ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი
ზვართნოცის აეროპორტი
| ||
---|---|---|
ინფორმაცია
| ||
ტიპი | საერთაშორისო | |
ოპერატორი | Armenia International Airports CJSC | |
ადგილმდებარეობა | ზვართნოცი, სომხეთი | |
ჰაბი | Air Armenia | |
სიმაღლე ზდ | 865 მ | |
კოორდინატები | 40°08′50″ ჩ. გ. 044°23′45″ ა. გ. / 40.14722° ჩ. გ. 44.39583° ა. გ. |
ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: EVN, ICAO: UDYZ) (სომხ. Զվարթնոց Միջազգային Օդակայան) — საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. მდებარეობს ერევნიდან დასავლეთით 12 კმ-ში. აქვს ტრანზიტული ზონა. აშენდა 1961 წელს. 1980-იან წლებში აეროპორტს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს და ემსახურება რეისებს მთელი მსოფლიოდან, თანამშრომლობს ბევრ ავიაკომპანიასთან, ემსახურება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა რეისებს. მუშაობს მთელი დღე-ღამის განმავლობაში.
1998 წელს გაიხსნა ახალი სატვირთო ტერმინალი. 2001 წელს აეროპორტი იჯარის სახით 30 წლის ვადით გადაეცა არგენტინულ კომპანია Aeropuertos Argentina 2000-ს. 2004 წელს დაიწყო ახალი საერთაშორისო ტერმინალის მშენებლობა. აეროპორტში არის უბაჟო ვაჭრობის მაღაზიები, ბანკომატები, რესტორნები, ბარები, VIP სერვისი. ზვართნოცის აეროპორტში ვიზები გაიცემა მხოლოდ სომხურ დრამებში. შემუშავდა ფრენის ინფორმაციის მიღების სისტემა (FIDS). ასევე შეიქმნა იდენტიფიკაციის ბიომეტრიული სისტემები, როგორც ბარგის, ასევე მგზავრების შემოწმებისათვის. ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3,5 მილიონამდე მგზავრს ემსახურება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი (ოფიციალური საიტი)
- General Department of Civil Aviation of Armenia - airport information დაარქივებული 2015-06-27 საიტზე Wayback Machine.
- Zvartnots Airport Official taxi service დაარქივებული 2017-09-11 საიტზე Wayback Machine.
|