ავღანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: li:Afghanistan
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
|დროშა = Flag of Afghanistan.svg
|დროშა = Flag of Afghanistan.svg
|გერბი = Coat of arms of Afghanistan.svg
|გერბი = Coat of arms of Afghanistan.svg
|რუკა = Afghanistan (orthographic projection).svg
|რუკა = Afghanistan in its region.svg
|ჰიმნი = Milli Tharana
|ჰიმნი = Milli Tharana
|დევიზი =
|დევიზი =

17:42, 2 თებერვალი 2012-ის ვერსია

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა
د افغانستان اسلامي جمهوریت
جمهوری اسلامی افغانستان
ავღანეთი
ავღანეთის
დროშა
ჰიმნი: Milli Tharana
ავღანეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ქაბული
34°31′ ჩ. გ. 69°08′ ა. გ. / 34.517° ჩ. გ. 69.133° ა. გ. / 34.517; 69.133
ოფიციალური ენა პუშტუ, დარი
მთავრობა ისლამური საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი
 -  ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად ფაჰიმი
 -  ვიცე-პრეზიდენტი ქარიმ ხალილი
ფართობი
 -  სულ 647,500 კმ2 (41-ე)
 -  წყალი (%) 0
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 31,889,923 (37-ე)
 -  1979 აღწერა 13,051,358 
 -  სიმჭიდროვე 46 ად კაცი/კმ2 (150-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $32.4 მილიარდი (92-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1,490 (158-ე)
აგი (1993) 0.229 
ვალუტა ავღანი (AFN)
დროის სარტყელი (UTC +4:30)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +4:30) (UTC)
ქვეყნის კოდი AFG
Internet TLD .af
სატელეფონო კოდი 93


სახელწოდება

  • ოფიციალური: ავღანეთის ისლამური სახელმწიფო.
  • ეროვნული: افغانستان (Afghanistan), Dowlat-e Eslami-ye Afghanestan; Da Afghanistan Islami Dawlat .
  • ეტიმოლოგია: იგი შესაძლოა წარმოდგებოდეს სანსკრიტული Upa-Ghana-Stan-ისაგან, რაც ითარგმნება როგორც „გაერთიანებული ტომების ქვეყანა“.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალური აზიის სამხრეთში, ძველი „აბრეშუმის გზაზე“. იგი გარშემორტყმულია ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიისა და ინდოეთის სუბკონტინეტის ქვეყნებით (ირანი, პაკისტანი, ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი). ფართობი: 647.500 კვ.კმ.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა : გარდამავალი პოლიტიკური სისტემა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი (Hamid KARZAI, 2002 წლის ივნისიდან).

დემოგრაფია

ეკონომიკა

ხანგრძლივმა ომებმა მთლიანად მოშალა ეკონომიკა, რომლის საფუძველი ტრადიციულად სოფლის მეურნეობა იყო. ამჟამად ქვეყანა საგარეო ფინანსური დახმარებებით არსებობს.

  • რესურსები : ბუნებრივი აირი, ნავთი, ქვანახშირი, სპილენძი, ქრომიტი, ტალკი, ბარიტი, გოგირდი, ტყვია, თუთია, რკინის მადანი, მარილი, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები.
  • ვალუტა : ავღანი (AFA).

ისტორია

ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ განაპირობა ის, რომ ავღანეთისათვის იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში, მათ შორის ისტორიის თანამედროვე ეტაპზე. მან გადაიტანა კონფლიქტებისა და არასტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი, რამაც მთლიანად მოშალა ეკონომიკა და სახელმწიფო სისტემა, მილიონობით ავღანელი ლტოლვილად აქცია. თავისი როლი შეასრულა სტიქიურმა უბედურებებმაც - მიწისძვრებმა და გვალვებმა.

  • XX ს. - სრული დამოუკიდებლობა ქვეყანამ მიიღო 1919 წელს ინგლისთან მესამე ომის შედეგად. კონსტიტუციური მონარქია დამყარდა 1963 წელს, დაემხო 1973 წელს. სსრკ-თან გაფორმდა ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ 1978 წელს. ქვეყანაში დაიწყო რეფორმები, რამაც გამოიწვია კონსერვატორული ისლამური ოპოზიციის წინააღმდეგობა. სამხედრო დაპირისპირების გაძლიერებას მოჰყვა საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაცია 1979-1989 წლებში. უკანასკნელ წლებში კი ქვეყანა სამოქალაქო ომის ასპარეზად იქცა. ხელისუფლება პერიოდულად სხვადასხვა დაჯგუფებების ხელშია. 1998 წლიდან ქაბულს და ქვეყანის უდიდეს ნაწილს თალიბები აკონტროლებდნენ.
  • XXI ს. - 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ავღანეთში თავშესაფარი ჰპოვა ოსამა ბინ ლადენმა, რომელიც აშშ-ს მიერ დადანაშაულებული იყო ამ და სხვა ტერაქტების ორგანიზებაში. ავღანეთის ე.წ. ჩრდილოეთის ალიანსის ოპოზიციურმა ძალებმა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერით დაამხეს თალიბანის რეჟიმი. 2001 წლის ბოლოს - შეიქმნა ჰამიდ კარზაის დროებითი მთავრობა. 2004 წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ადგილობრივ საველე მეთაურთა წინააღმდეგობების დაძლევა.

მემკვიდრეობა

მნიშვნელოვანი ძეგლებია: ბამიანის ველის გამოქვაბული მონასტრები (I - VIII სს.), სასახლე ბუსტაში (XI ს.), მინარეთი ჯამში (XII ს.), გაუხარშადის მავზოლეუმი ჰერათში (XV ს.). ომებმა გაანადგურა ქაბულისა და ყანდაარის ბევრი ისტორიული მონუმენტი.

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA