ძმები რაიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძმები რაიტები
ორვილ რაიტი
უილბურ რაიტი
ორვილ და უილბურ რაიტები 1905 წელს
მშობ. სახელი Wright Brothers
დაბ. თარიღი ორვილი: 19 აგვისტო, 1871, დეიტონი, ოჰაიო
უილბური: 16 აპრილი, 1867, მილვილი, ინდიანა
გარდ. თარიღი ორვილი: 30 იანვარი, 1948 (76 წლის), დეიტონი
უილბური: 30 მაისი, 1912 (45 წლის), დეიტონი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ორვილი: მბეჭდავი/გამომმქვეყნებელი, ველოსიპედებით მოვაჭრე/მწარმოებელი, პილოტების მწვრთნელი, თვითმფრინავის გამომგონებელი/მწარმოებელი, ავიაკონსტრუქტორი
უილბური: რედაქტორი, ველოსიპედებით მოვაჭრე/მწარმოებელი, პილოტების მწვრთნელი, თვითმფრინავის გამომგონებელი/მწარმოებელი, ავიაკონსტრუქტორი
მეუღლე(ები) არ ჰყოლიათ (არც ერთს)
ორვილ რაიტის ხელმოწერა
უილბურ რაიტის ხელმოწერა
მშობლები მამა: მილტონ რაიტი
დედა: სიუზან კეტრინ კოერნერი

ორვილ რაიტი (დ. 19 აგვისტო, 1871 – გ. 30 იანვარი, 1948) და უილბურ რაიტი (დ. 16 აპრილი, 1867 – გ. 30 მაისი, 1912) — ორი ამერიკელი ძმა, გამომგონებლები, ავიაციის პიონერები რომელებიც ცნობილნი არიან, მსოფლიოში პირველი წარმატებული აეროპლანის შექმნითა და მსოფლიოში პირველად ადამიანის მიერ მართული, ძრავიანი და სტაბილური ჰაერზე მძიმე აპარატით ფრენის განხორციელებით 1903 წლის 17 დეკემბერს.[1][2][3] 1905 წლიდან 1907 წლამდე რაიტებმა განავითარეს მათი „მფრინავი მანქანა“ (აეროპლანი) პირველ პრაქტიკულ უძრავფრთიან თვითმფრინავამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ექსპერიმენტული თვითმფრინავების შექმნისა და ფრენის პირველი მცდელობა, ძმები რაიტები იყვნენ პირველები, რომლებმაც გამოიგონეს თვითმფრინავის კონტროლის სისტემა, რამაც ფრენის საშუალება მისცა უძრავფრთიან ძრავიან თვითმფრინავებს.

ძმები რაიტების ფუნდამენტური გარღვევა მათი გამოგონებებიდან იყო სამღერძა კონტროლის სისტემის შექმნა, რაც მფრინავს საშუალებას აძლევდა, ეფექტურად ემართა თვითმფრინავი და შეენარჩუნებინა წონასწორობა.[4][5][6][7] ეს მეთოდი გახდა და დღემდე რჩება ყველა ტიპის უძრავფრთიანი თვითმფრინავების სტანდარტად.[8][9] საავიაციო სამუშაოების დაწყების დღიდან ძმებმა რაიტებმა მიზნად დაისახეს საიმედო მართვის კონტროლის ჩამოყალიბება, როგორც გასაღები „ფრენის პრობლემის“ აღმოსაფხვრელად. ასეთი მიდგომა მკვეთრად განსხვავდებოდა იმ დროის სხვა ექსპერიმენტებისგან, რომლებიც დიდ აცენტს აკეთებდნენ უფრო მეტად მძლავრი ძრავების შემუშავებაზე.[10] სახლის პატარა აეროდინამიკური მილის გამოყენებით ძმებმა შეძლეს უფრო ზუსტი მონაცემების შეგროვება, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ მათზე ადრე, რამაც საშუალება მისცათ, დაეპროექტებინათ და შეექმნათ ფრთები და პროპელერები, რომლებიც მანამდე შექმნილებზე გაცილებით უფრო ეფექტური იყო.[11][12] მათი პირველი აშშ-ის მიერ გაცემული პატენტიც ნომრით 821,393 საფრენი აპარატის გამოგონებას კი არ აცხადებდა, არამედ აეროდინამიკური კონტროლის სისტემის გამოგონებას, რომლითაც მანიპულირება შესაძლებელი იქნებოდა საფრენი აპარატის ზედაპირზე.[13]

