ავღანეთის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავღანეთის ისლამური საამიროს დროშა
Flag of the Taliban.svg
მიღებულია 15 აგვისტო, 2021 წელი
პროპორცია 1:2[1]
კომპიუტერული
დიზაინი
დროშაზე გამოსახულია შაჰადა, დაწერილი ისლამური კალიგრაფიის ერთ-ერთი სახით - თულუთი

ავღანეთის ისლამური საამიროს დროშა (ურდუ د افغانستان بیرغ)(დარი. پرچم افغانستان) რომელიც ასევე გამოიყენება, როგორც თალიბანის დროშა, შედგება თეთრი ფონისგან, რომელზეც გამოსახულია შაჰადა შავ ფერში. იგი დამტკიცდა 2021 წლის 15 აგვისტოს, 2001-2021 წლების ომში თალიბანთა გამარჯვების შემდეგ.[2][3][4][5][6][7] 1919 წლის ანგლო-ავღანური ომის შემდეგ ავღანეთმა გამოიყენა დაახლოებით 19 ეროვნული დროშა, რომელთაგან თითქმის ყველაში შავი, წითელი და მწვანე ფერები იყო გამოყენებული.[8][9]

საერთაშორისოდ აღიარებულ სამფეროვან დროშას, რომელიც კვლავ გამოიყენება საერთაშორისო დონეზე და ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ კამპანიებში, აქვს ვერტიკალური შავი, წითელი და მწვანე დანაყოფები. ცენტრში მას თეთრი ფერის ეროვნული ემბლემა აქვს, რომელიც გარშემორტყმულია ხორბლის თავებით, მოიცავს შაჰადას, ცენტრში კი განთავსებულია მეჩეთი, რომლის მინარეთებზეც ავღანეთის დროშებია აღმართული.

ავღანეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიტინგების დროს ჯალალაბადში და ავღანეთის სხვა ქალაქებში 2021 წლის 18-19 აგვისტოს თალიბანებმა მოკლეს სამი ადამიანი და დაჭრეს ათზე მეტი თალიბანთა დროშის მოხსნისა და სამფეროვანი დროშის აღმართვის გამო[10][11], 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლის თავზე კი მათ ქაბულში, პრეზიდენტის რეზიდენციაში აღმართეს თეთრი ფონის დროშა, აშშ-ის საწინააღმდეგოდ.[12] თალიბანებმა გამოსცეს მკაცრი ბრძანება, რომელიც მოითხოვს ისლამური საამიროს დროშის გამოყენებას ნებისმიერ გარემოში.

სიმბოლიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთის ისლამური საამარის დროშაზე წარმოდგენილია თეთრი ფერის ფონზე შავ ფერში გამოსახული შაჰადი. შავი ფერის შაჰადა შემოვიდა 1997 წლის შემდეგ, რომელიც არის ისლამური რწმენის გამომსახველი.[13][14] ამჟამინდელი დროშა განსხვავებულია სხვა ჯიჰადისტური ჯგუფებისგან, როგორიცაა ალ-კაიდა და ISIS, რადგან ძირითადი დროშის ფერი თეთრია, შაჰადი კი შავი. სავარაუდოა, რომ ისლამური საამიროს ამჟამინდელი დროშა შთაგონებულია ომაიანთა სახალიფოს იმ პერიოდით, როცა VII-VIII საუკუნეებში ისლამი ავღანეთშიც გავრცელდა. 663-665 წლებში უმაიადი შეიჭრა ავღანეთში, ეს უკანასკნელი აზიაში არაბული ექსპანსიისთვისთვის დერეფნად იქცა.

სამფეროვანი დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამფეროვან დროშაზე გამოსახულია შავი, წითელი და მწვანე ზოლები, ცენტრში კი - ავღანეთის ეროვნული ემბლემა.

