სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
სამცხე-ჯავახეთის მხარე | |
ქვეყანა | საქართველო |
ადმ. ცენტრი | ახალციხე |
შიდა დაყოფა | ადიგენის მუნიციპალიტეტი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°35′00″ ჩ. გ. 43°16′00″ ა. გ. / 41.58333° ჩ. გ. 43.26667° ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | ბესიკ ამირანაშვილი[1] |
დაარსდა | 1995 |
ფართობი | 6413 კმ² |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 155 900 (2017) კაცი |
სიმჭიდროვე | 25,03 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 50,5 % ქართველები 48,3 % რუსები 0,4 % ბერძნები 0,3 % ოსები 0,2 %[2] |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 45,24 % გრიგორიანები 39,95 % კათოლიკეები 9,36 % მუსლიმები 3,78 %[3] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ოფიციალური საიტი | http://samtskhe-javakheti.gov.ge/ |
სამცხე-ჯავახეთის მხარე — მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთისა და თორის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SJ.
ზოგადი ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარის ფართობი შეადგენს 6413 კვ.კმ-ს, მოსახლეობა — 160 504 (2014)[4], მათგან 48,28 % ეთნიკურად ქართველი იყო, 50,52 % კი სომეხი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 24,6 კაცს.
მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი — 5: ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა;
- დაბა — 7: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი, ახალდაბა, ადიგენი, აბასთუმანი, ასპინძა;
- სოფელი — 258[5].
ადგილობრივი მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამცხე-ჯავახეთში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:
- ადიგენის მუნიციპალიტეტი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტი;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტი;
- ახალციხის მუნიციპალიტეტი;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი;
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.
მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:
- 1994 - ვლადიმერ ბაქრაძე
- 1998 - გიგლა ბარამიძე
- 2002 - თემურ მოსიაშვილი
- 2003 - გელა კვარაცხელია
- 2004 - ნუგზარ პარუნაშვილი
- 2004 - ნიკო ნიკოლოზიშვილი
- 2005 - გიორგი ხაჩიძე
- 2008 - ლაშა ჭკადუა
- 2012 - ივანე წიკლაური
- 2013 - აკაკი მაჭუტაძე
- 2018 - კახა სამხარაძე
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[6] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამცხე-ჯავახეთი | 213 329 | 231 593 | 227 676 | 238 750 | 240 300 | 207 598 | 160 504 | 158 700 | 157 200 | 155 900 |
ადიგენის | 19 593 | 20 272 | 20 278 | 21 284 | 21 500 | 20 752 | 16 462 | 16 400 | 16 400 | 16 300 |
ასპინძის | 11 265 | 12 494 | 12 264 | 13 262 | 13 200 | 13 010 | 10 372 | 10 500 | 10 500 | 10 500 |
ახალქალაქის | 62 977 | 69 992 | 68 234 | 69 256 | 71 500 | 60 975 | 45 070 | 44 200 | 43 500 | 42 900 |
ახალციხის | 50 420 | 51 907 | 49 836 | 54 747 | 54 700 | 46 134 | 38 895 | 39 200 | 39 300 | 39 400 |
ბორჯომის | 37 010 | 39 661 | 40 796 | 41 266 | 41 500 | 32 422 | 25 214 | 25 300 | 25 300 | 25 200 |
ნინოწმინდის | 32 064 | 37 267 | 36 268 | 38 935 | 37 900 | 34 305 | 24 491 | 23 100 | 22 200 | 21 500 |
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
- ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
- თმოგვის ციხე
- ხერთვისის ციხე
- ზარზმის მონასტერი
- საფარის მონასტერი
- რაბათის ციხე
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ხერთვისის ციხე
ჯაბა ლაბაძის სურათი -
აწყურის ციხე
ლაშა ხაჩიძის ფოტო -
აწყურის ტაძარი
ლაშა ხაჩიძის ფოტო -
ზარზმის მონასტერი
ჯაბა ლაბაძის სურათი -
ვანის ქვაბები, წმინდა გიორგის ტაძარი
ლაშა ხაჩიძის ფოტო -
ჯაყისმანის მონასტერი
ლაშა ხაჩიძის ფოტო
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამცხე-ჯავახეთის მხარის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 7 ახალი გუბერნატორიდან ყველა კაცია
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-03-16.
- ↑ Georgia division
|
|