მექანიკოსის უნარები მათ წლების მანძილზე ბეჭვდისა, ველოსიპედების, ძრავებისა და სხვა მექანიკურ წარმატებულ სამუშაო პროცესში გამოუმუშავდათ. მათმა მუშაობამ ველოსიპედებზე ნაწილობრივ გავლენა იქონია მათ რწმენაზე, რომ, პრაქტიკულად, შესაძლებელია ისეთი არასტაბილური მანქანის კონტროლი და დაბალანსება, როგორიც თვითმფრინავია.[14] 1900 წლიდან გვიან 1903 წლამდე, ძმების პირველ ძრავით აღჭურვილ ფრენებამდე, ისინი აწარმოებდნენ ფართომასშტაბიან ტესტებს გლაიდერებზე, რამაც ასევე იქონია გავლენა მათი, როგორც პილოტების, უნარჩვევების გამომუშავებაზე. ძმები რაიტების ველოსიპედების მაღაზიაში მომუშავე ჩარლი ტეილორი მათი ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, შექმნა რა პირველი თვითმფრინავის ძრავა ძმებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ძმები რაიტების სტატუსი, როგორც თვითმფრიავის გამომგონებლების, კამათის საგანია არაერთ ორგანიზაციასა თუ ადამიანთა დაჯგუფებას შორის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Howard, Fred (1988). Wilbur And Orville: A Biography of the Wright Brothers. New York: Ballantine Books. ISBN 0-345-35393-5. 
  • Jakab, Peter L. (1997). Visions of a Flying Machine: The Wright Brothers and the Process of Invention, Smithsonian History of Aviation and Spaceflight Series. Washington, D.C: Smithsonian. ISBN 1-56098-748-0. 
  • Mortimer, Gavin (2009). Chasing Icarus: The Seventeen Days in 1910 That Forever Changed American Aviation. New York: Walker. ISBN 978-0-8027-1711-5. 
  • Crouch, Tom D. (2003). The Bishop's Boys: A Life of Wilbur and Orville Wright. New York: W. W. Norton & Company. ISBN 0-393-30695-X. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატენტები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Wright Brothers & The Invention of the Aerial Age. Smithsonian Institution. წაკითხვის თარიღი: 21.09.2010.
  2. Johnson, Mary Ann. (26 სექტემბერი, 2001) Following the Footsteps of the Wright Brothers: Their Sites and Stories Symposium Papers. Wright State University. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16.07.2010. წაკითხვის თარიღი: 21.05.2014.
  3. Flying through the ages. BBC News (19 მარტი, 1999). წაკითხვის თარიღი: 17.07.2009.
  4. Inventing a Flying Machine - The Breakthrough Concept. Smithsonian Institution. წაკითხვის თარიღი: 05.03.2013.
  5. Wagging Its Tail. wright-brothers.org. წაკითხვის თარიღი: 05.03.2013.
  6. Aviation: From Sand Dunes to Sonic Booms. National Park Service. წაკითხვის თარიღი: 05.03.2013.
  7. Padfield, Gareth D.; Lawrence, Ben (დეკემბერი, 2003). "The Birth of Flight Control: An Engineering Analysis of the Wright Brothers’ 1902 Glider" (PDF). The Aeronautical Journal Department of Engineering, The University of Liverpool, UK,: 697. http://pcwww.liv.ac.uk/eweb/fst/publications/2854.pdf. წაკითხვის თარიღი: 23.01.2008.
  8. Howard (1988), გვ. 89
  9. Jakab (1997), გვ. 183
  10. Mortimer (2009), გვ. 2
  11. Jakab (1997), გვ. 156
  12. Crouch (2003), გვ. 228
  13. Flying Machine patent. Google Patents. წაკითხვის თარიღი: 21.09.2010.
  14. Crouch (2003), გვ. 169