შინაარსზე გადასვლა

მზის დაბნელება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მზის სრული დაბნელება“ ხდება მაშინ როდესაც მთვარის დისკო სრულად იმეორებს მზის დისკოს ზომას, რითაც მზის ზედაპირი ქრება თვალთახედვის არეალიდან.
მზის წრიული დაბნელება (მარცხნივ) ხდება, მაშინ როდესაც მთვარე დედამიწიდან ისე შორს იმყოფება რომ მისი დისკო ვერ ფარავს სრულად მზის დისკოს, რის გამოც გვერდებიდან შემოპარული მზის დისკო მთვარის გარშემო ქმნის წრეს. მზის ნაწილობრივი დაბნელების (მარჯვნივ) მთვარე ფარავს მხოლოდ მზის დისკოს ნაწილს.

მზის დაბნელებამთვარის მიერ დედამიწის ირგვლივ მისი მოძრაობის დროს მზის სხივების დაფარვა. როდესაც მთვარე, რომელიც არამნათი სხეულია, დედამიწის ირგვლივ მოძრაობის დროს მზესა და დედამიწას შორის აღმოჩნდება, მისი ჩრდილი დაეცემა დედამიწას და თანამიმდევრობით დააბნელებს მის სხვადასხვა ნაწილს.

მზის დაბნელებისა და მისი ჩრდილების გამოსახვა (არ არის მასშტაბური)
მზის სრული დაბნელების გეომეტრია

წარმოვიდგინოთ მზისა და მთვარის ირგვლივ შემოწერილი კონუსი, რომლის მუქად დაშტრიხულ ნაწილში მთვარის სრული ჩრდილია. რადგან მთვარიდან დედამიწამდე მანძილი ცვალებადობს, სხვადასხვა დროს ჩრდილი შეიძლება აღწევდეს ან ვერ აღწევდეს დედამიწას.

პირველ შემთხვევაში ჩრდილი ეცემა დედამიწის ზედაპირზე, და წარმოქმნის „ლაქას“, რომლის შიგნით მყოფი დამკვირვებლისათვის დაბნელება იქნება სრული. ამ დროს ჩანს მზის გვირგვინი პროტუბერანცები, ქრომოსფერო. ლაქის დიამეტრი სრული დაბნელების ხანგრძლივობას განსაზღვრავს.

დედამიწაზე ეცემა აგრეთვე მკრთალი ჩრდილი. მის შიგნით მყოფი დამკვირვებლისათვის მზის დაბნელება ნაწილობრივგია, თუ მთვარის ჩრდილის სიგრძე ნაკლებია მთვარიდან დედამიწამდე მანძილზე, მთვარის მიერ მზის დისკოს ყველაზე დიდი დაფარვისასაც კი დამკვირვებელი დაინახავს მზის ვიწრო, მის კიდეზე შემოვლებულ ნათელ რგოლს. ასეთ დაბნელებას რგოლურს უწოდებენ. შეიძლება მზესა და მთვარეს ისეთი ურთიერთგანლაგება აღმოაჩნდეთ, რომ დედამიწაზე მოხდეს მხოლოდ ნაწილობრივი დაბნელება.

მზესა და მთვარემდე მანძილების, მათი ზომებისა და მოძრაობათა სიჩქარეების გათვალისწინებით გამოთვლილია, რომ მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირზე გადაადგილებისას აღწერს ვიწრო, მაგრამ გრძელ (10-12 ათ. კმ) ზოლს. ყველაზე ხელსაყრელი მზის დაბნელების სრული ფაზა მოცემულ პუნქტში შეიძლება გაგრძელდეს 8 წთ, მთელი დედამიწისათვის კი მზის დაბნელება თითქმის 3½, სთ აღწევს. ნაწილობრივი ფაზის ხანგრძლივობა ერთი და იმავე პუნქტიდან ≈2 სთ-ია. წელიწადში მზის დაბნელება ხდება ორჯერ მაინც (არა უმეტეს ხუთისა), სრული მზის დაბნელება კი 300-400 წელიწადში ერთხელ, დედამიწის ერთი და იმავე ადგილზე.

ევროპაში 1999 წელს მზის სრულმა დაბნელებამ შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ ფენომენზე. ბოლო მზის სრული დაბნელება მოხდა 2024 წლის 8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკაში და მომავალი სრული დაბნელება იქნება 2026 წელს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დღეს მზის დაბნელებაა. Amindi.ge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2024.