რობერტ ენკე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ ენკე
Robert Enke 3.JPG
პირადი მონაცემები
სრული სახელი რობერტ ენკე
დაბადების
თარიღი
24 აგვისტო, 1977
დაბადების
ადგილი
იენა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა აღმოსავლეთ გერმანია
გარდაცვალების
თარიღი
10 ნოემბერი, 2009 (32 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ნოიშტადტ-ამ-რიუნბენბერგე, გერმანიის დროშა გერმანია
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პსჟ
ახალგაზრდული კარიერა
1985 იენაფარმი
1986–1995 კარლ ცაისი იენა
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–1996 კარლ ცაისი იენა 3 (1)
1996–1999 ბორუსია მ'გლადბახი 32 (0)
1999–2002 ბენფიკა 77 (4)
2002–2004 ბარსელონა 1 (6)
2003 ფენერბაჰჩე (იჯარით) 1 (0)
2004 ტენერიფე (იჯარით) 9 (0)
2004–2009 ჰანოვერ 96 164 (0)
სულ 288 (0)
ეროვნული ნაკრები
1997–1999 ბრაზილია 20 წლ. 15 (8)
2007–2009 გერმანია 0 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

რობერტ ენკე (გერმ. Robert Enke; დ. 24 აგვისტო, 1977, იენა, - გ. 10 ნოემბერი, 2009, ნოიშტადტ-ამ-რიუნბენბერგე) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე.

კარიერა[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

ენკეს კარიერა იენის „იენაფარმში“ დაიწყო, 1985 წელს კი იენის „კარლ ცაისში“ გადავიდა. 1995 წელს მეორე ბუნდესლიგის პროფესიონალი კადრი გახდა, სადაც ებეჰარდ ფოგელის გაწვრთნილ გუნდში მხოლოდ 2 თამაში ჩაატარა. პროფსიონალი რანგში დებიუტი 1995 წლის ნოემბერში ჰქონდა, მომავალი კლუბის, „ჰანოვერ 96“-ის წინააღმდეგ. 1996 წელს ენკე პირველი ბუნდესლიგის კლუბ მენხენგლადბახის „ბორუსიაში“ გადავიდა. იქ მან პირველი ოთხი წელი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, სანამ 1998/99 წლის სეზონში ფრიდრიხ რაუმმა ძირითად მეკარედ არ დააყენა. მას მხარი აუბა შემცვლელმა რაინერ ბონჰოფმა. ენკეს სჭირდებოდა მუდმივად კარგ ფორმაში ყოფნა. მას შეეძლო, მაგრამ „ბორუსიას“ ვერ ააცილა მეორე ბუნდესლიგაში ჩამოქვეითება.

1999 წლის ზაფხულში რობერტ ენკე პორტუგალიაში, ლისაბონის „ბენფიკაში“ გადავიდა, სადაც მწვრთნელად მუშაობდა მისი თანამემამულე იუპ ჰაინკესი, რომელმაც ბოლოსდაბოლოს გუნდის კაპიტნად დანიშნა. მომდევნო 3 სეზონში ტრადიციულმა ლისაბონურმა კლუბმა მაინც ცუდი შედეგი აჩვენა. 2002 წელს ენკე პრიმერადივიზიონის გრანდ „ბარსელონაში“ გადავიდა, სადაც მან კარიერის გარდატეხა განიცადა და ერთადერთი გზა დარჩა - განათხოვრება სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“, მწვრთნელ კრისტოფ დაუმთან, 2003 წლის ზაფხულში, ეს ტრანსფერი მისთვის კრახი აღმოჩნდა. ენკეს პირველი თამაში ჩაუვარდა და საკუთარმა ფანებმა სხვადასხვა საგნები დაუშინეს, რის შედეგადაც მან კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და დროებით უმუშევარი დარჩა. ფორმალურად ენკე კონტრაქტით ისევ „ბარსელონას“ საკუთრება იყო, 2004 წელს კი ბარსამ სეგუნდადივიზიონის კლუბ „ტენერიფეში“ გაანათხოვრა, სადაც ენკე ფორმაში ჩადგა.

2004 წლის ზაფხულში ენკე ბუნდესლიგაში დაბრუნდა, კერძოდ „ჰანოვერ 96“-ში. თავდაპირველად იგი გუნდის სერვისპროვაიდერი გახდა,შემდეგ კი რეგულარულად ასახელებდა გერმანული გამოცემა კიკერი ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარეებს შორის. 2007 წლიდან ენკე კაპიტნობასაც ითავსებდა. თავის კარიერაში პირველად ჰქონდა პროფესიული კონტრაქტი, რომელიც 2010 წლამდე იყო გახანგრძლივებული.

სანაკრებო[რედაქტირება]

1997-1999 წლებში ენკე გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში 15 თამაში ჩაატარა .1999 წელს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ერიხ რიბეკმა პირველად უხმო გუნდში და მექსიკაში გასმართ კონფედერაციის თასზე წაიყვანა, მაგრამ არ მისცა თავის გამოჩენის შანსი. ამავე წელს უცხოეთში წასვლის გამო ეროვნულ ნაკრებს აღარ გააკარეს. 2006 წელს, გერმანიაში ორი წლის დაბრუნებული ენკე იურგენ კლინსმანმა 2006 წლის სამუნდიალოდ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში შეიყვანა, თუმცა ტურნირში მონაწილეობა არ მიაღებინა.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ეროვნულ ნაკრებში იყო, ოღონდ დუბლიორ მეკარედ. 2007 წლის მარტში მისი სანაკრებ დებიუტ შედგა დანიის ეროვნულ ნაკრებთანამხნაგურ მატჩში. მომდევნო წელს ეროვნული ნაკრების იერარქიაში ენკე იენს ლემანის უკან და ტიმო ჰილდებრანდის ტოლად იდგა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე კ რიგით მეორე მეკარე იყო იენს ლემანის შემდეგ ,მესამე კი რენე ადლერი იყო.

ევროპის ჩემპიონატის და ნაკრებიდან იენს ლემანის წასვლის შემდეგ რობერტ ენკე მის მეკვიდრე და ნომერ პიველი მეკარე გახდა. მისი პირველი ოფიციალური მატჩი იყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ლიხტენშტაინის ნაკრებთან. საერთო ჯამში, 2008/09 წლის სეზონში ენკემ 11 თამაშიდან 6-ჯერ დაიცვა გერმანელთა კარი. იოახიმ ლევი განგებ არ ასახელებდა მას ნაკრების ნომერ პირველ მეკარედ, რათა გაგრძელებულიყო კონკურენცია რენე ადლერს, ტიმ ვიზეს და მანუელ ნოიერს შორის.

გარდაცვალება[რედაქტირება]

დაიღუპა 2009 წლის 10 ნოემბერს 32 წლის ასაკში. როგორც ცნობილი გახდა, იგი დეპრესიით იტანჯებოდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მატარებელს ჩაუვარდა. ცნობილია, რომ რობერტმა ფსიქიატრიულ დახმარებას ჯერ კიდევ 2003 წელს მიმართა, როცა ვერ შეძლო ადგილი დაემკვიდრებინა „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში. სიკვდილის წინ ის ესაუბრა ფსიქიატრებს და უარი თქვა სტაციონარში წოლაზე. სიკვდილისწინა წერილში, რომელიც მის მანქანაში იპოვეს, СМИ–ს ინფორმაციით, ენკე ბოდიშს უხდიდა ოჯახს და ექიმებს.