ანდრო ჟორდანია
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანდრო დიმიტრის ძე ჟორდანია | ||
დაბადების თარიღი | 4 ნოემბერი, 1904 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 25 აპრილი, 1974 (69 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 167 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1922–1924 | თსუ თბ. | ||
1925–1928 | დინამო თბ. | ||
1929 | დინამო დ. | ||
1932–1935 | დინამო ივ. | ||
1936–1937 | სპარტაკი ივ. | 11 | (3) |
1938–1940 | ოსნოვა ივ. | 1 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1936–1937 | სპარტაკი ივანოვო | ||
1938–1941 | ოსნოვა ივანოვო | ||
1945 | დინამო თბილისი | ||
1946–1947 | დინამო თბილისი | ||
1948–1951 | სპარტაკი თბილისი | ||
1952–1954 | კრასნოე ზნამია | ||
1955 | დინამო თბილისი | ||
1955–1956 | ფშმ თბილისი | ||
1957–1958 | ლოკომოტივი ქუთაისი | ||
1959–1961 | დინამო თბილისი | ||
1962 | ლოკომოტივი თბილისი | ||
1964–1965 | ტორპედო ქუთაისი | ||
1965–1967 | მეშახტე ტყიბული | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ანდრო ჟორდანია (დ. 4 ნოემბერი, 1904, თბილისი, რუსეთის იმპერია — გ. 25 აპრილი, 1974, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1947), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1960).
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერის განმავლობაში ითამაშა თბილისის (1925–28), დნეპროპეტროვსკის (1930–31) და ივანოვოს (1932–35) კლუბებში. თამაშობდა „სპარტაკსა“ (1936–37) და „ოსნოვაში“ (1938–40). იყო საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პრიზიორი. ითამაშა თბილისის, საქართველოს, ამიერკავკასიის, უკრაინის, დნეპროპეტროვსკის და ივანოვოს ნაკრებებში. არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია თავდასხმაში, მაგრამ ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა.
სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ქალაქ ივანოვოში. იგი იყო მოთამაშე მწვრთნელი ივანოვოს „ოსნოვაში“, რომლის შემადგენლობაში 1940 წელს რსფსრ-ს თასი მოიგო.
იყო სამამულო ომის მონაწილე, სადაც დაიმსახურა მრავალი სამხედრო ჯილდო.
ომის შემდეგ ჟორდანია არაერთხელ იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და ორჯერ (1946, 1960) თასის ფინალში გავიდა. ამას გარდა, წარმატებით მუშაობდა სხვა ქართულ გუნდებთანაც. ავტორია წიგნისა „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე“.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სსრ კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: 1931
- სსრ კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1924
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1947 № 354
- საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი: 1960
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თასის მფლობელი: 1940
ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდრო ჟორდანიამ ქართული ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი აღმოაჩინა და აღზარდა — გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალოევი და სხვ. ქართული ფეხბურთის წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის ანდრო ჟორდანიას ქართული ფეხბურთის პატრიარქი უწოდეს.[1]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ანდრო ჟორდანია საქართველოს XX საუკუნის მეორე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[2][3]
„სახალხო გაზეთმა“ იგი დაასახელა XX საუკუნის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად, ნოდარ ახალკაცთან და ანატოლი ნორაკიძესთან ერთად.
1975 წლიდან დაწესდა მისი სახელობის თასის გათამაშება საქართველოს პირველობის მონაწილე საფეხბურთო გუნდებს შორის.[4]
1974 წლიდან საქართველოს საუკეთესო ფეხბურთის მწვრთნელის ჯილდო ანდრო ჟორდანიას სახელობისაა.
ანდრო ჟორდანიას სახელობისაა თბილისის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა, რომელსაც 2013 წლიდან მისივე ბარელიეფი ამშვენებს.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია, ანდრო., ფიქრები ქართულ ფეხბურთზე, თბ., 1976.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაკაბაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 255.
- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- Винокуров В. И.; Владимиров В.Г. Всё о футболе / Соскин А. М. (сост.). — М.: ФиС, 1972. — 301 c.
- Соскин А. М. (сост.) Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. — М.: ФиС, 1972. — 301 c.
- Торадзе, Гулбат Футбол на всю жизнь. — Тб.: Русский клуб, 2007. — 11, 23, 31, 65–67 c. ISBN 99940-60-26-0.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3.
- ცინცაძე, დურმიშხან, ზოგიერთი რამ ფეხბურთის მიღმა // „ლელო“, 16–19 მაისი, 2003, № 36 (11 697), გვ. 3.
- ნოზაძე, ო. არასოდეს ღალატობდა ალღო... // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1983, № 250 (7561), გვ. 3.
- ჯაფარიძე, ოთარ, დავუბრუნოთ ქართული ფეხბურთის ისტორიას დავიწყებული გუნდებისა და ფეხბურთელების სახელები // ჟურნ. „ათიანი“, იანვარი, 2015, № 70, გვ. 18–25.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანდრო ჟორდანია — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- ანდრო ჟორდანია — 110 — საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
ქართული სპორტი · Dinamo-Tbilisi.ru · FootballFacts.ru |
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
Presa.ge · Sportall.ge · Worldsport.ge |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული ფეხბურთის პატრიარქი
- ↑ XX საუკუნის რჩეულები // mygoals.ge
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
- ↑ დღეს ფინალია // „ლელო“, 30 მარტი, 1976, № 62 (5612), გვ. 4.
|
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- დაბადებული 1904
- დაბადებული 4 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1974
- გარდაცვლილი 25 აპრილი
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- თბილისის სპარტაკის მწვრთნელები
- ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელები
- ტყიბულის მეშახტეს მწვრთნელები