რაბათის ციხე
რაბათის ციხე | |
---|---|
![]() | |
| |
მდებარეობა |
![]() |
სტატუსი | აღდგენილი |
რაბათის ციხე — ისტორიული ციხე საქართველოს ქალაქ ახალციხეში, „რაბათის“ ისტორიულ უბანში. მდებარეობს მდინარე ფოცხოვის ნაპირზე.
რაბათის ციხე ახალციხის ციხე-კომპლექსის ნაწილია, რომელიც შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ის იყო რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა, მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. საუკუნეების მანძილზე აქ ახალციხის მფლობელთა რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი, შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდნენ.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“.
2011-2012 წლებში მიმდინარე რეკონსტრუქციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 11599