ტაგაიტაი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 39: ხაზი 39:


===კლიმატი===
===კლიმატი===
[[კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია|კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით]], ტაგაიტაი რბილი ტროპიკული მუსონური კლიმატის ზონაშია მოქცეული, რაც მანილასთან შედარებით უფრო გრილი ამინდით, ნაკლები ტენიანობითა და უხვი ნალექიანობით ხასიათდება. ქალაქის საშუალო ტემპერატურა 22 °C-ია (72 °F) და იშვიათად აჭარბებს 31 °C-ს (88 °F). დეკემბერ-თებერვალში ქალაქის მაღლობები ნისლიანი, ქარიანი და გრილია. კავიტეს პროვინციის სხვა ტერიტორიების მსგავსად, ტაგაიტაიშიც ორი სეზონი გამოიყოფა: მშრალი სეზონი ([[ნოემბერი|ნოემბრიდან]] [[აპრილი|აპრილამდე]]) და [[წვიმების სეზონი]] (წელიწადის დარჩენილ დროს).

ტაგაიტაის საშუალო ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი 78%-ია. ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდში ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარებია გაბატონული. მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში სამხრეთ-დასავლეთის ქარები ქრის.

{{Weather box
|location = ტაგაიტაი
|metric first = Yes
|single line = Yes
|width = auto
| temperature colour = pastel
| Jan avg record high C = 27.0
| Feb avg record high C = 28.0
| Mar avg record high C = 30.0
| Apr avg record high C = 31.0
| May avg record high C = 30.0
| Jun avg record high C = 29.0
| Jul avg record high C = 28.0
| Aug avg record high C = 27.0
| Sep avg record high C = 27.0
| Oct avg record high C = 27.0
| Nov avg record high C = 27.0
| Dec avg record high C = 27.0
| year avg record high C = 28.2

| Jan high C = 24.0
| Feb high C = 26.0
| Mar high C = 27.0
| Apr high C = 29.0
| May high C = 28.0
| Jun high C = 26.0
| Jul high C = 25.0
| Aug high C = 24.0
| Sep high C = 25.0
| Oct high C = 25.0
| Nov high C = 25.0
| Dec high C = 24.0
| year high C = 25.7

| Jan mean C = 20.0
| Feb mean C = 21.0
| Mar mean C = 21.5
| Apr mean C = 23.5
| May mean C = 24.0
| Jun mean C = 23.0
| Jul mean C = 22.5
| Aug mean C = 22.0
| Sep mean C = 22.5
| Oct mean C = 22.0
| Nov mean C = 21.5
| Dec mean C = 20.5
| year mean C = 22.0

| Jan low C = 16.0
| Feb low C = 16.0
| Mar low C = 16.0
| Apr low C = 18.0
| May low C = 20.0
| Jun low C = 20.0
| Jul low C = 20.0
| Aug low C = 20.0
| Sep low C = 20.0
| Oct low C = 19.0
| Nov low C = 18.0
| Dec low C = 17.0

| Jan avg record low C = 13.0
| Feb avg record low C = 13.0
| Mar avg record low C = 14.0
| Apr avg record low C = 16.0
| May avg record low C = 18.0
| Jun avg record low C = 18.0
| Jul avg record low C = 18.0
| Aug avg record low C = 19.0
| Sep avg record low C = 18.0
| Oct avg record low C = 16.0
| Nov avg record low C = 15.0
| Dec avg record low C = 14.0
| year avg record low C = 16.0

| Jan precipitation mm = 11
| Feb precipitation mm = 13
| Mar precipitation mm = 14
| Apr precipitation mm = 32
| May precipitation mm = 101
| Jun precipitation mm = 142
| Jul precipitation mm = 208
| Aug precipitation mm = 187
| Sep precipitation mm = 175
| Oct precipitation mm = 131
| Nov precipitation mm = 68
| Dec precipitation mm = 39

|source 1 = meteoblue.com <small>(modeled/calculated data, not measured locally)</small><ref name="met_norms">
{{cite web
|url=https://www.meteoblue.com/en/weather/historyclimate/climatemodelled/tagaytay_philippines_1684553
|title= Climate: Modelled Tagaytay – Climate graph, Temperature graph, Climate table
|publisher= meteoblue.com
|access-date=10 Nov 2019}}</ref>
|date=November 2019}}


===ბარანგაები===
===ბარანგაები===

22:31, 23 ნოემბერი 2021-ის ვერსია

ტაგაიტაი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Maitim 2nd East
კოორდინატები 14°06′00″ ჩ. გ. 120°56′00″ ა. გ. / 14.10000° ჩ. გ. 120.93333° ა. გ. / 14.10000; 120.93333
დაარსდა 21 ივნისი, 1938
ფართობი 65.00 კმ²
ცენტრის სიმაღლე 292 მეტრი
მოსახლეობა 85 330 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 46
საფოსტო ინდექსი 4120
ოფიციალური საიტი http://www.tagaytay.gov.ph/
ტაგაიტაი — ფილიპინები
ტაგაიტაი

ტაგაიტაი (ოფიციალურად ქალაქი ტაგაიტაი; ტაგალ. Lungsod ng Tagaytay) ― მეორე კლასის შემადგენელი ქალაქი კავიტეს პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 85 330 ადამიანს შეადგენს.

პეიზაჟებისა და გრილი კლიმატის გამო, ტაგაიტაი ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შიდა ტურისტული დანიშნულების ადგილია. ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან ტაალის ტბისა (ბატანგასი) და ვულკან ტაალის დანახვაა შესაძლებელი. ტაგაიტაი ქვეყნის დედაქალაქიდან 59 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

გეოგრაფია

ტაგაიტასი ფართობი 66.1 კმ²-ია, რაც კავიტეს პროვინცის საერთო ფართობის 4.37%-ს შეადგენს. ქალაქის ჩრდილოეთით მანილის ყურე მდებარეობს, სამხრეთით ― ტაალის ტბა და ვულანი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― ლაგუნა-დე-ბაი.

ტოპოგრაფია

ტაგაიტაის სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები მთა-ბორცვიანია, რომლებიც ძირითადად, ტყეებით, ფიჭვის ხეებითა და ბალახითაა დაფარული. ქალაქი ტაგაიტაის ქედის გასწვრივ მდებარეობს. ტაგაიტაის ქედი 32 კმ-ის სიგრძისაა და დასავლეთით ბატულაოს მთიდან აღმოსავლეთით სუნგაის მთამდეა გადაჭიმული.[2] ქედის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 610 მეტრია. სუნგაის მთა არა მხოლოდ ტაგაიტაის, არამედ კავიტეს პროვინციის უმაღლესი წერტილიცაა. მისი სიმაღლე 709 მეტრია.

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ტაგაიტაი რბილი ტროპიკული მუსონური კლიმატის ზონაშია მოქცეული, რაც მანილასთან შედარებით უფრო გრილი ამინდით, ნაკლები ტენიანობითა და უხვი ნალექიანობით ხასიათდება. ქალაქის საშუალო ტემპერატურა 22 °C-ია (72 °F) და იშვიათად აჭარბებს 31 °C-ს (88 °F). დეკემბერ-თებერვალში ქალაქის მაღლობები ნისლიანი, ქარიანი და გრილია. კავიტეს პროვინციის სხვა ტერიტორიების მსგავსად, ტაგაიტაიშიც ორი სეზონი გამოიყოფა: მშრალი სეზონი (ნოემბრიდან აპრილამდე) და წვიმების სეზონი (წელიწადის დარჩენილ დროს).

ტაგაიტაის საშუალო ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი 78%-ია. ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდში ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარებია გაბატონული. მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში სამხრეთ-დასავლეთის ქარები ქრის.

ჰავის მონაცემები — ტაგაიტაი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაქსიმალური °C 27.0 28.0 30.0 31.0 30.0 29.0 28.0 27.0 27.0 27.0 27.0 27.0 28.2
საშუალო მაღალი °C 24.0 26.0 27.0 29.0 28.0 26.0 25.0 24.0 25.0 25.0 25.0 24.0 25.7
საშუალო დღიური °C 20.0 21.0 21.5 23.5 24.0 23.0 22.5 22.0 22.5 22.0 21.5 20.5 22.0
საშუალო დაბალი °C 16.0 16.0 16.0 18.0 20.0 20.0 20.0 20.0 20.0 19.0 18.0 17.0 18.3
საშუალო მინიმალური °C 13.0 13.0 14.0 16.0 18.0 18.0 18.0 19.0 18.0 16.0 15.0 14.0 16.0
საშუალო ნალექი (მმ) 11 13 14 32 101 142 208 187 175 131 68 39 1 121
წყარო: meteoblue.com (modeled/calculated data, not measured locally)[3]

ბარანგაები

ადგილობრივი მმართველობა

ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო (Sangguniang Panlungsod) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს და მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის ქალაქის მერი აგნეს დ. ტოლენტინოა, ხოლო ვიცე-მერი ― რეიმონდ ა. ამბიონი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ქალაქის წარმომადგენელია აბრაჰამ ნ. ტოლენტინო.

დაძმობილებული ქალაქები

ტაგაიტაის მერია
ადგილობრივი
საერთაშორისო

რესურები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო