მომხმარებლის განხილვა:Arkaitz1974

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
   Help-browser.svg რა არის ვიკიპედია? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში, Arkaitz1974!
Crystal Clear app ktip.png პირველი ნაბიჯები ვიკიპედიის მომხმარებლების სახელით მოგესალმებით მის ქართულენოვან განყოფილებაში!

დაიწყეთ ვიკიპედიის გაცნობა საკუთარ სავარჯიშოში მუშაობით.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მონაწილეობის მთავარ პრინციპებს: იმუშავეთ გაბედულად და დაიცავით ნეიტრალურობის თვალსაზრისი.

ასე შეიძლება ხელის მოწერა

ვიკიპედიის სტატიებში ხელის მოწერა საჭირო არ არის (ავტორების სია ავტომატურად იქმნება და ხელმისაწვდომია სტატიის ისტორიაში), მაგრამ თუ თქვენ ისურვებთ ფორუმის ან ცალკეული გვერდის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ ხელი მოაწეროთ თქვენს ტექსტს ოთხი ტილდის (~~~~) გამოყენებით ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ავტორის მითითება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.

თუ თქვენ სტატიის შექმნა არ შეგიძლიათ ერთი რედაქტირებით და მოგვიანებით მის დასამთავრებლად დაბრუნებას აპირებთ, სტატიის დასაწყისში ჩასვით {{subst:L}}, რათა აცნობოთ ამის შესახებ სხვა მომხმარებლებს.

თქვენს პირად გვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები.

თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდები. თუ ამ გვერდებზე თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით, დასვით იგი ვიკიპედიის ფორუმის სათანადო განყოფილებაში ან პირადად მიმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!

Hello and welcome to the Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, that’s no problem. We have an embassy where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
Nuvola apps kmessedwords.png სტატიების დასათაურება
View-refresh.svg ტექსტის რედაქტირება
Accessories-text-editor.svg წესები და მითითებები
Artykul na medal-MK.svg სანიმუშო სტატია
Applications-internet.svg ენათაშორისი ბმულები
Commons-logo.svg ფაილის ატვირთვა
Green copyright.svg საავტორო უფლებები
Dobry Artykul-MK.svg ახალი სტატიის შექმნა

UndDerDie () 23:24, 27 დეკემბერი 2016 (UTC)

თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. იქნებ თქვენთვის მოსახერხებელ პლატფორმაზე დამიკავშირეთ. ყველა კონტაქტები მითითებული მაქვს პირად გვერდზე - მომხმარებელი:UndDerDie. — UndDerDie () 18:18, 28 დეკემბერი 2016 (UTC)

ენის თარგები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. რესურსები ინტერნეტში - ამ სექციაში არ უნდა მიუთითოთ ისეთი ენის თარგები, როგორებიცაა {{lang-en|}}. არსებობს {{en}} და ა.შ. — UndDerDie () 18:25, 28 დეკემბერი 2016 (UTC)

გაფრთხილება[წყაროს რედაქტირება]

გაფრთხილება სექცია რესურსები ინტერნეტში ენის მისათითებლად ვიყენებთ თარგებს {{en}}, {{de}}, {{ru icon}} და არა {{lang-en|}}. გთხოვთ გაითვალისწინეთ!

UndDerDie () 07:54, 29 დეკემბერი 2016 (UTC)

გაფრთხილება[წყაროს რედაქტირება]

გაფრთხილება რესურსები ინტერნეტში ნუ წაშლით ენის მისათითებელ თარგებს {{en}}, {{de}}, {{ru icon}}. გთხოვთ გაითვალისწინეთ!

—--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:28, 30 დეკემბერი 2016 (UTC)

‎ოსვალდო არდილესი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, Arkaitz1974! მადლობა სტატიის შექმნისთვის. მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რაღაც. როცა სტატიას ქმნით, აუცილებელია ენათშორისო ბმულების მითითება, რაც საკმაოდ მარტივია. მარცხნივ, სადაც ჩამოთვლილია მთავარი გვერდი, თემატური ძიება და ა.შ. ქვემოთ წერია ენები, იქვეა ბმულების დამატება. დააჭერთ ბმულების დამატებას, ზედა ველში აარჩევთ ერთ-ერთ ვიკიპედიას (მაგ. enwiki) და ქვედა ველში ჩაწერთ როგორაა ეს სტატია იმ ვიკიპედიაში. სულ ესაა.--Jafara777 განხილვაწვლილი 10:21, 2 იანვარი 2017 (UTC)

ქართული ბრჭყალები[წყაროს რედაქტირება]

ქართულ სალიტერატურო ენაში დამკვიდრებულია „...“ (ქვევით– ზევით) და არა “...” (ორივე ზევით). გთხოვთ გაითვალისწინოთ. მადლობა.--Zangala განხილვაწვლილი 20:53, 4 იანვარი 2017 (UTC)

გაფრთხილება[წყაროს რედაქტირება]

გაფრთხილება დაანებეთ თავი არალიცენზირებული ფაილების ჩასმას სტატიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით!!!

Mehman 97 10:45, 7 იანვარი 2017 (UTC)

ალბერტო ტარანტინი, რადგან ინგლ., გერმანულ, რუსულ ვიკიპედიებში სურათი არ დევს. ავტომატურად ამოაგდებენ სურათს. ამიტომ ვეთანხმები მეჰმანს და გთხოვ სურათებს ნუ დადებ სტატიებში. ხოლო ამ სტატიიდან ამოიღე.--Zangala განხილვაწვლილი 10:04, 12 იანვარი 2017 (UTC)

მადლობა.--Zangala განხილვაწვლილი 10:15, 12 იანვარი 2017 (UTC)

გამოტოვებები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ინფოდაფაში გამოტოვება აუცილებელია, თუმცა ამ შემთხვევაში: [[საპარლამენტო არჩევნები 2008|2008 წლის საპარლამენტო არჩევნები]] — არ არის აუცილებელი. — Mehman 97 20:44, 8 თებერვალი 2017 (UTC)

სახელებთან დაკავშირებით[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! ქართულ ვიკიპედიაში ვწერთ ვლადიმრს, ვლადმირს არ ვწერთ. ამიტომ თქვენი ცვლილება თარგში ვლადმირ დავაბრუნე წინა ვერსიაზე. - OTOGI Messages 12:51, 20 თებერვალი 2017 (UTC)

სანდო მომხმარებელი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! ამიერიდან მოგენიჭათ სანდო მომხმარებლის სტატუსი. თუმცა ყოველთვის გაითვალისწინეთ არსებული რჩევები! გისურვებთ წარმატებას!. - OTOGI Messages 18:53, 20 თებერვალი 2017 (UTC)

რობ რენსენბრინკი[წყაროს რედაქტირება]

ასეთ ჩანაწერებს ქართულ ვიკიპედიაში არ ვაკეთებთ: DWS. ანუ ბმულს ინგლისურ ვიკიპედიაზე ნუ აკეთებთ. - OTOGI Messages 17:55, 22 თებერვალი 2017 (UTC)

შეკითხვა/თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ან ინფოდაფა ფეხბურთელი — ერკვევი? შეგიძლია გაბრიელ ბატისტუტა გაასწორო.-- ცანგალა 09:25, 2 თებერვალი 2018 (UTC)

პასუხი შეკითხვა/თხოვნაზე[წყაროს რედაქტირება]

გაბრიელ ბატისტუტას ინფოდაფა გასწორებულია. - Arkaitz1974 14:42, 2 თებერვალი 2018 (ადგილობრივი დრო)

მადლობა. მომავალში როდესაც შემთხვევა შეიძლება, რომ გადმოგიგზავნო და შეასწორო?-- ცანგალა 10:50, 2 თებერვალი 2018 (UTC)

ნებისმიერ დროს. - Arkaitz1974 13:00, 2 თებერვალი 2018 (ადგილობრივი დრო)

გაიხარე: რობინიო, ანდრე სქემბრი, მეთიუ აპსონი, ლუკა ანტონინი , მარკო ბორიელო, მასიმო ამბროზინი, ბოიან კრკიჩი, ბოგდან ლობონტი-- ცანგალა 16:05, 2 თებერვალი 2018 (UTC)

ინფოდაფები გასწორებულია. - Arkaitz1974 09:42, 3 თებერვალი 2018 (თბილისის დროით)

გაიხარე და მოგასიო კვლავ?-- ცანგალა 11:44, 3 თებერვალი 2018 (UTC)

ინფოდაფებმა გაგაბრაზეს? - Arkaitz1974 15:53, 3 თებერვალი 2018 (თბილისის დროით)

ვერ ვერკვევი და თანაც ფეხბურთელებში ჯუზეპე ფავალი მასიმო ოდო ტომას ჰიცლშპერგერი დომინიკ ადია სკოტ პარკერი გურამ აჯოევი მარკო ამელია როდნი სტრასერი ბრუნო მონტელოგო ალექსანდრ მერკელი-- ცანგალა 11:55, 3 თებერვალი 2018 (UTC)

დიდი მადლობა ინფოდაფების გასწორებისთვის.-- ცანგალა 08:41, 13 თებერვალი 2018 (UTC)

მადლობა შეიფერე? ორივემ ვიცით, რომ არ გაგიკეთებია.-- ცანგალა 08:31, 14 თებერვალი 2018 (UTC)

შეფერებული მადლობა
არაკი
უხსოვარ დროს ბოზავანდში ერთი აშუღი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა.
დაქონდა თავისი საზი და ბაიათებით ატკბობდა ბოზავანდელთა სმენას.
გამოხდა ხანი.
ერთ დღესაც ერთმა „გულისხმიერმა“ ბოზავანდელმა უთხრა აშუღსა მას:
— დია კეთილხმოვანი ხარ, მადლობა, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ მარტო საზზე უკრავ, თარზე კი აქამდე არ დაგიკრავს და რაშია საქმე მადლობა შეიფერეო?
აშუღმა მიუგო — გიპასუხებდი, მაგრამ ვეჭვობ ჩემი პასუხი არ მოგეწონებაო.
მიპასუხეო — ჩაეძია ბოზავანდელი.
აშუღმა მიუგო — „მეფე და ავსიტყვა კაცი“ წაიკითხე და მიხვდებიო.
ბოზავანდელს მისი პასუხი არ მოეწონა, ვანდალიზმად ჩაუთვალა და ადმინისტრაციული ღონისძიებები გაატარებინა მის მიმართ.
რა უნდა ექნა აშუღს, ადგა და ბოზავანდიდან ბოზავენდში გადავიდა, იქიდან ბოზახლარში და ისე მოხდა რომ ბაიათებსა და საზზე დაკვრას თავი დაანება და არაკების თხზვას შეუდგა.
გამოხდა ხანი. აშუღის არც ბაიათები ახსოვდა ვინმეს, არც მისი არაკები, არც თვითონ აშუღი და არც მისი შეფერებული მადლობა.
დრომ ყველაფერი დავიწყებას მისცა. თუმცა, ზოგიერთი ამბობს, რომ ბოზავანდელებს, ბოზავენდელებს და ბოზახლარის მკვიდრთ დღესაც ბუნდოვნად ახსოვთ ეს შორეული ამბავი.
იმ შორეული ამბისგან განსხვავებით ბოზავანდელებს ნამდვილად არ ეცოდინებათ და მითუფრო არც ეხსომებათ, მაგრამ თქვენ ხომ იცით კიდეც და გახსოვთ, რომ თქვენი შეკითხვა/თხოვნის შემდეგ მე გავასწორე გაბრიელ ბატისტუტას, რობინიოს, ანდრე სქემბრის, მეთიუ აპსონის, ლუკა ანტონინის, მარკო ბორიელოს, მასიმო ამბროზინის, ბოიან კრკიჩის, ბოგდან ლობონტის, ჯუზეპე ფავალის და მასიმო ოდოს ინფოდაფები — დანარჩენ სამუშაოს „ბევრად მაღალი კომპეტენცია“ სჭირდება, ასე რომ, ვინც გააკეთებს იმას გადავცემ შენს მადლობას — რომ რომელიმე ამხანაგმა ან მოქალაქე მომხმარებელმა შემთხვევით არ ჩათვალოს რომ შევიფერე (თუმცა ამის გარეშეც ორივემ ვიცით, რომ დაუმსახურებელი კი არა, დამსახურებული შეფერებაც — არავითარ ღირსებას არ მატებს შემფერებელს. უბრალოდ, ძნელად წარმომიდგენია რამდენად სასიამოვნო სანახავი უნდა იყოს იმ ადამიანის სახე ან განცდა, რომელიც რაღაცას იფერებს.
ერთხელ ბაურუელ პელეს კითხეს
— „რას გრძნობთ, როდესაც ფეხბურთის მეფეს გეძახიანო?“
— „ძაან მაგრად ვიფერებო!“ — მიუგო მან, გულისჯიბიდან სარკე ამოიღო და დაამატა:
— „ყოველდღე ამ სარკიდან მეფე მიმზერსო“.
ასე რომ, ჩვენ, უბრალო მომხმარებლებს ნუ დაგვწამებთ დიდი ადამიანებისთვის დამახასიათებელ „უცნაურობებს“. „მრავალმნიშვნელოვან“ და „მახვილგონივრულ“ მითითებებს თუ „შეხსენებებს“, როგორც წინასწარი დასკვნების გაკეთებას და იმას თუ ვინ რა ვიცით — არც რუბრიკა გააჩნია, არც ჟანრი და არც არანაირი კლასიფიკაცია. მას, უბრალოდ, გაღიზიანებული მომხმარებლების ქცევის კლასიკას აკუთვნებენ. თუმცა, როგორც ყველა კლასიკას — რასაკვირველია, მასაც აქვს არსებობის უფლება).
სულხან-საბა ორბელიანის — „ხალიფა და არაბი“ კი ასე მთავრდება:
„— ჰე მეფეო, ეს არაკი ამისთვის მოგახსენე, ბედი ყოველსა კაცსა აქვს, თუცა პატრონი არა რისხავს; თუცა მოგეკალ, ჩემი სვე-ბედი ცუდად იყო.
უბრძანა მეფემან:
— ნაღველი შემომეჭიდა და მან მიყო. ნეტამც უნაღვლო ვიყო, ღმერთს ვევედრები.“
საუკეთესო სურვილებით -- Arkaitz1974 10:53, 14 თებერვალი 2018 (UTC)

როდესაც „დანარჩენ სამუშაოს ბევრად მაღალი კომპეტენცია სჭირდება“ — ამის შესახებ უნდა თქვა.-- ცანგალა 09:18, 15 თებერვალი 2018 (UTC)

თქვენს მიერ მოყვანილ წინადადებაში ბრჭყალები უნდა იყოს ასე — დანარჩენ სამუშაოს „ბევრად მაღალი კომპეტენცია“ სჭირდება — (იხ. ზემოთ).
რაც შეეხება უნდა თქვა-ს — აქ აქცენტი უნდა-ზე კეთდება, თქვა-ზე თუ სხვა ქვეტექსტი იგულისხმება — ეს, სურვილის შემთხვევაში, „წვრილმანი კინკლაობის მოყვარულთა საზოგადოების“ წევრებმა განსაჯონ „მნიშვნელოვანი საქმეებისაგან“ მოცლის ჟამს.
თქვენი წვლილის მქონე მომხმარებელს სასურველია შეეძლოს „აკადემიური ზომიერების“ დაცვა, მაგალითად , ასეთი ფორმით — ამის შესახებ შეგეძლოთ გეთქვათ ან მხოლობითში — შეგეძლო გეთქვა, ეს — უნდა თქვა — იმავე კლასიკიდანაა.
იმედი მაქვს — ამ შემთხვევაშიც ორივემ ვიცით, რომ აჯობებს დავასრულოთ ეს არაფრისმომცემი „ფსევდოეპისტოლარული“ აბსურდი და „კაზმულსიტყვაობა“. ერთმანეთის მიმართ სანიმუშო თუ არა ცოტა მეტი ადამიანური დამოკიდებულება, გულისხმიერება და ურთიერთპატივისცემა გამოვიჩინოთ.
მადლობას შემდგომი დაყვედრების მიზნით ნურავის გადავუხდით. ასეთი მადლობა არავისგან გვესიამოვნება — არც უცხოსგან, არც შინაურისგან. ინფოდაფების გასწორება-არგასწორების საბაბით უარყოფით ემოციებს ნუ დავუტოვებთ ნურც ერთმანეთს და ნურც სხვათა სასეიროდ გავიხდით თავს. მითუმეტეს, რომ კომედიანტების დეფიციტს სამყარო არც წარსულში განიცდიდა, არც ახლა განიცდის და როგორც ჩანს, არც მომავალში ემუქრება რაიმე საფრთხე ამ თავისებურ, ვისთვის — მოწოდებას და ვისთვის — პროფესიას.
იმედი მაქვს — ამ შემთხვევაშიც ორივემ ვიცით, რომ ეს არც დამოძღვრაა, არც დიდაქტიკა და არც სხვა რაიმე დამრიგებლობითი შინაარსისა თუ მორალისტური პათოსის გამომხატველი „სააღგდომო ეპისტოლე“. ეს ის რეალობაა, რაც გვაერთიანებს (თუ გვყოფს — ვისთვის როგორ) ყველას, იმის მიუხედავად თუ როგორ ხასიათზე ვართ და დედამიწის რომელ განედში ვიმყოფებით. არაფერი გვაქვს არც ირონიის და არც სარკაზმის საწინააღმდეგო, მაგრამ ვეჭვობ, რომ ლაო-ძის სიბრძნე და ციცერონის შორსმჭვრეტელობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ასეთი რეალობის არათუ უარყოფას, მის ოდნავ კორექტირებასაც კი — ვერც თქვენი ირონიული ღიმილი, ვერც ნიშნის მოგება და ვერც ესა თუ ის კონსტიტუციური, საჯარო-სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ წარმოსახვითი უფლებამოსილება ვერ შეძლებს. კეთილად ბრძანდებოდეთ. -- Arkaitz1974 განხილვაწვლილი 11:50, 15 თებერვალი 2018 (UTC)

გარე ბმულები[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. ვიკიპედიის პრინციპების მიხედვით, სტატიაში ამდენი გარე ბმული დაუშვებელია, სტატია ბმულების საცავი არ არის, სრულად დაირღვა სტრუქტურა. — Mikheil მიწერა 16:59, 2 ივნისი 2018 (UTC)

გასაგებია. შენიშვნისთვის დიდი მადლობა. -- Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:10, 2 ივნისი 2018 (UTC)

შესაბამისად, მოხდება ზედმეტი ბმულების ამოღება, დარჩება მხოლოდ აუცილებელი, რამდენიმე, როგორც სხვა ვიკიპედიებშია და როგორც ამას ვიკიპედია ითვალისწინებს. ამჟამად, ისე ჩანს, თითქოს ტექსტი უმნიშვნელოა და სტატიის მთავარი ნაწილი ბმულების ეს სექციებია. — Mikheil მიწერა 17:13, 2 ივნისი 2018 (UTC)
გასაგებია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენიშვნისთვის. -- Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:21, 2 ივნისი 2018 (UTC)

ვიკიშეხვედრა 2[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:42, 3 ივნისი 2018 (UTC)

კატეგორიების გადატანა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ვნახე თქვენი ცვლილებები კატეგორიები რომ გადაგაქვთ. რა მაინტერესებს იცით? ბარსელონა-ს შემთხვევაშიც ეგრე იქნება? --ჯაბა 1977 15:51, 5 იანვარი 2019 (UTC)

დიახ, ეგრე იქნება. მაგას მოგვიანებით გადავიტან, იმიტომ, რომ საჭირო იქნება კატეგორიის ჩასწორება სტატიებში ინდივიდუალურად, რაც სხვა გუნდებისგან განსხვავებით „ბარსელონას“ შემთხვევაში უფრო მეტია. რაც შეეხება უკვე გატანილ კატეგორიებს, დადგენილი წესის მიხედვით, რასაკვირველია, ყველგან ჩავასწორე. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 16:01, 5 იანვარი 2019 (UTC)

მაშინ მინდა ეს წაიკითხოთ დახმარება:უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოცემა ქართულში და ყურადღება მიაქციოთ მესამე მუხლს. --ჯაბა 1977 16:36, 5 იანვარი 2019 (UTC)

3. ბრუნებისას იკვეცება ა-ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელები: ბარსელონა → ბარსელონისა; გოთა → გოთისა; გენუა → გენუისა; ნიკარაგუა → ნიკარაგუისა... თუ ამ პუნქტს გულისხმობთ, საქმეც იმაშია, რომ ამ მესამე მუხლში მოყვანილი მაგალითები არათუ მოძველებული, არამედ — მთლიანად მცდარია — და თუ ადრე აღნიშნული გეოგრაფიული სახელები ამ ფორმით იხმარებოდა — არც მაშინ იყო მართებული, რადგან ბრუნების ამგვარი თვითნებური ფორმა უგულებელყოფს ქართულში საკუთარ სახელთა ბრუნების დამკვიდრებულ წესებს, რომლის მიხედვით (ერთეული გამონაკლისების გარდა) აუცილებელია ფუძისა და ბრუნვის ნიშნის განსხვავება (რომ ვიცოდეთ თანხმოვანფუძიანია სახელი თუ ხმოვანფუძიანი) — ასე რომ, უნდა იყოს არა ბარსელონა → ბარსელონისა; არამედ — ბარსელონა → ბარსელონასი; და ა.შ.
შეგიძლიათ სპეციალისტებთან გადაამოწმოთ. შეთანხმების მიღწევამდე კი დარჩეს ყველა კატეგორია ისე როგორც ახლაა. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:05, 5 იანვარი 2019 (UTC)

ეს თუ ძველია. მოდით მაშინ 2002 წელს შუქრია აფრიდონიძის წიგნიდან ციტატა წაიკითხეთ ამ განხილვის გვერდზე. --ჯაბა 1977 17:10, 5 იანვარი 2019 (UTC)

როგორც ჩანს, საჭიროა განვასხვავოთ საზოგადო სახელთა ბრუნების წესი და საკუთარ სახელთა ბრუნების წესი, ასევე, გეოგრაფიულ სახელთა ბრუნების წესი, ასევე, ჩვენში დამკვიდრებული ფორმები და ისიც, რომ არსებითი სახელი შეიძლება იყოს მარტივი (ერთი ფუძისაგან შედგენილი) ან რთული (ორი ან მეტი ფუძისაგან შედგენილი) და ა.შ. საზოგადო სახელებია მაგ.: ცა, მიწა, მთა, გზა და ა.შ. საკუთარი სახელებია მაგ.: ზაზა, ილია, ვაჟა, შორენა და ა.შ. თუ პირველ შემთხვევაში ნათესაობითში გვექნება ცის, მიწის, მთის, გზის და ა.შ. მეორე შემთხვევაში ნათესაობითში გვექნება ზაზას, ილიას, ვაჟას, შორენას და ა.შ. და არა ზაზის, ილიის, ვაჟის, შორენის და ა.შ. ამ შემთხვევაში, „ბარსელონა“ არის კონკრეტული კლუბის (როგორც ადამიანის) საკუთარი და არა საზოგადო ან გეოგრაფიული სახელი, რომელიც ხმოვანფუძიანი საკუთარი (და არა საზოგადო) სახელის წესის შესაბამისად უნდა ვაბრუნოთ. სწორედ ეს არის პრინციპული განსხვავება აქ მოყვანილი — ევროპა — ევროპის... ; რაჭა — რაჭის... ; ორთაჭალა — ორთაჭალის — ამ მაგალითებისგან. სხვა შემთხვევაში არ იარსებებდა სახელთა ბრუნების მორფონოლოგიური ტიპები, საზოგადო და საკუთარ სახელთა ბრუნება, ფუძეკუმშვად და ფუძეუკუმშველ, თანხმოვანფუძიან და ხმოვანფუძიან, ფუძეკვეცად, ფუძეუკვეცელ და კუმშვად-კვეცად სახელთა ბრუნება, ასევე, თავისებური საზოგადო სახელების ბრუნება და კიდევ მრავალი ასეთი რამ. თუმცა, საკითხის გართულების თავიდან ასაცილებლად, გარკვეული შეთანხმების მიღწევამდე — იყოს ყველა კატეგორია იმ ფორმით როგორც ახლაა. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 18:43, 5 იანვარი 2019 (UTC)
ის რაც შეცვალეთ წარმოქმნილია გეოგრაფიული სახელებიდან პარმა, ვიჩენცა, ჩეზენა. გარდა ამისა მინდა იცოდეთ, რომ დაარღვიეთ წესი და განხილვის გარეშე გააკეთეთ სადაო გადატანა. არაფერია შესათანხმებელი. ყველაფერი ცხადია წესების მიხედვით. გთხოვთ დააბრუნოთ ცვლილებები უკან. --ჯაბა 1977 19:45, 5 იანვარი 2019 (UTC)
ცვლილებები უკან დავაბრუნე. წესის დარღვევისთვის რათქმაუნდა ბოდიშს ვიხდი. დაზუსტებისათვის, რაც შეეხება შემდეგ კატეგორიებს: მონცას ფეხბურთელები, რომას ფეხბურთელები‎, პიაჩენცას ფეხბურთელები‎, ნოვარას ფეხბურთელები‎, ჯენოას ფეხბურთელები‎ — როგორც ჩანს უნდა იყოს — მონცის ფეხბურთელები, რომის ფეხბურთელები‎, პიაჩენცის ფეხბურთელები‎, ნოვარის ფეხბურთელები‎, ჯენოის ფეხბურთელები‎, რადგან მათი სახელწოდებებიც წარმოქმნილია გეოგრაფიული სახელებიდან — მონცა, რომი, პიაჩენცა, ნოვარა, გენუა. ამ შემთხვევაში არ ქონია წესის დარღვევას ადგილი, თუ მათი ამ ფორმით წარმოდგენა შეთანხმების საფუძველზე მოხდა? ანდა ამ ფორმით წარმოდგენილ შემდეგ კატეგორიებზე, სადაც კლუბების სახელწოდებები წარმოქმნილია ასევე, გეოგრაფიული სახელებიდან — აროკას ფეხბურთელები (Arouca, Portugal), ბანკა-ბისტრიცის დუკლას ფეხბურთელები (დუკლა)‎, ბასტიას ფეხბურთელები (Bastia), გაბალას ფეხბურთელები (გაბალა)‎, გაგრას ფეხბურთელები (გაგრა),‎ დეპორტივო ლა-კორუნიას ფეხბურთელები (ლა-კორუნია),‎ დორადოს დე სინალოას ფეხბურთელები (სინალოა), ელისტას ურალანის ფეხბურთელები (Элиста), ვალეტას ფეხბურთელები (ვალეტა), ვლადიკავკაზის ალანიას ფეხბურთელები‎ (Алания), კერკირას ფეხბურთელები (კერკირა), კოკოლას კპვ-ს ფეხბურთელები‎ (Kokkola), ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები‎ (გურია), ლარნაკას აეკის ფეხბურთელები‎ (ლარნაკა), ნაკ ბრედას ფეხბურთელები (ბრედა),‎ ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგას ფეხბურთელები (ვოლგა), ნოვი-სადის ვოივოდინას ფეხბურთელები‎ (ვოევოდინა), რეალ სარაგოსას ფეხბურთელები (სარაგოსა), სარანსკის მორდოვიას ფეხბურთელები (Мордовия)‎, საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები (ჩიხურა), უელვას რეკრეატივოს ფეხბურთელები (უელვა)‎, უფას ფეხბურთელები (უფა), ხაშურის ივერიას ფეხბურთელები (ივერია)... — ამ შემთხვევებში სხვა წესი მოქმედებს, რაიმე „მომიჯნავე“ ბრუნების წესს ექვემდებარება თუ გამონაკლისებთან გვაქვს საქმე? სასურველი იქნებოდა გარკვეული მითითების, მინიშნების ან რჩევის სახით დაგვხმარებოდით, რომ წარმოდგენილ ნიმუშთა შორის არსებით განსხვავებაზე გაგვემახვილებინა ყურადღება — მომავალში მსგავსი ხარვეზების თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს როგორც წესის დარღვევისთვის, ასევე, შექმნილი გარკვეული უხერხულობისთვისაც. იმედია, ამჯერადაც გულისხმიერად და კეთილგანწყობით მოეკიდებით გეოგრაფიული სახელებიდან წარმოქმნილ სახელწოდებებში არსებულ ამ და სხვა — ბრუნების წესებთან დაკავშირებულ ერთგვარ შეუსაბამობათა აღმოფხვრისა და შეძლებისდაგვარად მართებულად გადაჭრის საკითხს. ყოველთვის მადლიერებით გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს და განხილვის გარეშე არცერთ არათუ სადაო, არამედ არასადაო გადატანასაც კი არ გავაკეთებ. ამასთან, საყურადღებო და საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება აქ წარმოდგენილი კატეგორიების ნიმუშებთან დაკავშირებით. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 20:45, 5 იანვარი 2019 (UTC)

მადლობა, რომ გაგებით მოეკიდეთ ჩემს თხოვნას. მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობს ა რჩება იმ შემთხვევაში თუ სახელწოდება ნაწარმოებია ადამიანის სახელისაგან. ეს არის ქართული სალიტერატურო ენის ნორმა და ერთიანად ვრცელდება ყველა საკითხზე. მადლობა კიდევ ერთხელ. --ჯაბა 1977 05:05, 6 იანვარი 2019 (UTC)

ფაილი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ფაილისთვის ფაილი:Nugzar Ergemlidze (born 1 May 1955) Member of the 7th Term of the Parliament of Georgia (07.06.2008–21.10.2012).jpg უნდა შეავსოთ

{{არათავისუფალი ფაილი
| აღწერა       = 
| წყარო      = 
| თარიღი = 
| ავტორი         = 
| ნაწილი          = 
}}
{{არათავისუფალი ფაილი/სგდ
|სტატია         = სტატია 1
|მიზანი           = 
| ჩანაცვლებადობა   = 
| სხვა         = 
}}

--Melberg განხილვაწვლილი 06:06, 9 მაისი 2019 (UTC)

გამარჯობა, ფაილისთვის ფაილი:Nugzar Ergemlidze (born 1 May 1955) Member of the 7th Term of the Parliament of Georgia (07.06.2008–21.10.2012).jpg შესავსები თქვენს მიერ მოწოდებული თარგი:არათავისუფალი ფაილი შევსებულია. დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 08:20, 9 მაისი 2019 (UTC)
გამარჯობა, ყველაფერი სწორადაა :) მადლობა!--Melberg განხილვაწვლილი 05:02, 10 მაისი 2019 (UTC)

ლიტერატურა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ლიტერატურაში ვუთითებთ იმ წიგნებს, რომელიც გამოვიყენეთ სტატიაში და არა იმათ, რომლებიც ამ სტატიის შესახებ გვაწვდიან ცნობებს, მაგრამ ისინი არ გამოგვიყენებია. ამისათვის შეიძლება ვიხმაროთ ქვეთავი "რეკომენდირებული (ან "რეკომენდებული" ქართულად რომელიცაა სწორი) ლიტერატურა". გიო ოქრო 21:11, 10 მაისი 2019 (UTC)

გამარჯობა, დიდი მადლობა შენიშვნისთვის. როგორც მივხვდი, თქვენი რეკომენდაციის მიხედვით უმჯობესია მივუთითოთ არა ლიტერატურა არამედ ბიბლიოგრაფია — ანუ რეკომენდებული ლიტერატურა, როგორც რაიმე საგანთა თუ საკითხთა შესახებ არსებული ლიტერატურის სია — ალბათ ამას გულისხმობთ. ვფიქრობ მართებული შენიშვნაა. იმ შემთხვევაში თუ არასწორად გავიგე თქვენი შენიშვნის შინაარსი, გთხოვთ მაცნობოთ შეძლებისდაგვარად, დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 21:39, 10 მაისი 2019 (UTC)
@Arkaitz1974: ზუსტად მიხვდით, წარმატებები. გიო ოქრო 06:03, 11 მაისი 2019 (UTC)
მაგრამ მე პირადად რეკომენდებული ლიტერატურა უფრო მისაღებად მიმაჩნია, რათა მომავალში არავის არ შეეშალოს და ბიბლიოგრაფია ლიტერატურად არ გადააკეთოს (ასეთი შეიძლება მოხდეს, რა იგულისხმება ბიბლიოგრაფიაში თუ ვერ მიხვდებიან). გიო ოქრო 06:07, 11 მაისი 2019 (UTC)

გთხოვთ გვერდიც მიუთითოთ ნელი სალაძე.--ცანგალა 19:57, 13 მაისი 2019 (UTC)

ინდირა განდი მწერალი?[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ინდირა განდი მწერალი იყო (ნამდვილად არ ვიცი, ვკითხულობ) {{ინფოდაფა მწერალი}} რომ ჩაუსვით? --Wiki - ჯაბა 05:04, 25 მაისი 2019 (UTC)

ან სონია განდი? --Wiki - ჯაბა 05:13, 25 მაისი 2019 (UTC)
აღნიშნული წიგნების ავტორად ინდირა განდია მითითებული — Books by Indira Gandhi და Books by Indira Gandhi, ხოლო აღნიშნული წიგნების ავტორად მითითებულია სონია განდიSonia Gandhi’s Books — თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ, მიმანიშნეთ და თარგს ამოვიღებ. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 05:16, 25 მაისი 2019 (UTC)

ვფიქრობ ინდირა განდის უნდა ჩავუსვათ ინფოდაფა ლიდერი, რადგან საზოგადოებისთვის ის პირველ რიგში ცნობილია როგორც პოლიტიკოსი. --Wiki - ჯაბა 05:22, 25 მაისი 2019 (UTC)

მართებული შენიშვნაა ინფოდაფა ლიდერის ჩასმასთან დაკავშირებით — ცხადია, რომ საზოგადოებისთვის ის პირველ რიგში ცნობილია როგორც პოლიტიკოსი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 11:46, 25 მაისი 2019 (UTC)

სონიას მიმიხედე, ინდირას შესახებ მე ვაპირებ სტატიის განვრცობას. --Wiki - ჯაბა 14:32, 25 მაისი 2019 (UTC)

თარგი:ავტორიტეტული წყაროები[წყაროს რედაქტირება]

თარგი გასასწორებელია, რამდენიმე მკვდარი ბმულია ხოლმე. --ცანგალა 16:29, 25 მაისი 2019 (UTC)

იხ.ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#თარგი:ავტორიტეტული წყაროები — თარგს აქვს პრობლემა და გადაწყდა, რომ შეწყდეს მისი გამოყენება, სანამ პრობლემა არ აღმოიფხვრება.--ცანგალა 19:03, 26 მაისი 2019 (UTC)

მანუჩარ მაჩაიძე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, Arkaitz1974. ძალიან დიდი შრომა გაქვთ ჩადებული სტატიაში. კარგი იქნება რჩეულობაზე თუ წარვადგენთ. თქვენ რას ფიქრობთ? Gobrona განხილვაწვლილი 20:30, 1 ივლისი 2019 (UTC)

მე ვეთანხმები გობრონას--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 20:57, 1 ივლისი 2019 (UTC)
@Gobrona: ვფიქრობდი, გარკვეული ინფორმაციის დამატებას, კერძოდ — ქვეყნის პირველობის, სათასო და საერთაშორისო მატჩებში მისი მონაწილეობის, აგრეთვე სპეციალისტების მხრიდან მისი თამაშის სტილისა და ზოგადად, როგორც ფეხბურთელის შეფასების შესახებ. ორიოდე კვირით რომ მოგვეცადა და შემდეგ ერთად გადაგვეხედა ხომ არ აჯობებდა? --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 21:03, 1 ივლისი 2019 (UTC)
თუ შესავსებია სტატია, ეგრე ჯობია. მაშინ დაგელოდებით რამდენიც საჭირო იქნება. Gobrona განხილვაწვლილი 07:26, 2 ივლისი 2019 (UTC)
@Gobrona: მადლობა, მინდა იცოდეთ რომ ძალიან ვაფასებ თქვენს კეთილგანწყობას, ყურადღებას და გულისხმიერებას, რასაც უხვად და ულევად გისურვებთ ასევე თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 08:10, 2 ივლისი 2019 (UTC)
პირიქით მადლობა, რომ ასეთი კარგი და ხარისხიანი სტატიები შემოგაქვთ ვიკიპედიაში. Gobrona განხილვაწვლილი 08:17, 2 ივლისი 2019 (UTC)
გამარჯობა, Arkaitz1974. ეს სურათი წაშლის კანდიდატია ვიკისაწყობში.Gobrona განხილვაწვლილი 16:43, 9 ივლისი 2019 (UTC)

პირველი ვიკიორდენი![წყაროს რედაქტირება]

Original Barnstar.png პირველი ვიკიორდენი
მე ვთვლი, რომ შენ ამას იმსახურებ უდიდესი შრომის გამო, ერთ თვეზე მეტია ამდიდრებ სტატიას „მანუჩარ მაჩაიძე“, მშრომელი ხარ და გისურვებ წარმატებებს, ყოველივე კარგსა და საუკეთესოს. შენ ზრუნავ არა სტატიათა რაოდენობაზე, არამედ მათ ხარისხზე, წარმატებები!

--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 21:00, 18 ივლისი 2019 (UTC)

@ჯეო: უღრმესი მადლობა თანადგომისა და ასეთი მაღალი შეფასებისთვის! საუკეთესო სურვილებით--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 21:20, 18 ივლისი 2019 (UTC)

დანიელ პასარელა‎[წყაროს რედაქტირება]

დანიელ პასარელა — სტატიებში ენციკლოპედიური ტექსტები უნდა იყოს და არა სპორტული პორტალების მსგავსი. აქ სამწერტილი სრულიად ზედმეტია. გიო ოქრო 08:47, 21 აგვისტო 2019 (UTC)

@გიო ოქრო: გეთანხმებით, ნამდვილად მართებული შენიშვნაა, ენციკლოპედიური ტექსტისთვის სამწერტილი სრულიად ზედმეტია. მადლობას გიხდით, როგორც ყურადღებისთვის, ასევე ამომწურავი განმარტებისთვის. საუკეთესო სურვილებით--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 09:07, 21 აგვისტო 2019 (UTC)