გავრილ კაჩალინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გავრილ კაჩალინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გავრილ დიმიტრის ძე კაჩალინი
დაბადების
თარიღი
17 იანვარი, 1911
დაბადების
ადგილი
მოსკოვი,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
23 მაისი, 1995 (84 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რუსეთი
სიმაღლე 171 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1936–1942 დინამო მ. 36 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1945–1948 ტრუდოვიე რეზერვი
1949–1952 ლოკომოტივი მოსკოვი
1955–1958 საბჭოთა კავშირი
1960–1962 საბჭოთა კავშირი
1963 ფახთაქორი ტაშკენტი
1964–1965 დინამო თბილისი
1965 საბჭოთა კავშირი 21
1966–1968 საბჭოთა კავშირი (ოლიმპ.)
1968–1970 საბჭოთა კავშირი
1971–1972 დინამო თბილისი
1973–1974 დინამო მოსკოვი
1975 ფახთაქორი ტაშკენტი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
კაჩალინის მემორიალური დაფა (1911–1995), მოქანდაკე ფილიპ რუკავიშნიკოვი, გაიხსნა 2012 წლის 24 მაისს.

გავრილ კაჩალინი (რუს. Гавриил Дмитриевич Качалин; დ. 17 იანვარი, 1911, მოსკოვი,რუსეთის იმპერია — გ. 23 მაისი, 1995, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956). შრომის წითელი დროშის ორდენისა (1957)[1] და ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი (1981).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაჩალინმა კარიერა დაიწყო 1928 წელს საფეხბურთო კლუბ „ვოლნი ტრუდის“ შემადგენლობაში. 1933–1935 წლებში თამაშობდა ქალაქ გომელის ნაკრებსა და გომელის „დინამოში“. 1936 დან 1942 წლამდე მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.

კარიერის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩაატარა 36 მატჩი და გუნდთან ერთად ორჯერ გახდა ჩემპიონი (1937 და 1940), ასევე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1937).[2]

1937 წელს მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში ბასკეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[3]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. მის მიერ გაწვრთნილმა საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მელბურნში. ოთხი წლის შემდეგ კი პარიზში ვროპის თასის პირველი მფლობელი გახდა.

მისი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში საბჭოთა ნაკრებმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა: 1958, 1962 და 1970 წლებში.

გავრილ კაჩალინის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ თავის ისტორიაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩში“ „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. გუნდის უფროსი დინამოელთათვის იმ ისტორიულ სეზონში ავთანდილ ღოღობერიძე იყო.[4]

1965 წელს გავრილ კაჩალინი კვლავ მოსკოვში გამოიძახეს და სსრ კავშირის ახალგაზრდული (1965) და ოლიმპიური (1966–1968) ნაკრებების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. თუმცა კიდევ მოუწია „დინამოს“ მწვრთნელობა 1971–1972 წლებში და გუნდმა ორივე სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.[5]

მომდევნო 1973 წელს კვლავ დაეუფლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს, ამჯერად მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად.

1984 წლიდან 1990 წლამდე კაჩალინი ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო ტურნირის „ტყავის ბურთის“ პრეზიდენტი იყო.

სამწვრთნელო საქმიანობის გარდა, იყო ფიფას ტექნიკური კომიტეტის წევრი. არის ფეხბურთის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ მრავალი პუბლიკაციისა და სასწავლო სახელმძღვანელოების ავტორი.

საკლუბო და სანაკრებო დონეზე მიღწეული სპორტული შედეგებიდან, ფეხბურთის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმა ცოდნიდან და ფეხბურთელებისადმი მაღალპროფესიონალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთის მწვრთნელად და ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სპეციალისტად საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.[6]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად გავრილ კაჩალინი საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[7][8]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რსფსრ-ის დროშა დინამო მოსკოვი

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
რსფსრ-ის დროშა დინამო მოსკოვი
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
რსფსრ-ის დროშა მოსკოვის ნაკრები
  • სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადა: 1956

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სანაპიროზე მდებარე №50 სახლის ფასადზე, სადაც გავრილ კაჩალინი 1957–1995 წლებში ცხოვრობდა, 2012 წლის 24 მაისს მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 326. 371 გვ.

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 17.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  2. "Динамо" (Тбилиси) 2–5 "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  3. Пять лет назад не стало великого тренера. Sovsport.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-01-13. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  4. მამულაშვილი, მერაბ (18 ნოემბერი, 2021). „დიდი ბრძოლით მოპოვებული ოქრო - 18 ნოემბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა“. 1tv.ge. საზოგადოებრივი მაუწყებელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022. ციტატა: „დამატებით პირველ ტაიმში ილია დათუნაშვილის და მიხეილ მესხის გოლებმა, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს ჩემპიონის ვინაობა. დამატებითი დროის მეორე ტაიმში მოსკოველთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სლავა მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა. „დინამომ“ 4:1 გაიმარჯვა და სსრკ-ს ჩემპიონატის ოქროს მედლები პირველად მოიპოვა.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. ფიფია, ბესიკ (20 ივნისი, 2016). „გავრილ კაჩალინი: თბილისელებმა დამანახეს, როგორ შეუძლია ქვეყანას ფეხბურთით ცხოვრება“. Sputnik-georgia.com. Sputnik საქართველო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. Гавриил Качалин. Тренер №1. Dynamo Moscow. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  7. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2021
  8. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  9. Soviet Union Cup 1937. Andrei Balitskiy and Mike Dryomin. RSSSF. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  10. Протоколы кубка СССР 1937 года. fc-dynamo.ru. ФК "Динамо" (Москва). ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022