ენრიკო კარუზო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენრიკო კარუზო
Lucia di Lammermoor (1908).

ენრიკო კარუზო (Enrico Caruso; დ. 25 თებერვალი, 1873 — გ. 2 აგვისტო, 1921) — მსოფლიო ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ტენორი. კარუზო იყო ასევე ყველაზე პოპულარული მომღერალი ნებისმიერ ჟანრში მეოცე საუკუნის პირველ ოც წელიწადში და ფირზე ჩაწერილი მუსიკის ერთ-ერთი პიონერი. მისმა საყოველთაოდ ცნობილმა ჩანაწერებმა, ასევე მისმა განუმეორებელმა ხმამ, გამორჩეული დიაპაზონით, სიძლიერითა და სილამაზით, იგი საკუთარი დროის ყველაზე განთქმული ვარსკვლავი გახადა.

კარიერის განმავლობაში მან თითქმის 260 ჩანაწერი გააკეთა და მილიონობით დოლარი შეიძინა გრამფირფიტების გაყიდვიდან. მიუხედავად იმისა, რომ კარუზოს მსოფლიოს მრავალ დიდ ოპერის თეატრში ჰქონდა შესრულებული, მათ შორის ლა სკალა მილანში, კოვენტ გარდენი ლონდონში, ყველაზე უკეთ მას იცნობენ როგორც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის წამყვან მამაკაც მომღერალს ჩვიდმეტი წლის განმავლობაში. დირიჟორი არტურო ტოსკანინის შეფასებით, რომელიც კარუზოსთან რამდენიმე ოპერას დირიჟორობდა „მეტში“, ის უდიდესი ხელოვანი იყო, რომელთანაც კი ოდესმე უმუშავია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]