შინაარსზე გადასვლა

1900-იანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათასწლეული: II
საუკუნე: XIXXXXXI
ათწლეული: 1870-იანები 1880-იანები 1890-იანები

1900-იანები

1910-იანები 1920-იანები 1930-იანები

წლები: 1900 · 1901 · 1902 · 1903 · 1904
1905 · 1906 · 1907 · 1908 · 1909

1900-იანი (ათას ცხრაასიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1900-იანებიგრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1900 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1909 წლის 31 დეკემბერს.


მოვლენები


სარჩევი: 1900 1901 1902 1903 1904 1905 1906 1907 1908 1909

  • 2 იანვარი — თბილისში აღინიშნა ქართული თეატრის დაარსებიდან 50 წლის იუბილე. ზეიმით შეხვდნენ ბათუმსა და ქუთაისშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში დაიდგა გ. ერისთავის „გაყრა“, ასევე ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ და „გლახა ჭრიაშვილი“.
  • 4 იანვარიტიფლისთან ახლოს მოხდა მიწისძვრა, რის შედეგადაც განადგურდა 10 სოფელი და დაიღუპა 1000 ადამიანი.
  • 7 ივლისს საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავდა რელიგიური კონგრეგაციების საგანმანათლებლო პროგრამებს.
  • 15 სექტემბერს პილოტებმა პირველად შეასრულეს საჰაერო აკრობატული ნომრები.
  • 16 ნოემბერს ინგლისელმა ინჟინრებმა ჯონ ამბროზ ფლემინგმა დააპატენტა დიოდი.
  • 24 ნოემბერს ამერიკელმა გამომგონებელმა ბენჟამინ ჰოლტმა გამოცადა პირველი მუხლიხებიანი ტრაქტორი.
  • 1 დეკემბერს ბრაზილიამ და ბოლივიამ გააფორმეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რითიც დასრულდა აკრის შტატში გაბატონებისთვის დაწყებული ომი.
  • 5 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გამართული გაფიცვა შეიარაღებულ ამბოხში გადაიზარდა, თუმცა, საბოლოოდ ჩაიშალა.
  • 7 თებერვალს ფინეთის მთავრობამ 24 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება მისცა.
  • 17 თებერვალს პაპა პიუს X გამოსცა ენციკლიკა, რომელშიც საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ მიღებულ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამმიჯნავ კანონს აკრიტიკებდა.