ვირუსები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვირუსების ზომა სხვა ორგანიზმების და მოლეკულების ზომებთან შედარებით

ვირუსები — 20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი გააჩნიათ. ბუნებაში, ვირუსი ერთადერთოი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც უჯრედული აგებულება არ აქვს. არაცოცხალ ბუნებაში ისინი ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელ არცერთ ნიშანს არ ავლენენ. ამის გამო მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ მიეკუთვნებინათ თუ არა ისინი ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ვირუსს დამოუკიდებლად გამრავლების უნარი არ გააჩნია, იგი მხოლოდ უჯრედების ინფიცირების საშუალებით მრავლდება. ვირუსები გასამრავლებლად ადამიანის, ცხოველის ან მცენარის უჯრედებს ირჩევენ. ვირუსის გამრავლების გამო, მასპინძელი უჯრედი იღუპება. არსებობს განსაკუთრებული ვირუსები, რომლებიც ბაქტერიების უჯრედშიც მრავლდებიან. ბაქტერიების ვირუსს ბაქტერიოფაგი ანუ ფაგი ჰქვია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Collier, Leslie; Balows, Albert; Sussman, Max (1998) Topley and Wilson's Microbiology and Microbial Infections ninth edition, Volume 1, Virology, volume editors: Mahy, Brian and Collier, Leslie. Arnold. ISBN 0-340-66316-2.
  • Dimmock, N.J; Easton, Andrew J; Leppard, Keith (2007) Introduction to Modern Virology sixth edition, Blackwell Publishing, ISBN 1-4051-3645-6.
  • Knipe, David M; Howley, Peter M; Griffin, Diane E; Lamb, Robert A; Martin, Malcolm A; Roizman, Bernard; Straus Stephen E. (2007) Fields Virology, Lippincott Williams & Wilkins. ISBN 0-7817-6060-7.
  • Shors, Teri (2008). Understanding Viruses. Jones and Bartlett Publishers. ISBN 0-7637-2932-9.