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დროშა, რომელიც მითითებულია 2004 წლის კონსტიტუციაში , შედგება ვერტიკალური სამფერისგან, ცენტრში კლასიკური ეროვნული ემბლემით. მიმდინარე ვარიაცია 2013 წლის 19 აგვისტოს დადგენილებით მიიღეს, მაგრამ მსგავსი დიზაინის მქონე არაერთი დროშა გამოიყენებოდა მე-20 საუკუნის განმავლობაში. მიუხედავად 2021 წლის ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დამხობისა, სამი ფერის მქონე დროშა მაინც გამოიყენება საერთაშორისო საზოგადოებაში და ავღანეთის დიპლომატიური მისიების უდიდეს ნაწილში. მას ასევე ხშირად იყენებენ ავღანურ დიასპორაში და რესპუბლიკელ მეამბოხეებშიც, რამაც საფუძვლიანად აქცია იგი ქვეყნის შიდა წინააღმდეგობის სიმბოლოდ.[15][16][17][18][19][20][21]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი ფერი განასახიერებს ქვეყნის პრობლემატურ მდგომარეობას XIX საუკუნეში, წითელი ფერი განასახიერებს 1919 წელს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა დაღვრილ სისხლს, ხოლო მწვანე იმედსა და კეთილდღეობას სიმბოლიზირებს.[22][23] ზოგიერთი ალტერნატიული განმარტების თანახმად, შავი ფერი ასახავს ისტორიას, წითელი პროგრესს, ხოლო მწვანე — ისლამს ან მდგრადობას სოფლის მეურნეობის სფეროში.[24][25] სამი ფერი სავარაუდოდ შთაგონებული იყო ავღანეთის მეფის, ამანულა ხანის მიერ 1928 წელს მეუღლესთან ერთად ევროპაში ვიზიტით, ხოლო დიზაინი დაფუძნებულია გერმანიის დროშაზე.[26]

1928 წლიდან მოყოლებული თითქმის ყველა ავღანეთის სამფეროვან დროშას ცენტრში თან ერთვის ავღანეთის გერბი. თითქმის ყველა ემბლემაზე იყო გამოსახული მეჩეთი, რომელიც პირველად გამოჩნდა 1901 წელს და ხორბლის თავების წრიული განლაგება, რომელიც პირველად გამოჩნდა 1928 წელს.

სამფეროვანმა დროშამ დღევანდელი, საბოლოო ფორმა მიიღო 2002 წელს, მოგვიანებით, 2004 და 2013 წლებში ცვლილებების შესაბამისად, ზოგიერთი ვარიანტი შეიცავდა სხვადასხვა ფერის ემბლემებს.[27]

2021 წელს, ქაბულის დაცემისა და ავღანეთის ისლამური საამიროს აღდგენის შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა ჯალალაბადსა და სხვა ქალაქებში, სადაც მომიტინგეები აფრიალებდნენ ავღანეთის სამფეროვან დროშებს, რომლითაც აპროტესტებდნენ მის მოხსნას თალიბანის მმართველობის მიერ, თეთრის აღდგენის გამო.[28]

სამფეროვანი დროშა ავღანეთის დელეგაციამ გამოიყენა 2020 წლის ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე 2021 წლის 25 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე, ასევე 2021 წლის კრიკეტის T20 მსოფლიო თასზე 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე, ორივე ქაბულის დაცემის შემდეგ.[29][30]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Smith, Whitney (1997). „New flags: Islamic Emirate of Afghanistan“. The Flag Bulletin. XXXVI-5 (177).
  2. „Taliban hoist giant flag in Afghan capital, eight months after return“. Agence France-Presse. Kabul. France 24. 31 March 2022. ციტირების თარიღი: 4 April 2022.
  3. Chughtai, Alia; Moslih, Hashmat (19 August 2021). „Infographic: Afghanistan's flags over the years“. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 4 April 2022.
  4. Dawi, Akmal (14 March 2022). „Afghan Diplomatic Missions in US Close, Remain Open Elsewhere“. Voice of America.
  5. Gannon, Kathy (11 September 2021). „Taliban flag rises over seat of power on fateful anniversary“. Associated Press. Kabul. ციტირების თარიღი: 4 April 2022.
  6. Bell, Stewart; Semple, Jeff (2 November 2021). „The Taliban is rebranding Kabul with its white flags, but what comes next has Afghans on edge“. Global News. ციტირების თარიღი: 4 April 2022.
  7. „Taliban flags proliferate as Afghan tricolour becomes resistance symbol“. Agence France-Presse. Kabul. France 24. 23 August 2021. ციტირების თარიღი: 4 April 2022.
  8. Afghanistan. The World Factbook. Central Intelligence Agency (11 August 2021). ციტირების თარიღი: 16 August 2021
  9. Artimovich, Nick; McMillan, Joe; Macdonald, Ian. Historical Flags (Afghanistan) (21 September 2016). ციტირების თარიღი: 11 February 2020
  10. Latifi, Ali M.. Shots fired at Afghan protest against Taliban, 2 reported dead.
  11. Several reported killed as Taliban shoot at crowds waving Afghan flag (19 August 2021).
  12. Taliban flag rises over seat of power on fateful anniversary (11 September 2021).
  13. The meaning and history of the Taliban flag amid protests in Afghanistan en (2021-08-19). ციტირების თარიღი: 2022-05-30
  14. Black text on white background — the history and significance of the Taliban flag en-US (2021-09-10). ციტირების თარიღი: 2022-05-30
  15. Stancati, Margherita (18 January 2022). „Taliban Intensify Efforts to Take Control of Afghanistan’s Overseas Embassies“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 26 November 2022.
  16. Jakes, Lara; Gall, Carlotta (13 February 2022). „Unpaid and Potentially Stateless, Afghan Diplomats Seek Permission to Remain in U.S.“. The New York Times. ციტირების თარიღი: 26 November 2022.
  17. Flag of Afghanistan. ციტირების თარიღი: 26 November 2022
  18. Chabria, Anita; Parvini, Sarah (21 August 2021). „For many Afghan refugees, the struggles don’t end when they reach U.S. soil“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 26 November 2022.
  19. Wintour, Patrick (17 May 2022). „Plight of Afghan judges in spotlight as court hears UK asylum challenge“. The Guardian. ციტირების თარიღი: 26 November 2022.
  20. Robertson, Nic; Kohzad, Nilly; Lister, Tim; Regan, Helen (6 September 2021). „Taliban claim victory in Panjshir, but resistance forces say they still control strategic position in the valley“. CNN. ციტირების თარიღი: 26 November 2022.
  21. „Taliban flags proliferate as Afghan tricolour becomes resistance symbol“. Agence France-Presse. France 24. 23 August 2021. ციტირების თარიღი: 26 November 2022.
  22. Smith, Whitney. (25 March 2004) Flag of Afghanistan. ციტირების თარიღი: 11 February 2020
  23. Afghanistan Flag – colors & meaning – history & info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 31 December 2017
  24. Field Listing :: Flag Description. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 11 February 2020
  25. Leitão, João. Flags of Asia – Meaning of the Asian country flags. ციტირების თარიღი: 28 August 2019
  26. Healy, Don (1994). „Evolutionary Vexillography: One Flag's Influence in Modern Design“ (PDF). Raven. North American Vexillogical Association. 1: 41–64. doi:10.5840/raven199415. ISSN 1071-0043. S2CID 183729827. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 10 August 2019. ციტირების თარიღი: 11 February 2020.
  27. Afghanistan 2002–2004. ციტირების თარიღი: 18 June 2021
  28. Deadly protest in Jalalabad against removal of Afghan flag.
  29. Afghanistan flag represented at Tokyo 2020 Paralympics Opening Ceremony. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 10 September 2021
  30. Team Afghanistan – Profile | Tokyo 2020 Paralympics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 10 September 2021