენისკი და დასჭირდა ოპერაციის გაკეთება.[4]

2007-2008 წლების სეზონის დასაწყისში ვაიდენფელერს მისცეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და დააკისრეს 10 000 ევროს გადახდა შალკე 04-ის თავდამსხმელის, ჯერალდ ასამოას მიმართ რასისტული გამოხდომის გამო.[5] ასამოამ უჩივლა ვაიდენფელერს 2007 წლის 18 აგვისტოს მატჩის შემდეგ, სადაც მოხდა ინციდენტი 51-ე წუთზე.[6] ვაიდენფელერს შესთავაზეს ასამოასთვის ბოდიშის მოხდა, მაგრამ მან უარი თქვა განცხადების გაკეთებაზე.[5]

ვაიდენფელერმა „ბორუსიასთან“ ერთად მოიგო ბუნდესლიგა 2011 წელს. 2012 წელს „ბორუსიამ“ შეასრულა „დუბლი“ — მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი.

2013 წლის 6 მაისს ვაიდენფელერმა გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე.[7]

2013 წლის 27 ივლისს ვაიდენფელერმა კლუბთან ერთად მოიგო გერმანიის სუპერთასი მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩში (ანგარიშით 4-2).[8]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

2013 წლის ნოემბერში ვაიდენფელერი გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში იტალიასთან და ინგლისთან გასამართი ამხანაგური მატჩების წინ. მან მონაწილეობა მიიღო ინგლისთან გამართულ მატჩში უემბლის სტადიონზე, 2013 წლის 28 ნოემბერს, რის შედეგადაც ის გახდა გერმანიის ნაკრების ყველა დროის ასაკით ყველაზე დიდი დებიუტანტი.

ტიტულები[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

ბორუსია დორტმუნდი

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება]

განახლდა: 2013 წლის 1 სექტემბერს.[9]
კლუბი ჩემპიონატი თასი საერთაშორისო ჯამში
სეზონი კლუბი ჩემპიონატი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
გერმანია ჩემპიონატი თასი[nb 1] ევროტურნირები[nb 2] ჯამში
2000–01 კაიზერსლაუტერნი ბუნდესლიგა 3 0 0 0 1 0 4 0
2001–02 3 0 0 0 0 0 3 0
2002–03 ბორუსია დორტმუნდი 11 0 0 0 0 0 11 0
2003–04 17 0 0 0 4 0 21 0
2004–05 26 0 0 0 0 0 26 0
2005–06 24 0 0 0 0 0 24 0
2006–07 34 0 0 0 0 0 34 0
2007–08 14 0 0 0 0 0 14 0
2008–09 32 0 3 0 0 0 35 0
2009–10 30 0 3 0 0 0 33 0
2010–11 33 0 2 0 8 0 43 0
2011–12 32 0 4 0 6 0 42 0
2012–13 31 0 5 0 13 0 49 0
2013–14 16 0 0 0 5 0 21 0
ჯამში გერმანია 306 0 17 0 37 0 360 0
ჯამში კარიერაში 306 0 17 0 37 0 360 0
  1. შეიცავს სუპერთასსაც
  2. შიცავს ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ლიგას

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. R. Weidenfeller. Soccerway. წაკითხვის თარიღი: 7 December 2013.
  2. Roman Weidenfeller. Sky Sports. წაკითხვის თარიღი: 20 August 2008.
  3. BVB win Weidenfeller chase. Sky Sports. წაკითხვის თარიღი: 20 August 2008.
  4. Keeper blow for BvB. Sky Sports. წაკითხვის თარიღი: 20 August 2008.
  5. 5.0 5.1 Dortmund keeper handed ban. Sky Sports (23 August 2007). წაკითხვის თარიღი: 20 August 2008.
  6. Weidenfeller faces DFB rap. Sky Sports (20 August 2007). წაკითხვის თარიღი: 20 August 2008.
  7. Dortmund's Weidenfeller signs contract extension“, UEFA.com, 6 May 2013. წაკითხვის თარიღი: 17 June 2013. 
  8. Dortmund prevail over Bayern in Supercup thriller.
  9. Roman Weidenfeller. Soccerway. Global Sports Media. წაკითხვის თარიღი: 28 September 2011.