ჯაყისმანის მონასტერი
ჯაყისმანის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°31′15″ ჩ. გ. 42°49′27″ ა. გ. / 41.5209333° ჩ. გ. 42.8242972° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
დეტალები
|
ჯაყისმანის მონასტერი — ისტორიულ სამცხეში, ქალაქ ვალედან ოციოდე კმ-ის მოშორებით სამხრეთის მიმართულებით, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში. ძეგლთან მიღწევა საკონტროლო პუნქტის გავლით არის შესაძლებელი. უახლოესი დასახლებული პუნქტი 9 კმ-ის მოშორებით სოფელი წყალთბილაა. სამანქანო გზა პრაქტიკულად არ არსებობს. მონასტერი დაახლოებით ორი წელია რაც მოქმედია და მასში, წინამძღვრის გარდა, რვა მორჩილი ცხოვრობს. მთავარი ტაძარი აღდგომის სახელობისაა[1].
ძეგლის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია დარბაზული ტიპისაა და განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. იგი თავისი მხატვრული ღირებულებით სამცხე-ჯავახეთის მხარის დარბაზულ ეკლესიებს შორის გამოირჩევა. მისი სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონე, კედლის წყობა, ფაქიზად თლილი ქვებით მოპირკეთება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში, თაღების, პილასტრების, კაპიტელების ნატიფი ფორმები ამ ძეგლს X-XI საუკუნეების ქართული - განსაკუთრებით, ჯავახეთისა და ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრების ნიმუშებთან აახლოებს[2].
ჯაყისმანის სამონასტრო კომპლექსი შემდეგი ნაგებობებისგან შედგება: მთავარი დარბაზული ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთიდან ორი მცირე სამლოცველო (მათგან ერთი, შესაძლოა, პასტოფორიის ფუნქციას ასრულებდა) აკრავს, ხოლო დასავლეთიდან - ნართექსის ნაშთები. კომპლექსში შემავალი ნაგებობები ფერდობზე, ძველი ნასოფლარის ტერიტორიაზე ხელოვნურად მოსწორებულ ბაქანზეა განლაგებული. ფერდობი ფოცხოვის ხეობას გადაყურებს[1].
მონასტრის ახლოს, ფოცხოვის ხეობაში, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე - ჯაყის ციხე, რომელიც ჯაყელთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, ჯაყისმანი ჯაყისუბნის ტოპონიმიდან მოდის და დამახასიათებელია ტერიტორიისთვის, რომელიც ისტორიულად ჯაყის სახელს ატარებდა და მსხვილი ფეოდალების, ჯაყელების, სამფლობელოს ნაწილს წარმოადგენდა[2].
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მონასტერს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ჯაყისმანის მონასტრი
ლაშა ხაჩიძის ფოტო -
ჯაყისმანის მონასტრი
ლაშა ხაჩიძის ფოტო -
ჯაყისმანის მონასტრი
ლაშა ხაჩიძის ფოტო
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ.,1992
- თოთიბაძე ვ., ჯაყისმანის (ჯაყისუბნის) სამონასტრო კომპლექსი, ძეგლის მეგობარი. 1984, N 67.
- სილაგაძე ნ., ჯაყისმანის მონასტერი, თბ., 2011
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ჯაყისმანის სამონასტრო კომპლექსს მოინახულებს
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