გავრილ კაჩალინი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 118: | ხაზი 118: | ||
[[კატეგორია:რუსი ფეხბურთის მწვრთნელები]] |
[[კატეგორია:რუსი ფეხბურთის მწვრთნელები]] |
||
[[კატეგორია:მოსკოვის დინამოს ფეხბურთელები]] |
[[კატეგორია:მოსკოვის დინამოს ფეხბურთელები]] |
||
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები]] |
12:33, 16 ივლისი 2018-ის ვერსია
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გავრილ კაჩალინი | ||
დაბადების თარიღი | 17 იანვარი, 1911 | ||
დაბადების ადგილი | მოსკოვი, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 23 მაისი, 1995 (84 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1936-1942 | დინამო მოსკოვი | 36 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1945–1948 | ტრუდოვიე რეზერვი მოსკოვი | ||
1949–1952 | ლოკომოტივი მოსკოვი | ||
1955–1958 | სსრკ | ||
1960–1962 | სსრკ | ||
1963 | პახტკორი ტაშკენტი | ||
1964–1965 | დინამო თბილისი | ||
1965 | სსრკ 21 წლ. | ||
1966–1968 | სსრკ (ოლიმპიური) | ||
1968–1970 | სსრკ | ||
1971–1972 | დინამო თბილისი | ||
1973–1974 | დინამო მოსკოვი | ||
1975 | პახტკორი ტაშკენტი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გავრილ კაჩალინი (რუს. Гавриил Дмитриевич Качалин; დ. 17 იანვარი, 1911, მოსკოვი,რუსეთის იმპერია — გ. 23 მაისი, 1995, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956).
მის გაწვრთნილ საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, მათ შორის ოქროს მედალი 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე, პირველი ადგილი 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ითამაშა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში: 1958, 1962 და 1970 წლებში.
კაჩალინთან ერთად, თბილისის დინამომ ისტორიაში პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1964 წელს, მოგვიანებით დაიკავა მესამე ადგილი 2-ჯერ, 1971 და 1972 წლებში. ასევე მესამე ადგილი დაიკავა მოსკოვის დინამოსთან ერთად 1973 წელს.
სათამაშო კარიერა
კაჩალინმა კარიერა დაიწყო 1928 წელს კლუბში სახელად „ვოლნი ტრუდი“. შემდეგ ითამაშა ქალაქ გომელის კლუბში და გომელის დინამოში. 1936 დან 1942 წლამდე თამაშობდა მოსკოვის დინამოში. კარიერის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩაატარა 36 მატჩი და გუნდთან ერთად 2–ჯერ გახდა ჩემპიონი (1937 და 1940), ასევე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი 1937 წელს მოსკოვის დინამოსთან ერთად. ითამაშა ბასკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშიც.[1]
სამწვრთნელო კარიერა
კაჩალინი იყო მთავარი მწვრთნელი შემდეგ კლუბებში და ნაკრებებში:
- ტრუდოვიე რეზერვი მოსკოვი (1945–1948)
- ლოკომოტივი მოსკოვი (1949–1952)
- სსრკ–ს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (1954)
- სსრკ–ს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (1955–1958, 1960–1962, 1968–1970)[2]
- პახტკორი ტაშკენტი (1963, 1975)
- დინამო თბილისი (1964–1965, 1971–1972)
- სსრკ–ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები (1965)
- სსრკ–ს ეროვნული ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრები (1966–1968)
- დინამო მოსკოვი (1973–1974)
ტიტულები
- როგორც მოთამაშე
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (2): 1937, 1940
- საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1): 1937
- როგორც მწვრთნელი
- 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული
- 1960 წლის ევროპის ჩემპიონი 1–ლი ადგილი
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1): 1964
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (3): 1971, 1972, 1973
- პირადი
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950)
- საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956)
ხსოვნა
2012 წლის 24 მაისს, მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სანაპიროს სახლი 50–ის ფასადზე, რომელშიც გავრილ კაჩალინი ცხოვრობდა 1957–1995 წლებში, მიმაგრებულ იქნა მემორიალური დაფა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ „Пять лет назад не стало великого тренера“. sovsport.ru. 2000-05-24. ციტირების თარიღი: 2007-12-29.
- ↑ http://www.rusteam.permian.ru/coaches/kachalin.html
|
|
|