ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი

ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ქალაქი ნიუ-იორკი
გახსნის თარიღი 27 ოქტომბერი 1904 წ.
ხაზის სიგრძე 1370 (გამოიყენება 1056) კმ.
სადგურთა რაოდენობა 472
ხაზთა რაოდენობა 26
მგზავრები დღეში 5,675,700 2022 წლის მონაცემებით.
მგზავრები წელიწადში 1,311,320,200 (2021)
ხაზების სქემა

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი (ინგლ. New York City Subway) — უმსხვილესი მეტროპოლიტენი მსოფლიოში ხაზების სიგრძის მიხედვით; გაიხსნა 1904 წელს. ექსპლუატაციაში არსებული ხაზების საერთო სიგრძე შეადგენს 1370 კმ-ს (მათ შორის სამგზავროდ გამოიყენება 1056 კმ). სადგურების ოფიციალური რაოდენობაა 472, მარშრუტებისა — 28. მგზავრთა დღიურმა გამტარობამ შეადგინა 1,311,320,200 ადამიანი 2021 წელს.

მიუხედავად ტრადიციული სახელწოდებისა „subway“ (მიწისქვეშა), გზების დაახ. 40% მიწაზე ან მიწისზედა კონსტრუქციებზე გადის. მთელი სისტემა განცალკევებულია საგზაო მოძრაობისა ან ტრანსპორტის სხვა სახეობებისგან, ხაზებს შორის გადაკვეთების უმრალესობა მრავალდონიანი ლიანდაგების მეშვეობით ხორციელდება.

ნიუ-იორკის მეტროს ცარიელი ვაგონი

.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქალაქო ტრანსპორტის პირველი მიწისზედა ხაზი ნიუ-იორკში დაახლოებით 1870 წელს გამოჩნდა, რომელიც დღევანდლამდე ვერ შემოინახა. დღემდე შემორჩენილი სექცია მიწისზედა ლიანდაგებისა 1885 წელს არის გახსნილი. უფრო ადრე, 1863 წელს ქალაქში გაიხსნა დღემდე მოქმედი მონაკვეთი, რომელიც იმხანად საორთქლმავლე გზისთვის გამოიყენებოდა.

ნიუ-იორკში პირველი მიწისქვეშა მონაკვეთების გახსნისას 1904 წლისთვის საქალაქო რკინიგზა ორ მსხვილ კერძო კომპანიას ეკუთვნოდა — BRT (Brooklyn Rapid Transit Company, მოგვიანებით Brooklyn-Manhattan Transit Corporation, BMT) და IRT (Interborough Rapid Transit Company, IRT : საგრაფოთაშორისო ჩქაროსნული ტრანსპორტი). თუმცა ქალაქის მთავრობა ტრანსპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სახსრებს ხარჯავდა. ხაზების უმეტესობა ნიუ-იორკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ისე გადაეცა კომპანიებს არენდით.

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დივიზიონი A — IRT[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დივიზიონი B — BMT[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დივიზიონი B — IND[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემაერთებელი ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირთვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]