ეს არის გვერდის შემოწმებული ვერსია
ჩანჩეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგვზიანის თემში (სოფლები: არჩეული, ნიგვზიანი, ჩანჩეთი, ხაჯალია). მდებარეობს გურიის ქედის ძირას, ზღვის დონიდან 120 მ. ნიგვზიანიდან 5 კმ., ლანჩხუთიდან 19 კმ. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ხის ეკლესია. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა.
მდინარე უკანღელის ხეობაში, ზღვის დონიდან 75 მ სიმაღლეზე არის გამოქვაბულების ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფი ქანების დაშლა-გამოფიტვის გამო თითქმის განადგურებულია, ხოლო მეორე ჯგუფის გამოქვაბულებში ასვლა უთოკოდ შეუძლებელია.
სოფელში დაიბადა მწერალი და პოეტი გრიგოლ ცეცხლაძე. სოფელში დაკრძალულია მწერალი ეგნატე ნინოშვილი.
ლანჩხუთი
არჩეული · აცანა · ახალსოფელი · ბაღლები · გაგური · გვიმბალაური · გრიგოლეთი · გულიანი · ეწერი · ზემო აკეთი · ზემო შუხუთი · ზემო ჩიბათი · კოკათი · კონჭკათი · ლესა · მამათი · მაჩხვარეთი · მოედანი · ნიგვზიანი · ნიგოითი · ნინოშვილი · ომფარეთი · ორაგვე · ორმეთი · სუფსა · ტაბანათი · ტელმანი · ქვედა მამათი · ქვემო აკეთი · ქვემო შუხუთი · ქვემო ჩიბათი · ქვიანი · ღრმაღელე · ყელა · შათირი · შრომისუბანი · ჩანჩეთი · ჩოლაბარგი · ჩოჩხათი · ჩქუნი · წყალწმინდა · ჭალა · ჭანჭათი · ჭინათი · ჭყონაგორა · ხაჯალია · ხიდმაღალა · ხორეთი · ჯაპანა · ჯიხანჯირი · ჯიხეთის მონასტერი · ჯუნეწერი · ჯუნმერე · ჯურუყვეთი