ლუკას პოდოლსკი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუკას პოდოლსკი
პირადი მონაცემები
სრული სახელი ლუკას პოდოლსკი
დაბ. თარიღი 4 ივნისი, 1985
დაბ. ადგილი გლივიცი, პოლონეთი
სიმაღლე 1.82 მ
პოზიცია თავდამსხმელი
ეროვ. ნაკრები 2004- გერმანია 45 (24)
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი ბაიერნი (მიუნხენი)
ნომერი 11 (ბაიერნი), 20 (გერმანიის ნაკრები )
კარიერა
კლუბები 2003-2006 კიოლნი 81 (46)
2006- მიუნხენის ბაიერნი 52 (11)

ლუკას პოდოლსკი (პოლონ.: Łukasz Podolski - ლუკაშ პოდოლსკი, გერმ.: Lukas Podolski [ˈlukas poˈdolski]) (დ. 4 ივნისი, 1985, გლივიცე, პოლონეთი) — პოლონური წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი, მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი.

სექციების სია

[რედაქტირება] კარიერა

პოდოლსკიმ ფეხბურთის თამაში 1991 წლიდან დაიწყო.18 წლისამ გააფორმა კონტრაქტი კიოლნის საფეხბურთო კლუბთან.19 წლის ასაკში თამაში დაიწყო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში.21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში 16 გოლი ჰქონდა გატანილი,ასეთი შედეგისთვის ამ ასაკში არავის მიუღწევია მანამდე.2006 წლიდან კი გადავიდა მიუნხენის ბაიერნში და კონტრაქტი გააფორმა 2010 წლამდე.

[რედაქტირება] ეროვნული ნაკრები

ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 6.06.2004, უნგრეთთან თამაშში. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატში და 3 გოლი გაიტანა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და "საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის" ტიტული მიიღო. მიღებული აქვს ერთადერთი წითელი ბარათი 7.10.2006 საქართველოს ნაკრებთან თამაშში. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს 3 გოლი გაიტანა,თავი გამოიჩინა 4 საგოლე პასით,რომელთაგან 2 შვაინშტაიგერმა,1 კლოზემ და ერთიც ჰიტცლშპერგერმა გაიტანა.მიიღო "საუკეთესო ნახევარმცველის"ტიტული და ფიფამ ევროპის ჩემპიონატის ALL Star Team-ის შემადგენლობაში დაასახელა. 2008 წლის 6 ოქტომბერს გაიტანა ნაკრებში თავისი 30-ე გოლი,ამ შედეგით ის გერმანიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.


[რედაქტირება] პირადი ჯილდოები

  • 8 ჯერ თვის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელდა
  • II ბუნდესლიგის (გერმანიის ჩემპიონატის) 2004/2005 სეზონის ბომბარდირი
  • 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
  • 4 ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა (დეკემბერი 2003, აპრილი 2004, იანვარი 2005 და აპრილი 2006)
  • მე-3 ადგილი „Golden Boy“ დაჯილდოებაზე (საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი)
  • ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები