შინაარსზე გადასვლა

ახალი სვირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ახალი სვირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი მეორე სვირი
კოორდინატები 42°09′35″ ჩ. გ. 42°54′01″ ა. გ. / 42.15972° ჩ. გ. 42.90028° ა. გ. / 42.15972; 42.90028
ცენტრის სიმაღლე 122
მოსახლეობა 367[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახალი სვირი — საქართველო
ახალი სვირი
ახალი სვირი — იმერეთის მხარე
ახალი სვირი

ახალი სვირი[2]სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, (მეორე სვირის თემი). მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 122 მეტრი, ზესტაფონიდან 14 კილომეტრი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 507 246 261
2014[1] 367 181 186

სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ სვირი განმარტებულია, როგორც მცველი. სახელწოდება, სავარაუდოდ, სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნაპურადევის ციხის თავდაცვითი ფუნქციიდან მომდინარეობს.

მეორე სვირის ტერიტორიაზეა აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი. სოფლის ტერიტორიაზე მოყვანილი ვაზის შესაბამისი ჯიშებისგან (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა) მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო სვირი. სოფელში გადის აჯამეთის არხი, სარწყავი სისტემა, რომელიც სოფელ მეორე სვირიდან სოფელ ვარციხისკენ მიემართება. სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-ხაშურის მონაკვეთზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]