ზემო ბოშური
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ზემო ბოშური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბოშური |
კოორდინატები | 41°51′48″ ჩ. გ. 43°54′41″ ა. გ. / 41.86333° ჩ. გ. 43.91139° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1260 მ |
მოსახლეობა | 132[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,5 % ოსები 1,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზემო ბოშური — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ბოშურის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ტანის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1260 მეტრი, გორიდან 30 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1863 წელს, მებატონე ერისთავებმა სოფლის გლეხებს გაუდიდეს ფულადი გადასახადი — შეაწერეს 2000 მანეთი და 45 კაპიკი. უკმაყოფილო გლეხებმა თავი მოიყარეს სოფლის ეკლესიის ეზოში და უარი განაცხადეს ფულის გადახდაზე. მთავრობამ სოფელში ეგზეკუცია ჩააყენა. დამსჯელმა რაზმმა დაარბია გლეხების სახლ-კარი და აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ მებატონეს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 132 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 167 | 73 | 94 |
2014[1] | 132 | 62 | 70 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩიმაკაძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 67-68.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 507.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II